დეკემბრის თვეც მალე მიიწურება და ახალ წელს შევეგებებით, საქართველოში და მსოფლიოში საახალწლო სამზადისი დაიწყო, უკვე ყველგან იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა. ჩვენც დროა, მომავალი წლისთვის მოვემზადოთ და ჩვენთვის საინტერესო სიახლეებს მოვავლოთ თვალი. რამდენიმე კვირის წინ, სააგენტო Pantone-მა 2022 წლის ახალი ფერი დასახელდა. „very peri” – სოციალურ ქსელებში სწორედ ამ სახელით შეხვდებით ახალ იასამნისფერს – წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი – 2022 წლის ტრენდული ფერი ცნობილია ყველაფერი Very peri-ზე
მსოფლიოში ცნობილმა სააგენტომ Pantone-მა ახალი 2022 წლისთვის საინტერესო და გამორჩეული ფერი შეიმუშავა, სააგენტომ ლავანდისფერი აიღო ცოტა კიდევ გააღიავა და წლის მთავარი ფერი „very peri” მიიღო.
Very Peri არის თბილი იასამნისფერი ფერის ერთ-ერთი ტონალობა რომელიც ნეიტრალურ სივრცეს შექმნის სახლში, ოთახში, ოფისსა და ყველა გარემოში.
ამ ფერს შეუძლია გაანათოს, სივრცე და უცხო, საინტერესო და განსხვავებული სტილი შექმნას სახლში.
ტრადიციულად Pantone მომავალ წელს ახალ ფერს გამოაცხადებს.
2021 წელს ერთდროულად ორი დერი დასახელდა ეს იყო ნაცრისფერი და ყვითელი, 2022 წელი კი ამ ორისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.
„ყველაზე ბედნიერი და თბილი ლურჯის ტონების დროა“ – წერენ სოციალურ ქსელში ინტერიერის დიზაინერები და მოდის ცნობილი ექსპერტები.
სააგენტო Pantone-ის კატალოგში ადრე ლავანდისფერი არ გამოჩენილა, 2022 წელი საინტერესოო და გამორჩეული იქნება.
ეს ფერი არის ახალი, ამაღელვებელი და მედიდური….
ლავანდისფერს შეუძლია დაამშვიდოს ადამიანი, მავდროულად იყოს სერიოზული და ფორმალური ფერი, ანდაც ნათელი და მხიარული
მისი მრავალფეროვნება დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ ავეჯსა და დეკორს შეუხამებთ მას ინტერიერში.
„ვერი ფერის“ გამოყენება შეიძლება ქსოვილებში, ხალიჩებსა და ფარდებზე, ასევე კედლებსა და სურათებში.
ნუ მოერიდებით თამამ ნაბიჯებს, ლავანდისფერი გასაქანს გვაძლევს მოვაწყოთ ინტერიერი ისე, როგორც გვსურს, 2022 წელი მალე მოვა, ახალი წელი კი ახლბური ინტერიერით აუცილებლად უნდა დაიწყოთ!
-2022 წლის ტრენდული ფერი ცნობილია ყველაფერი Very peri-ზე
წინა ბლოგი – ზამთრის საქმეები – რა უნდა შეცვალოთ ინტერიერში ახალ წლამდე