ფანჯრები როგორც ინტერიერს, ისე ექსტერიერს უხდება და სახლში სინათლის შემოსვლას განაგებს. ინტერიერში მრავალი ფანჯრის სტილი არსებობს, რომელთა შორის განსხვავება ფორმა, ვიზული და ფუნქციებია და დროა, ერთად ვნახოთ, ყველაზე პოპულარული ფანჯრები რომლებიც ინტერიერში უნდა გამოიყენოთ.
ოთკუთხედი ფორმის ფანჯრები
პირველი სტილი, რომელსაც ევროპულ ინტერიერში შეხვდებით, ოთხკუთხედი ფორმის ფანჯრებია, რომელიც ჩვეულებრივად არ იღება…
ფანჯარას ქვევით სახელური, ჩამკეტი აქვს და იმის მაგივრად რომ გამოაღოთ ფანჯარა, უბრალოდ უნდა აწიოთ და ჩამოწიოთ ის.
ასეთ ფანჯრებს უმეტესად, თეთრი ფერის ჩარჩო აქვს და ევროპულ ინტერიერში ხშირად გამოიყნეება.
სურათის ფორმის ფანჯარა
ასე ეძახიან ფანჯრების იმ სტილს, რომელიც ერთი შეხედვით მართლა ჰგავს სურათს. ფანჯარა გრძელი და ვიწროა და კედლის დეკორს მოგაგონებთ.
ამ სტილის ფანჯრებსაც უმეტესად ევროპულ და ამერიკულ ინტერიერში ვხვდებით…
ასეთი ფანჯარა ბევრ სინათლეს იძლევა და ოთახს დახვეწილ სტილს უნარჩუნებს.
შესაძლოა, სურათის ფორმის ფანჯრები უბრალოდ დეკორაცია იყოს, არ იღებოდეს ან წინა ფანჯრის მსგავსად ზევით აწევ-ჩამოწევით შევძლოთ მისი გაღება.
ინგლისური ფანჯრები
მესამე სტილის ფანჯრები დარწმუნებულები ვართ, საქართველოში ბევრ ადგილას გექნებათ ნანახი, რადგან შედარებით ძველ შენობებში ეს სტილი კვლავ შემორჩენილია.
ინგლისური ფანჯრები, ერთი დიდი ფანჯრის დანაწევრებული ლამაზი ვერსიაა, რომელიც დიდ ფანჯარად გამოიყენება. მთლიანად იღება და მას ინტერერში სტილის შესაცვლელად და მრავლფეროვნებისთვის ირჩევენ ხოლმე.
ინგლისური ფანჯრები ოთახში სიმყუდროვეს ქმნის და ვიზუალურად ლამაზი აღსაქმელია.
ზუსტად ვერ გეტყვით ამ სტილის ფანჯრები როგორ უნდა მოვიხსენიოთ, ძირითადად ამხელა ფანჯრებს იქ ნახავთ, სადაც კარგი ხედია
ასეთ ფანჯარასთან რაფა, ან ჩამოსაჯდომი აუცილებლად დაგხვდებათ.
ინგლისურად ამ სტილს Bay Windows-ს ეძახიან. ამ ფანჯრებს უფრო ტბის სახლებსა და აგარაკებზე შეხვდებით, ან ისეთ სახლებში, სადაც მაღალ სართულზე კარგი ხედი და სასიამოვნო გარემოა.
ფანჯრის უმეტესი ნაწილი არ იღება და უბრალოდ სივრით ტკბობის საშუალებას გვიტოვებს
მრგვალი ფანჯრები
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სტილია ფანჯრებს შორის, რადგან ინტერიერს სრულიად სხვა იერს სძენს და ფილმებიდან გადმოღებულ ლამაზ კადრს ქმნის.
მრგვალი ფანჯრები უცნაურად იღება, შუშას ხელით უნდა მიაწვეთ და ის დატრიალდება.
მოდით ამ სტილს ვითომ ფანჯრები ვუწოდთ…
ასეთ ფანჯარას ვერ გააღებთ, ის სახლის კონკრეტული ადგილების გამოსაყოფად გამოიყენება და შესანიშნავი ალტერნატივაა ინტერერის გადასახალისებლად.
ასეთი სტილი ფანჯრები სახლს უფრო ნათელს და ღიას აჩენს, ერთი ოთახიდან მეორეში იყურები და თან ოთახი დახურულია.
და ბოლოს, “კედლი ფანჯრების” დროა
ამ ბოლო დროს, კედლის მაგივრად ხშირად, შუშის დიდი განიერ ფანჯრებს ამჯობინებენ, რომელიც შეგვიძლია “კედელი ფანჯრის” სახელით მოვისენიოთ.
ეს ყველაზე ტრენდული, გემოვნებიანი და ლამაზი ფანჯარაა მთელს ინტერიერში და უკვე ქართულ სახლებშიც შეხვდებით.
ფანჯარა შესანიშნავია ოთახების გამოსაყოფად, ის სახლს თანამედროვე იერს სძენს.
წინა ბლოგი – მიზეზები თუ რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ხის ავეჯზე