დაფიქრებულხართ რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ინტერიერის მოწყობისას და რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?. მოდით ვაღიაროთ, რომ ინტერიერის დიზაინში შეცდომები მოსულა, მთავარია მისი გამოსწორების სურვილი გვქონდეს და ვიცოდეთ რომ მეორედ აღარ დავუშვათ ის. მოდით ერთად ვნახოთ, რა შეცდომებს უშვებთ ყველაზე ხშირად სახლის მოწყობისას.
არ გაქვთ გეგმა
ამ შეცდომას ინტერიერის მოწყობისას ხშირად, ძალიან ხშირად შეხვდებით. არ დაიწყოთ რემონტი ან სახლის განახლება გეგმისა და იდეის გარეშე ეს უამრავ გაუთვალისწინებელ ხარჯსა და სხვა პატარ-პატარა შეცდომას გამოიწვევს.
ფიქრობთ რომ ყველაფერი ერთმანეთს უნდა უხდებოდეს
უგემოვნო ინტერიერი დიდი შეცდომაა, ამიტომ სახლის მოწყობამდე იფიქრეთ ფერებზე, მათ შეხამებასა და სავარაუდო სტილი წარმოიდგინეთ.
არ დაგავიწყდეთ, სახლში ავეჯი, კედლები და დეკორი სულ მცირედით მაინც უნდა უხდებოდეს ერთმანეთს, თუმცა არ არის საჭირო ყველაფერი ერთმანეთში ჯდებოდეს, ინტერიერი აზრების განხორციელების საშუალებას გვაძლებს.
მოკლედ კიდებთ ფარდებს
კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ინტერიერში ხშირად უშვებთ…
მოკლე ფარდები ცვლის ინტერიერს, უფრო აპატარავებს ოთახს და შესაბამისად, თქვენი სათითაოდ შერჩეული ავეჯი არც ისეთი ლამაზი ჩანს, როგორიც რელაურად უნდა ჩანდეს. ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას…
გაქვთ მხოლოდ ერთი შუქის წყარო
დაუშვებელია, არასწორია და უდიდესი შეცდომაა ოთახში მხოლოდ ერთი შუქის წყარო გქონდეთ, როგორ შეიძლება ოთახს მხოლოდ ერთი ჭაღი ან სანათი ანათებდეს, დაამატეთ განათება ეს ინტერიერს სიცოცხლეს შემატებს.
ყიდულობთ არასწორი ზომის ხალიჩას…
იცოდით რომ ესეც შეცდომა იყო? არასწორი ზომის ხალიჩა სრულიად შეუსაბამოა ინტერიერისთვის ის არც სივრცეში ჯდება და ვერც შესაბამის ადგილს პოულობს. ნურც ამ შეცდომას დაუშვებთ, იფიქრეთ ხალიჩის ზომაზე.
დგამთ ავეჯს ზუსტად კედლის წინ
ვინ თქვა, რომ ავეჯი კედლის წინ უნდა დაიდგას, არა, ის იქ უნდა დადგათ, სადაც ინტერიერი და სივრცე მოიხდენს. ავეჯის განლაგება მთლიანად თქვენს გემოვნებას მიანდეთ.
რა შეცდომებს უშვებთ ყველაზე ხშირად სახლის მოწყობისას
წინა ბლოგი – ხრიკები რომლებიც ყველა ინტერიერში გამოგადგებათ