შემოდგომის მოსვლა კარგია, თუმცა სანამ ამინდები ხელს გვიწყობს და ძველი ბალახიც ჭკნობისკენ მიდის შეგვიძლია ბაღს გალამაზებისთვის ენერგია და დრო გამოვნახოთ და სახლის წინ ხანდახან მივიწყებულ ბაღს ხელი შევავლოთ. ამისთვის კი რამდენიმე რჩევა მოგიმზადეთ – როგორ განვაახლოთ ბაღის დიზაინი მარტივად
ორნამენტები და დეკორაცია
ბაღის განახლება ორნამენტებითა და დეკორაციებით დაიწყეთ, მაგალითად ლამაზი საყვავილეები, მეტალის ფიგურები, ხეზე ჩამოსაკიდებელი ჩიტის ბუდეები და სხვა.
ყველა დეკორაცია თქვენს ბაღს მცირე სხვაობას შესძენს, რაც საბოლოოდ მთლიანად დახვეწილ ვიზულას მიგაღებინებთ.
იფიქრეთ ბაღზე, როგორც სახლზე
„ბაღია და მეტი სიახლე არ სჭირდება“ – ეს და სხვა მსგავსი ფრაზები დაივიწყეთ, ისევე სჭირდება თქვენს ბაღს ხელის შევლება, გალამაზება, როგორც ინტერიერს.
ნუ დაიზარებთ ძველი ბალახის მოთიბვას, ყვავილების გასხვლას. ჰარმონია სუფთა, მოწესრიგებულ ბაღსაც მოაქვს.
არ შეუშინდეთ ფერებს
გინახავთ რა ლამაზია წვიმა და ფერადი საყვავილეები? წვიმა და ფერადი სკამები?
თქვენი სახლის ბაღი სწორედ ის ადგილია, სადაც ფერადი ექსტერიერის დეტალები განახლებისთვის გამოგადგებათ.
დადგით ფერადი სკამები, შეღებეთ მანქანის ძველი საბურავები, ყვავილის ქოთნები და მწვანე სივრცეს ჭრელი ფერები შემოაპარეთ.
ბაღის დეკორი უნდა შეესაბამებოდეს სახლს
დაიმახსოვრეთ მთავარი წესი, ბაღის დეკორი სახლს აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს. თუ სახლი პატარა და მოკრძალებულია ეზოში შადრევნები და ხეივანის გაშენება ინტერიერიდან გადახვევა ქინება.
შექმენით ისეთი ბაღი, როგორიც თქვენს სახლს მოუხდება და ნებისმიერ ადამიანს ბაღისა და სახლის ერთიანობა სიმშვიდის განცდას მიანიჭებს.
დეკორატიული ყვავილები კარგი არჩევანია
ბაღს დიდი მცენარეები უხდება, განიერი ფოთლებითა და მსხვილი ყლორტებით, თუმცა პატარა სივრცეებსა და კუთხეებში დეკორატიული მცენარეები მართლაც, რომ კარგი არჩევანია.
გააფორმეთ დეკორატიული ყვავილებით სახლის შესასვლელი, დადგით მაგიდაზე და ფანჯრის რაფაზე.
მოაწესრიგეთ ღობე და ჭიშკარი
გადახედეთ ბაღს, რა აკლია მას მთლიანობისთვის. სავარაუდოდ პასუხი თქვენც იცით…
ბაღს მთლაინი სივრცის შესაქმნელად ღორე და ჭიშკარი აკლია, ღობე სივრცეს ერთიანად დაგანახებთ, ჭიშკარი კი შეკრავს თქვენს ბაღს და ნებისმიერი ნაბიჯი შესამჩნევი გახდება.
მოწესრიგებული ღობე უფრო ესთეტიურად წარმოაჩენს ყვავილებს და თქვენს ფერად საყვავილეებს.
სეზონის შესაფერისი შტრიხები
ბოლო რჩევა ჩვენგან შემოდგომას უნდა დავუკავშიროთ. მალე ჰელოუინი მოვა, შეგიძლიათ თქვენს განახლებულ ბაღში გოგრებისთვისაც დატოვოთ ადგილი და დილაობით სახლიდან გასვლის წინ, თქვენს თავს შეახსემოთ, რომ შემოდგომა მოვიდა.
როგორ განვაახლოთ ბაღის დიზაინი მარტივად
წინა ბლოგი – 7 ნაბიჯი რომელიც ოთახის მოწყობამდე უნდა გადადგათ