არაერთხელ გვითქვამს, რომ რემონტი ძვირი სიამოვნებაა, თუმცა რა ვქნათ, როდესაც ახალი, ტრენდული და მოთხოვნადი ინტერიერის დიზაინები მოგვწონს? მოკლედ, როგორ გავაკეთოთ ბიუჯეტური რემონტი ?
გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს. რა თქმა უნდა, რემონტის გაკეთებაც შეიძლება ბიუჯეტურად.
თუ ჯერ კიდევ ვერ შეამცირეთ რემონტის ხარჯები არ ინერვიულოთ, Fortis-ში ყველას აზრს ვითვალისწინებთ და რჩევებსაც ხშირად ვიძლევით, ასე რომ ჩამოსხედით და გადახედეთ, საინტერესო რჩევები არასოდეს არის ზედმეტი
პირველ რიგში ნუ შეხედავთ რემონტს, როგორც ტრაგედიას, ისიამოვნეთ იმ თითოეული ახალი დეტალით, რომელსაც თქვენი მყუდრო სახლისთვის შეიძენთ ან შექმნით. თავიდანვე განსაზღვრეთ რემონტის სავარაუდო ბიუჯეტი და თუ რაიმეს თავად გააკეთებთ, წინასწარ კარგად შეისწავლეთ ბაზარი.
1. შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში, იდეალუირი გამოსავალი მინიმალისტური სტილია
ასეთი მარტივი, სადა და ბიუჯეტური რემონტის შექმნას თქვენთვითონაც აუცილებლად შეძლებთ.
2. თუ მინიმალიზმი თქვენი სტილი არ არის და ავეჯით „სავსე“ სახლი გინდათ რომ მოიწყოთ, სკანდინავიურ სტილს გადახედეთ
მცენარეები, სურათები და ხის ავეჯი იდეალურად შეეთავსება თქვენს სურვილებს, სახლი სავსეა და რაც მთავარია ფერადი.
3. ბიუჯეტური რემონტის გაკეთების კიდევ ერთ ხერხს გასწავლით Fortis-ი.
სკანდინავიური სტილი პრეტენზიულია, ცხადია, რომ ყველას ვერ მოხიბლავს, თუმცა ახალ გარემონტებულ სახლსა და შეღებილ კედლებს პრინტები ძალიან მოუხდება, ჩამოკიდეთ სურათები, პლაკატები და ნებისმიერი სახის პრინტი, რომელიც თქვენ ყოველდღიურ განწყობას უფრო გაალამაზებს
4. ალბათ გიფიქრიათ როგორი იქნება ავეჯი, თუ მას ჩვენი ხელით შევქმნით?
მოდით ვცადოთ და ჩვენი ბიუჯეტური რემონტი მთლიანად ბიუჯეტური გავხადოთ. დაფიქრდით რა შეიძლება შევქმნათ ჩვენით, Fortis-ის მორიგი რჩევა იქნება, ავეჯი პალეტებისგან გააკეთოთ და მცირე ფული ამითაც დაზოგოთ სახლის მოწყობისას.
6. რას იტყვით მცენარეებზე, თუ დიდ ქოთანში მოვათავსეთ, ისინი ხომ დიდ ადგილს დაიკავებენ?
სახლის ცარიელი ადგილების შევსებაში სწორედ მწვანეები დაგვეხმარებიან, თან მცენარეები დეკორის გარდა სახლში კარგ აურასაც ქმნიან.
დღეისათვის სულ ეს იყო, შეგიძლიათ ამ წამიდან ბიუჯეტრი რემონტი დაიწყოთ, მოიმარჯვეთ ფუნჯი, საღებავი, გაჯი, ლაქი, ცემენტი, შპალერი და რაც გაგახსენდებათ ყველა საჭირო ნივთი
იმისთვის რომ გაიგოთ, თუ როგორ გავაკეთოთ ბიუჯეტური რემონტი აუცილებლად ახლავე უნდა დავიწყოთ
ტომრები დაცალეთ, კედლები ჩამოშალეთ, ავეჯი გადაადგილეთ რემონტი უნდა დავიწყოთ! დროებით!
წინა ბლოგი – ინტერიერის დიზაინის დეტალები, რომლებიც მოდიდან სამუდამოდ გადავა