fortis-ში ხომ ყველაფერზე ვსაუბრობთ და ახლა არქიტექტურის ჯერია. დღეს, ფორტისის ერთ-ერთ არქიტექტორს, 26 წლის ნიკო გაფრინდაშვილს ვესტუმრეთ. ნიკო უკვე 4 წელია ფორტისის განუმეორებელი გუნდის წევრია და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ნიკომ არქიტექტურაზე ბევრი საინტერესო რამ მოგვიყვა და საბოლოოდ ყველაზე მარტივი, პირველი ნაბიჯებიდან დაიწყო ამ საქმიანობის ჩვენთვს გაცნობა. რა უნდა ვიცოდეთ სახლის ყიდვამდე – ინტერვიუ ნიკო გაფრინდაშვილთან

დღეს, ფორტისში მოსულმა დამკვეთებმა და ზოგადად, ადამიანებმა არ იციან, თუ რა ეტაპები უნდა გაიარონ ვიდრე მიწის ნაკვეთს იყიდიან და მშენებლობას დაიწყებენ. რა თქმა უნდა, ნიკომ ეს კარგად იცის და ბლოგების მკითხველებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარა.

– პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ ტერიტორია, თბილისში, მის შემოგარენსა და შორ მანძილზე მიწებს სხვადასხვა ფასი აქვს, ეს ძირითადად ტერიტორიაზეა დამოკიდებული.

სანამ მიწის ნაკვეთს შეიძენთ, აუცილებელია აწარმოოთ მოკვლევა, მარტივად რომ ავხსნათ, როდესაც დამკვეთს სურს შეიძინოს მიწის ნაკვეთი, მან საკადასტრო კოდით, რომელსაც მიწის შეძენამდე ეტყვიან, უნდა ნახოს რომელ ფუნქციურ ზონაში მდებარეობს მისი არჩეული მიწა.

ყოფილა შემთხვევები, რომ ბრმად, შემოწმების გარეშე შეძენილი მიწა სარეკრეაციო ზონაში აღმოჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ სახლის აშენების უფლებას არავინ მოგცემს.

კვლევა სწორედ ამას გულისხმობს, დამკვეთმა უნდა გაიგოს, რომელ ზონაში მდებარეობს მისი მომავალი სახლის ნაკვეთი და შემდეგ შეიძინოს ის.

– ამის შემდეგ რა ხდება?

– ყველა ზონას თავისი პრიორიტეტი აქვს, ზონები კიდევ ქვეზონებად იყოფა, დამკვეთი ნახავს რა ფუნქციის, მოცულობის და სივრცის შენობის აშენებაა იმ კონკრეტულ ზონაში ნებადართული.

მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ, უშუალოდ პროექტის დაწყებამდე, რამდენიმე ეტაპია გასავლელი:

გაპის აღება

გაპი მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობებია.

თბილისის მერია, სახლის აშენების მსურველებს დეტალურად უდგენს, თუ სად, რამდენი სანტიმეტრის გამოყენების უფლება აქვთ მათ.

გაპს თან ახლავს შენობის მოცულობის განმსაზღვრელი კოეფიციენტები, რეგულირების (წითელი და ლურჯი) ხაზები და ყველა დეტალი წინასწარ არის განსაზღვრული.

გაპის მოთხოვნის განაცხადი იტვირთება თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე. tas.ge – ამ საიტზე ასევე შეგიძლიათ ნახოთ, თუ სად მდებარეობს მიწა, სად გადის საზოგადოებრივი საზღვრები, ფუნქციური ზონირება და ყველა საჭირო ინფორმაცია.

საყურადღებოა, რომ მუნიციპალური ინსპექცია (ზედამხედველობა) ყოველდღიურად ამოწმებს უკვე აშენებულ პროექტებს, ამიტომ გაპის დარღვევის უფლება არც კომპანიას და არც დამკვეთს აქვს.

პროექტის შეთანხმება

გაპის შემდგომი საფეხური პროექტის შედგენაა, რომელსაც დამკვეთს მიწის ნაკვეთზე გაპის მიხედვით ვუდგენთ. ის ჩვენ გვაძლევს საპროექტო დავალებას, რამდენი ოთახი უნდა, როგორი მისაღები სურს, სტუდიოს ტიპი ურჩევნია თუ სხვა.

ამ მონაცემებით ჩვენ, პროექტს ვაწყობთ, ვამზადებთ ვიზუალურად, ვამუშავებთ ყველა საჭირო დოკუმნეტაციას და მუშა ნახაზებს. შემდგომ ახალი განაცხადი  შეგვაქვს კვლავ მერიაში პროექტის შეთანხმების მოთხოვნით.

მშენებლობის ნებართვა

პროექტს ვათანხმებთ თბილისის მერიასთან და შემდეგ ვითხოვთ მათგან ნებართვას რომ სახლის მშენებლობა დავიწყოთ. მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია გვქონდეს, როგორც პროექტის თანმობა, ასევე მშენებლობის ნებართვა.

სულ 3 საფეხურია: გაპი, პროქტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა.

– მართლაც ბევრი დეტალია, ერთ ადამიანს, მარტო, ამდენი რამის მოგვარება გაუჭირდება…

– ეს ყველა დეტალი ჩვენთან, Fortis-ში კეთდება, ჩვენ ვაგვარებთ საბუთების საკითხს, ისე რომ დამკვეთს უკვე დამტკიცებულსა და გამზადებულს ვაძლევთ.

საზოგადოება ვერ ხვდება, ერთი სახლის აშენებას რამდენი დეტალი სჭირდება და ამ საბუთების მიღმა რამხელა შრომა იმალება. ჩვენ, ოპერატიულად და ყველა წესის დაცვით ვაგვარებთ ამ საკითხებს და დამკვეთს ზედმეტ დატვირთვასა და ნერვიულობას თავიდან ვარიდებთ.

წინა ბლოგი – ნივთები რომლებიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით საძინებელში უნდა გქონდეთ

Facebook Instagram

რა უნდა ვიცოდეთ სახლის ყიდვამდე – ინტერვიუ ნიკო გაფრინდაშვილთან