21-ე საუკუნეში ადამიანები ცდილობენ თავიანთი ინტერიერი უფრო ეკომეგობრულ, ჯანსაღ და გარემოსთვის სასარგებლო სივრცედ გადააქციონ, ამისთვის კი ხალხი მზის ბატარიებს, პატარა ბაღებს და სხვა ათას საშუალებას იფიქრებს. არსებობს ინტერიერის ხრიკები, რომელიც თქვენს სახლს უფრო ეკომეგობრულ სივრცედ აქცევს და მოდით რამდენიმე მთავარი კომპონენტი განვიხილოთ. როგორ უნდა აქციოთ ინტერიერი ეკომეგობრულად.
გამოიყენეთ ბუნებრივი მცენარეები სახლის გასაფორმებლად
ეკომეგობრული ინტერიერის შესაქმნელად პირველი ნაბიჯი ინტერიერში მცენარეების დადგმაა.
რაც უფრო მეტი მცენარე გექნებათ სახლში, მით უფრო მეგობრულ და ბუნებრივ გარემოს შექმნით ინტერიერში, ამიტომ ნუ დაიშურებთ სხვადასხვა მარადმწვანე ყვავილებსა და ბუჩქებს.
ეცადეთ სივრცე დაუთმოთ ბუნებრივ ნათებას
თქვენ უნდა სცადოთ ინტერიერში მინიმალური განათება გამოიყენოთ სინათლე კი ბუნებრივად, ფანჯრებიდან შემომავალი შუქით მიიღოთ.
გადაწიეთ ფარდები და გაანათეთ სახლი მზის ბუნებრივი შუქით…
დადგით ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ავეჯი
ხომ გაგიგიათ ფრაზა, ხე სუნთქავსო, დიახ, ეკომეგობრული ინტერიერისთვის აუცილებელი პირობაა სახლში ავეჯი გქონდეთ.
დადგით ხის ავეჯი, შალის, მატყლის ხალიჩები და აბრეშუმის გადასაფარებლები, მიეცით გასაქანი ბუნებრივობას.
თავი დააღწიეთ ქიმიკატებს
სანამ რაიმე საწმენდ საშუალებას შეიძენთ კარგად წაიკითხეთ მისი შემადგენლობა…
რას შეიცავს ნებისმიერი ქიმიური ხსნარი, რამდენი პროცენტით ორთქლდება ის ჰაერში და რამდენად საზიანო იქნება ის თქვენი ჯანმრთელობისთვისა და ეკომეგობრული ინტერიერისთვის.
ყურადღება გაამახვილეთ იატაკზე
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხე სუნთქავს, ამიტომ თქვენი ეკომეგობრული გარემოსთვის უმჯობესი იქნება „პარკეტი“ ან ქვის იატაკი შეარჩიოთ.
ვინილის იატაკი, პოლივინილ ქლორიდი – დამზადებულია ტოქსიკური ნივთიერებისგან, რაც ეკომეგობრულ გარემოს გამორიცხავს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ სად, რომელ იატაკზე დადგამთ თქვენს ავეჯს. – როგორ უნდა აქციოთ ინტერიერი ეკომეგობრულად
წინა ბლოგი – რა ფერები უხდება ოქროსფერს – ტრენდული კომბინაციები