დღედღეზე ახალი წელი მოვა და თქვენ თუ ჯერ კიდე ვერ ჩამოყალიბდით რა ფერებში მორთოთ ნაძვის ხე, არ ინერვიულოთ, გამოსვალი უკვე ნაპოვნია, რჩევების მოცემა ჩვენც შეგვიძლია
2020 წლის ტრენდებს ხომ გაეცანით? თაგვის წელი მოდის და ნაძვის ხის მორთვა მეტნაკლებად ყველა ფერში შეგვიძლია, თუმცა უმჯობესი იქნება ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და თეთრი დომინირებდეს თქვენს ნაძვის ხეებზე, უმჯობესია თუ თაგვის წელს ღია ფერებში შვხვდებით.
ინტერიერის დიზაინერებმა რჩევები არ დაიზარეს და რამდენიმე ტრენდული ნაძვის ხის დიზაინი შემოგვთავაზეს.
თუ არ იცით როგორ შეიძლება მორთოთ ნაძვის ხე, გირჩევთ სახლის ინტერიერიდან გამომდინარე ამ სტილის ნაძვის ხეებზეც იფიქროთ.
როგორც წინა წელს, ასევე წელს აქტუალურობას არ კარგავს დიდი ყვავილები, ასევე დიდი ზომის სათამაშოები და ნათურები.
ბევრს ნუ იფიქრებთ ჩაუყევით და აირჩიეთ.
ამაზე რას იტყვით?
ინტერიერის დიზაინერების რჩევით ნაძვის ხის ერთ-ერთი ვერსია 2020 წლისთვის ზამთრის იმიტაცია თეთრი, ლამაზი და გამორჩეულია, თან მოდის ტენდენციების მიხედვით თუ შევხედავთ, ყვავილები და განათებაც აქვს.
ოქროსფერი თუ გიყვართ და ინტერიერიც გიწყობთ ხელს რატომაც არა
ულამაზესი და საოცრად მდიდრული ნაძვის ხე დარწმუნებული ვარ, ყველა სახლს გაალამაზებს.
თუ თქვენს ინტერიერში წითელი ფერის გამოყნების ფუფუნება გაქვთ, გაგიმართლათ!
ეს ულამაზესი, „ქალი წითლებში“ თქვენი მომავალი ნაძვის ხეა.
ინტერერის დიზაინერებმა წითლად შემოსილი ნაძვის ხე სწორედ ესე შეაფასეს და გვირჩიეს, ნაძვის ხის მორთვას ამ ფერებში ნუ დავიზარებთ.
არ დაგავიწყდეთ თაგვის წელი მოდის
თუ ინტერიერი ხელს გვიწყობს ნაცრისფერი და ცოტა თეთრი სადმე აუცილებლად გამოიყენეთ. თუმცა არანაკლებ კარგი იქნება თუ ოქროსფერსა და ვერცხლისფერს შეურევთ თქვენს ნაძვის ხეზე.
გეომეტრია თუ გიყვართ, მეტი აღარ იფიქროთ
სადღესასწაულო ნაძვის ხის აწყობა დაიწყეთ, ეს დეკორაცია თქვენთვის იდეალურია, ზუსტად გამოხატავს შინაგან ხასიათსა და დამოკიდებულებას. საინტერესო იქნება გეომეტრიულ- არითმეტიკული ახალი წელი.
როგორც შევთანხმდით, 2020 წელს სადღესასწაულო ინტერიერს უნდა ამშვენებდეს ნაცრისფერი, თეთრი და ვერცხლისფერი დეკორაციები.
ინტერიერის დიზაინერებმა გვირჩიეს პატარა ცხოველები და ფრინველები დავსვათ ხის ძირში, თაგვი მშიშარაა და ეს გაბედულ წელს მოგიტანთ თქვენ.
საბოლოოდ, კიდევ გეტყვით, არ დაგავიწდეთ სადღესასწულო დეკორაცია ინტერიერის დიზაინს შეუხამოთ.
წინ 5 დღე გაქვთ, ფასდაკლებები უკვე დაიწყო, ქალაქი კი ულამაზესად არის მორთული. დროა, ნაძვის ხის აწყობა დაიწოთ, ნერვიულობას არ აყვეთ, რადგან თაგვის წელი მოდის და ნაძვის ხის მორთვა ყველა ფერში შეგვიძლია, თუნცა უმჯობესია თუ თაგვის წელს ღია ფერებში შვხვდებით . დროებით!
წინა ბლოგი – როგორ ინტერიერს ირჩევენ ცნობილი ადამიანები?