დღესდღეობით თითქმის აღარავის უკვირს, თუმცა თუ დავფიქრდებით ძალიან საინტერესო ფენომენია, რომ ზოდიაქოს ნიშნები ადამიანის პიროვნებას, ხასიათსა და თქვენ წარმოიდგინეთ საყვარელ ინტერიერის დიზაინსაც კი განსაზღვრავენ. წაიკითხეთ – როგორი ინტერიერი მოსწონს ზოდიაქოს პირველ, ცეცხლოვან ნიშანს, ვერძს.
დღეს განვიხილავთ თუ როგორი გავლენა აქვთ ჰოროსკოპის ნიშნებს თქვენს სტილსა და გემოვნებაზე. რაც დაგვეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სახლის დეკორაციის შერჩევისას თქვენ ხელმძღვანელობთ არა მხოლოდ მოდის ტენდენციებითა და კანონებით, დიზაინის სამყაროში, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი გემოვნებით. მას კი, დიდ წილად, განსაზღვრავს თქვენი ჰოროსკოპი.
ვერძი, 21 მარტი – 19 აპრილი (ძალიან თანამედროვე ნიშანი, (იმპულსური, გაბედული, თავდაჯერებული))
კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ვერძები უპირატესობას ანიჭებენ თანამედროვე ინტერიერში ცხოვრებას. მათთვის ახალი ტენდენციები ყოველთვის საინტერესოა.
ცეცხლოვანი და ვნებიანი ვერძი მუდმივად მიდრეკილია ცვლილებებისკენ, ამიტომ შესაძლებელია ხშირად შეცვალონ დეტალები ინტერიერში.
მათ ასევე მოსწონთ მდიდრული აქსესუარები. ეს კი მათ წარმატებაზე მიუთითებს.
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, ცეცხლის სიმბოლო. ცეცხლის ნიშნის ინტერიერში არის ღია ჩრდილები (კრემისფერი და ლურჯი), რაც ვერძს სიმშვიდეს ანიჭებს.
ფერები, რომლის გამოყენებაც მეტად ხელსაყრელია ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის კი გახლავთ, სადა ფერები, შავი, კრემისფერი და თეთრი ფერები.
შედარებით განსხვავებული ფერები კი, რომლების გამოყენებაც დეტალებში უყვართ გახლავთ, ძირითადად: ლურჯი, ყვითელი და ნარინჯისფერი. ისინი მათთვის ენერგიის მომნიჭებლები არიან.
ვერძები გამოირჩევიან თავიანთი იმპულსურობით. ისინი მუდმივად სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ. ისწრაფვიან ცვლილებებისა და მრავალფეროვნებისაკენ.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ სახლში რაღაც მუდმივად იცვლება და მიმდინარეობს გადაკეთება. თუნდაც ძალიან დეტალური, ამიტომ ავეჯი უნდა შეირჩეს მობილური, მსუბუქი და ფუნქციონალური.
სახლში ვერძი დიდ მნიშვნელობას აქცევს თავისუფლებას. ისინი არ უშინდებიან ექსპერიმენტებს და ყოველთვის საინტერესო იდეების ძიებაში არიან. დინამიურ ან ავანგარდულ ნახატებს, ნათელ პლაკატებს შეუძლიათ ინტერიერის გაცოცხლება.
ვერძისთვის, როგორც ცეცხლოვანი სიმბოლოსთვის, მნიშვნელოვანია ცეცხლის ელემენტებთან კავშირი, ამიტომ სახლში მთავარი ატრიბუტი ბუხარი და სასანთლეებია.
ბოლოს კი კუროებს მივმართავთ, რომ მოემზადეთ შემდეგი ბლოგისთვის!!.. რადგან შემდეგ ბლოგში გაიგებთ, თუ როგორი ინტერიერია თქვენთვის ყველაზე მეტად შესაფერისი.
გაგვიზიარეთ თქვენი აზრები, რომ უკეთ გავიგოთ თუ როგორი ინტერიერი მოსწონს ზოდიაქოს პირველ, ცეცხლოვან ნიშანს, ვერძს.
წინა ბლოგი – 7 მნიშვნელოვანი რჩევა ინტერიერის დაგეგმარებისას