ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, რომ სახლის მოწყობისას ოქროს წესები უნდა გავითვალისწინოთ. წესები, რომელთა დაცვით ჩვენ გემოვნებიან ინტერიერს შევქმნით. ამჯერად ამ წესებზე საუბარი Fortis-ის გუნდის განუყოფელ წევრს, ინტერიერის დიზაინერს, ნინა დემეტრაძეს ვთხოვეთ. ნინა 3 წელზე მეტია Fortis-ში მუშაობს წესები მისთვის კარგად ნაცნობი საკითხია. – ნახეთ, 7 ოქროს წესი ინტერიერის დიზაინერისგან – ნინა დემეტრაძის რჩევები

– სანამ წესებს ჩამოვთვლით, მოგვიყევი ცოტა რამ Fortis-ზე…

– 3 წელზე მეტია Fortis-ში ვმუშაობ, ჩემთვის ეს სივრცე დიდი ოჯახია, რადგან ყველა ჩემი უახლოესი მეგობარი Fortis-ში მუშაობს. ძირითადად სულ ახალგზარდები ვართ, განვითარებისთვის კარგი გარემოა, ახალი თანამშრომელი რომ გვემატება, უკვირს, სად შევიკრიბეთ ამდენი კარგი და მონდომებული ახალგაზრდა ერთად.

– რა გამოარჩევს Fortis-ს სხვა კომპანიებისგან?

– ჩვენი მუშაობის სტილი უსაზღვროა, ყოველთვის მაქსიმალურად წვრილმან დეტალებამდე ვცდილობთ ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ვინმეს შესაძლოა სასაცილოდაც კი მოეჩვენოს ამდენ დეტალზე დაკვირვება, მაგრამ ვცდილობთ, ბოლომდე მივყვეთ ყველაფერს. დამკვეთებთან ვმეგობრობთ, ვიგებთ რა უნდათ, რა მოსწონთ. ინტეგრირებული გარემო ჩვენ საუკეთესო სამუშაო სივრცეს გვიქმნის.

– გაგვიზიარე  შენი 7 ოქროს წესი, რომელიც ინტერიერის მოწყობაში დაგვეხმარება…

პირველი წესი: ეცადეთ ყველა ოთახი ჰარმონიულობაში იყოს

7-okros-wesi-interieris-dizainerisgan

ნუ შექმნით ქაოსს. როდესაც სახლს გადახედავთ ინტერიერში ერთიანობა უნდა იგრძნობოდეს.

ჰარმონიას და შერწყმულ დიზაინს საცხოვრებელ სახლში კომფორტი შემოაქვს, ნუ გააკეთებთ ისეთ ინტერიერს, რომელიც ერთ წელში მოგბეზრდებათ.

შერწყმულ დეტალებს სიმშვიდე შემოაქვს სახლში, ასეთ გარემოში ცხოვრება კი მუდამ კომფორტულია.

მეორე წესი: ყველაფერი ერთმანეთს არ უნდა ჰგავდეს

7-okros-wesi-interieris-dizainerisgan

ხშირად ჰარმონია არასწორად ესმით, ინტერიერში ყველაფერი ერთმანეთს არ უნდა ჰგავდეს…

აუცილებელია, ოთახებს შორის კონტრასტი იგრძნობოდეს. არსებობს ისეთი ინტერიერი, სადაც ყველაფერი მონოტონურია, ამას ცალკე მიმდინარეობა ჰქვია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ინტერიერში აუცილებელია კონტრასტი შევიტანოთ ფერებით, დეკორით ისეთი დეტალებით, რომელიც ყურადღებას მიიქცევს.

მესამე წესი: ინტერიერში აუცილებელია განსხვავებულობა

7-okros-wesi-interieris-dizainerisgan

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ოთხს თავისი დამახასიათებელი ნიშა სჭირდება.

ინტერიერში საერთო იერი უნდა შეიქმნას, მაგრამ ყველა კუთხე-კუნჭულს დამახასიათებელი ნიშანი არ უნდა დავუკარგოთ.

7-okros-wesi-interieris-dizainerisgan

დიზაინერებს არ გვაქ ჩარჩოები, ჩვენ დამოკიდებული ვართ დამკვეთზე და ამავდროულად ვუზიარებთ მათ ჩვენს ხედვებსა და იდეებს

ამ გზით ორივე მხარისთვის შესაფერის ინტერიერს ვქმნით, ისეთს რომ არ ამოვარდეს გემოვნებისა და სტილის ფარგლებიდან.

ჩვენი და დამკვეთის იდეების შეჯამებით ისეთ ინტერიერს ვიღებთ, რომელშიც ყოველთვის იგრძნობა განსხვავებულობა და ყველა ოთახს თავისი მახასიათებელი გამოკვეთილად აქვს.

მეოთხე წესი: გაითვალისწინეთ, რომ ინტერიერსა და არქიტექტურაში დიდ როლს თამაშობს პროპორციები

7-okros-wesi-interieris-dizainerisgan

პროპორციები ძალიან ბევრ რამეს მოიცავს, კონკრეტულად ინტერიერში კი ყურადღებას ვამახვილებთ ფერებზე, რომელსაც ვიყენებთ ასევე ტექსტილსა და ტექსტურაზე.

გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რასაც ინტერიერში ვიყენებთ სასურველია პროპორციების დაცვით შევიძინოთ.

ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ფერთა შეთანხმებაზე, პროპორციულად ვანაწილებთ ინტერიერში ფერებს, ასევე ვიყენებთ ოვალურ, კუთხოვან ფორმებს. ვარჩევთ როგორი ფორმის უნდა იყოს მთლაინი ინტერიერი.

მეხუთე წესი: განათებას სახლში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს

7-okros-wesi-interieris-dizainerisgan

იცით რომ განათებით სადა კედელიც კი სხვანაირად ჩანს?

ჩვენს ქვეყანაში განათებების დიდი არჩევანი შემოვიდა და მნიშნველოვანია, სახლში ადგილი, როგორც დეკორატიული, ისე ბუნებრივი განათებისთვის გამოვყოთ.

ოქროს წესია, მიაგნოთ სწორ განათებას…

ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია განათებით, არასდროს ხარ შეზღუდული. თუმცა როგორც ზევით ვახსენე, ბალანსი აქაც მნიშნველოვანია, რადგან ზედმეტი ინტერიერში არც განათება იქნება ლამაზი.

მეექვსე წესი: ბუნებრივი მასალის გამოყენება

7-okros-wesi-interieris-dizainerisgan

ყველა ადამიანის ბუნებაში დევს რომ ის, რაც ბუნებაში მოიპოვება და რაც გარემოში გვხვდება მისთვის ახლო და ნაცნობია.

საცხოვრებელი სახლი ის ადგილია, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სახლში ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ავეჯი ან სხვა დეტალები გვქონდეს.

7-okros-wesi-interieris-dizainerisgan

მაგალითად, ქვა და მინერალები ინტერიერისთვის კარგი არჩევანია….

მათი გამოყენებით თქვენ აუცილებლად იგრძნობთ სახლში კომფორტს, სითბოსა და სიმყუდროვეს. ბუნებრივი მასალები სანდო, თბილ გარემოს ქმნის.

მეშვიდე და ბოლო წესი: გამწვანება

7-okros-wesi-interieris-dizainerisgan

გამწვანება არასდროს არის ბევრი, ინტერიერის შექმნისას მუდამ ვცდილობ რომ სველი წერტილებიც კი დატვირთული იყოს მცენარეებით. ვფიქრობ, რომ ყველა ოთახს სჭირდება მინიმალური გამწვანება. მცენარეები ასუფთავებს ჰაერს და სითბოს, კომფორტს მატებს ნებისმიერ კუთხეს.

 ინტერიერი გამწვანების გარეშე მშრალია, თითქოს რაღაც აკლია სახლს.

უნდა გვახსოვდეს, რომ გამწვანება სახლში ქმნის დადებით აურას, ბუნებრივი მასალების მსგავსად, ინტერიერში სითბო და ნატურალიზმი შემოაქვს. მცენარე ცოცხალი არსებაა და მისი ყოფნა ოთახში ყოველთვის იგრძნობა.

7-okros-wesi-interieris-dizainerisgan

თუ ინტერიერში მცენარე არ უნდათ ხოლმე, მაშინ ვცდილობ სახლში მწვანე ფერის დეტალები, ელემენტები შემოვიტანო, რადგან  როგორც მცენარეები, ასევე მწვანე ფერი კომფორტისა და სიმყუდროვის მაჩვენებელია.

-7 ოქროს წესი ინტერიერის დიზაინერისგან – ნინა დემეტრაძის რჩევები 

წინა ბლოგი – 5 ყველაზე მოთხოვნადი დეტალი ინტერიერში – რა მოსწონს ხალხს

Facebook Instagram