როგორც ინტერიერში, ასევე არქიტექტურაში ხრიკების მთელი სია არსებობს, რომელიც თქვენთვის არაერთხელ გაგვიზიარებია. ჩვენს გაზიარებულ რჩევებში ინტერიერის ხრიკები ჭარბობს, თუცა ამჯერად არქიტექტურაზეც გეტყვით საინტერესო დეტალებს, რომლებიც ყოველთვის გამოგადგებათ. – ხრიკები არქიტექტურაში რომელიც ყოველთვის გამოგადგებათ
გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებსაც ხშირად ადამიანები არც კი აკვირდებიან, თუმცა მათი გათვალისწინებით არც მეზობლებს შეაწუხებთ და არც არქიტექტურას დააკლებთ რამეს…
მოემზადეთ როგორც ცხელი, ასევე ცივი ამინდებისთვის
სანამ სახლს დასრულებულად გამოაცხადებთ მოემზადეთ წვიმიანი, ქარიანი და ძალიან ცხელი დღეებისთვის.
დაამაგრეთ ჟოლობები, კარებთან გადახურული სივრცეც შექმენით და ექსტრემალური სიცხისთვის ერთი-ორი გრილი ადგილიც მოიძიეთ.
დააყეენთ თანამედროვე მოწყობილობები
21-ე საუკუნე ტექნიკისა და თანამედროვე მოწყობილობების ერაა, დააყენეთ ტელევიზორები, ელექტრო ჩამკეტები და სხვა თანამედროვე მოწყობილობები თქვენს სახლში, მათი დრო ძალიან, ძალიან მალე მოვა..
გარე გათბობა კარგი იდეაა
თუ სახლის წინ პატარა ეზო გაქვთ და სკამების დადგამაც გაქვთ განსაზღვრული, ელექტრო გამათბობელზე იფიქრეთ.
დადგით ერთი ცალი და ზამთარში თბილი საღამოები გარანტირებული გექნებათ.
ჩართეთ მუსიკები და შეამოწმეთ ხმის იზოლაცია
სანამ სახლში ცხოვრებას დაიწყებთ ჩართეთ მუსიკები, აუწიეთ მას მაქსიმალურად და გადით სახლიდან.
ნახეთ, როგორ ისმის გარეთ თქვენი ხმა? იქნებ მეზობლებს ძალიან აწუხებთ და ხმის დამხშობი ფანჯრები და კარებებია საჭირო.
მოაწყეთ თუნდაც პატარა სივრცე ბავშვებისთვის
შეიძლება თქვენი სახლი დიდია და ბავშვებს სათამაშოდ უზარმაზარი სივრცე აქვთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ გარეთ თამაშს თავისი უპირატესობა აქვს…
ბუნებრივი გარემო, D ვიტამინი და ჰაერი – ამ კომპონენტებს ვერაფერი შეცვლის.
ყურადღება მიაქციეთ სახლში შემომავალ განათებას
ამ კონრეტულს ყოველთვის ვამბობთ, სახლში განათება მნიშნველოვანია, განათებული გარემო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ფსიქიკასა და აურისთვის.
დააკვრიდით, როგორ შემოდის შუქი თქვენს სახლში და თუ არ გყოფნით გამოსავალი მოძებნეთ, უშუქობა არასწორია.
დაკვირვებით შეარჩიეთ საშენი მასალები
სახლს ერთხელ აშენებთ, მასალებზე ფულის დაზოგვა პირველი შეცდომაა, ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება დაკვრვებით შეარჩიოთ მასალები რადგან, კონსტრუქცია მყარი უნდა იყოს, იმ სივრცეში თქვენ და თქვენმა ახლობლებმა უნდა გაატაროთ დრო.
წინა ბლოგი – როგორ განვაახლოთ ბაღის დიზაინი მარტივად