საოცრად  ჭორიკნები ვართ ეს ადამიანები, ნებისმიერი  მეზობლის, მეგობრისა და ნაცონობის კარგიც და ცუდიც, ახალიც და ძველიც გვაინტერესებს.

გასაკვირი არ არის, რომ ცნობილი ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ, მითუმეტეს  მათი სახლები და ინტერიერის მათსავე ხედვა მსოფლიოს ყველა კუთხეში და მითუმეტეს ჩვენს პატარა საქართველოშიც აინტერესებთ – როგორ ინტერიერს ირჩევენ ცნობილი ადამიანები

კომედიური ჟანრის, გასართობი გადაცემის  ტელე წამყვანი ელენ დეჯენერესი და მისი მეუღლე მსახიობი პორტია დე როსი ბევერლი ჰილსსე ინტერიერის დიზაინერების მიერ  მოწყობილ არაჩვეულებრივ სახლში ცხოვრობენ

ელენი პირველი ამერიკელი ტელეწამყვანი იყო, რომელმაც განსხვავებული ორიენტაცია  გაასაჯაროვა და მალევე პორტია როსი ცოლად მოიყვანა

ისინი ბევერლი ჰილსსე 2011 წელს გადავიდნენ და დღემდე იმ კეთილმოწყობილ და გემოვნებიან სახლში ცხოვრობენ.

სახლის ინტერიერი ბევერლი ჰილსისთვის უჩვეულო და საინტერესოა, სწორედ ამიტომ არჩია წყვილმა ესე.

ელენმა ინტერვიუში აღიარა, რომ სახლის სიყვარულიც მისმა გამორჩეულობამ განაპირობა.

მთლიანი  სახლი ხის ელემენტებით არის გაწობილი  და თეთრი ფერი ოთახებში ჭარბობს.

თითქოს დაცულია სტილი და ოთახები ერთმანეთს ჰგავს.

რაღაცით ტყეში ტბის პირას მყოფ სახლს წააგავს, აუცილებლად რომ უნდა ციოდეს და ხედიც რომ არაჩვეულებრივი უნდა იყოს

ელენს კითხვა ძალიან უყვარს, ამასთანავე მეორე წიგნზე მუშაობს და სახლში თავისი კაბინეტიც აქვს.

წიგნის წერას  ბევრ დროს ანდომებს და თავის კოფორტულ და მყუდრო სახლში გემრიელად ისვენებს.

ელენის შოუს ერთი ეპიზოდისთვის თუ მაინც გიყურებიათ მიხვდებით ამ გარდერობში რომელი მხარეა დეჯენერესის ფეხსაცმელები

თავისთავად სპორტული სტილი, კლასიკური ელემენტებით ელენისეული  უცვლელი მოდაა და  ეს გარდერობშიც შესამჩნევია.

დააკვირდით,  რა საინტერესო თაროებია და როგორი მყუდრო ოთახია.

 

ულამაზესი, უბერებელი, უნიჭიერესი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ელენის მეზობელია და ბევერლი ჰილსზე სადღაც მახლობლად ცხოვრობს

როგორც ჯენიფერი ამბობს, თავისი სახლი ისე მოსწონს დიდი სიამოვნებით მთელს მსოფლიოს დაათვალიერენებინებდა.

მსოფლიოში თავისთავად ჩვენც შევდივართ, სიტყვა სიტყვაა, ჯენიფერ ამ დღეებში შემოგივლით!

დავინახე თუ არა შემიყვარდა, მინდოდა ჩემი გამხდარიყო, ვიყიდე და ცოტა ჩემებურადაც მოვაწყვეო, გაამხილა ჯენიფერმა  ერთ-ერთ  ინტერვიუში.

სახლი გლამურული,  ბევერლი ჰილსური და თანამედროვეა. როგორც ჯენიფერმა გაამხილა მთელს სახლში ყველაზე მეტად სამზარეულო უყვარს, პიცის გმოძახება და წითელი ღვინო იდეალური საღამოა მისთვის.

ჯენიფერმა აზიური თანამედროვე და ამასთანავე ხეში გაწყობილი სახლი ისურვა და ინტერიერის დიზაინის სხვადასხვა  დეტალი მისი საყვარელი ადამიანების სახლებიდან შეაგროვა. დიდი ხანი გეგმავდა როგორი დიზაინი უნდოდა და საბოლოოდ სახლში აზიური სტილის გარდა მისი საყვარელი ადგილის ჰავაის მსგავსი ინტერიერიც შექმნა.

იცით, რომ ჯენიფერს ძაღლები საოცრად უყვარს?

სწორედ ამიტომ მის შესანიშნავ სახლში მათთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. დააკვირდით ინტერიერს, როგორი საინტერესო და ბევერლი ჰილსურია აქაურობა. მდიდრული საძინებელი კი უბრალო და კომფრტულია.

სერიალი “Friends”- ის შემდეგ ჯენიფერ ენისტონი მსოფლიომ გაიცნო სწორედ ამიტომ, მისი სახლის ყველა დეტალს ამერიკაში საგულდაგულოდ განიხილავდნენ. სახლის შეძენის შემდეგ ჯენიფერმა რამდენიმე ფოტო გაასაჯაროვა და ყველას აინტერესებდა რა ხდებოდა სხვა ოთახებში, მალევე ეს ფოტოც გავრცელდა და ჯენიფერმაც აღიარა რომ სამზარეულოს შემდეგ მეორე  საყვარელი ადგილი სახლში სწორედ ეს ოთახია, ბილიარდის თამაში და ამ საოცარი ხედის ყურება ძალიან ყვარებია ენისტონს. რატომ არ ეყვარებოდა? გაჭრილი თაღი და ეს ბარის სტილის ოთახი ფილმებიდან გადმოხატულ კადრს გავს.

 

 

MTV-ს თუ უყურებთ გეცოდინებათ ვინ არის ადამ ლევინი

თუ არ იცით, გაიცანით ამერიკელი მომღერალი და ჯგუფი maroon 5- ის სოლისტი ადამი, რომელიც ჰოლივუდის აღმართზე ცხოვრობს, მეუღლესთან და უსაყვარლეს შვილთან ერთად. თავისთავად სახლი საოცრად ლამაზი, დახვეწილი და ისეთივე გემოვნებიანია როგორც მისი მეუღლე.

ადამ ლევინის სახლი მე-20 საუკუნის სტილით არის მოწყობილი,  ვინტაჟური ელემენტები და თანამედროვეობის კვალი ყველა ოთახს ეტყობა.

როგორც ამბობენ, ეს სახლი ჰოლივუდია, მაგრამ ბოლომდე ჰოლივუდსაც ვერ დავუძახებთ 

მოკლედ რომ ვთქვათ, თვითონაც ვერ შეურჩიეს სახელი, თუმცა ფაქტია, რომ ნამდვილი რეტრო სტილის ჰოლივუდური სახლია.

მუსიკის გავლენა ხომ იგრძნობა ირგვლივ?

ადამმა სახლის მოწყობისას მხოლოდ ის ისურვა, რომ  ჰქონოდა დასაკრავი ინსტურმენტები და სპეციალურად დაპროექტებული სივრცე მუსიკის დასაკრავად. სახლს დიდი აივანი აქვს და ძირითადი ოთახები ხალიჩებით არის მორთული, როგორც ჩანს წყვილს ძირითადი ამერიკელებისგან განსხვავებული გემოვნება აქვთ,  ვერ დავმალავ და ვაღიაროთ ნამდვილად ლამაზია.

კიდევ ინსტრუმენტები და ინსტურმენტები რამდენი გიტარა უნდა იყოს სახლში 10, 15 თუ  მეტი?

როგორც ჩანს რეტრო სტილის გარდა, კოლექციონერობაც დაუწყია ადამ  ლევინს. ერთ-ერთ ინტერვიუში  ადამმა ჟურნალისტებს უთხრა რომ უყვარს თავისი პროფესია, კონცერტები აბედნიერებს, მაგრამ სახლში ყოფნა ყველაფერს ურჩევნია და ყველაზე კარგად სწორედ იქ გრნობს თავს.


ალბათ იცით რომ ადამ ლევინს ეს ერთი სახლი არ აქვს და ამის გარდა მის მფლობელობაში 4-5 სახლია. წყვილს  მოგზაურობა ხშირად უწევს, სახლების ყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს და შესაბამისად, გასაკვირი არაფერი არ არის.  სახლების რაოდენობა იქით იყოს და ამ ოთახის ინტერიერი ულამაზესია, წითელი დივანი შავი როიალის ფონზე კარგი კომბინაციაა.

 

დღეისათვის სულ ეს იყო

ცნობილი ადამიანები პირად ცოვრებას ძალიან უფრთხილდებიან  და მაქსიმალურად  ცდილობენ  საინტერესო დეტალები თავისთვის შეინახონ, თუ სადმე საინტერესო ინტერიერის დიზაინს წავაწყდებით და თან ეს ცნობილი ადამიანის იქნება, ჩვენ აუცილებლად საფუძვლიანად შევისწავლით და დეტალურად მოგიყვებით თუ ვინ, სად, რამდენად  და როგორ  იყიდა ეს სახლი, შემდეგ კი უკვე ავეჯი და ზოგადად ინტერიერის დიზაინიც შევუფასოთ. დროებით!

 

წინა ბლოგი: 2020 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

Facebook  Instagram