ფერები ინტერიერში რომ უმთავრესია ამაზე ვთანხმდებით და ისიც ცხადია, რომ მათი შეხამებით გემოვნებიან ინტერიერს ვიღებთ. ფერთა შეხამბებზე ადრეც გვისაუბრია და დროა, კიდევ ერთზე ვისაუბროთ. ნახეთ, 5 ფერი რომელიც ნაცრისფერს უხდება.

ნაცრისფერი და კრემისფერი

lisi-veranda-interieris-dizaini

ნაცრისფერს კრემისფერი ხშირად ძალიან კარგად ეხამება, ეს ორი ფერი ნეიტრალურობის მიქს ქმნის და ინტერიერში მინიმალიზმის იერს აჩენს.

მინიმალიზმის მოყვარულებმა შეგიძლიათ ნაცრისფერს ღია კრემისფერი შეუხამოთ და თქვენი სტილი ამ ფერების გამოყენებით შექმნათ.

lisi-veranda-interieris-dizaini

ნაცრისფერი კრემისფერის ფონზე ინტერიერში უკეთ იკვეთება, ეს ორი ერთმანეთს აბალანსებს…

ნაცრისფერი და სტაფილოსფერი

ამ ორი ფერის კომბინაციას ინტერიერში ხშირად შეხვდებით, რადგან ნაცრისფერი და სტაფილოსფერი მართლაც მშვენივრად ეხამება ერთმანეთს.

სტაფილოსფერი თანამედროვე ინტერიერის ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი ფერია, ნაცრისფერი კი კლასიკური ფერების სიაში შედის, ის ნეიტრალურია.

ნაცრისფერი და სტაფილოსფერი ოთახში ყურადღებას იბყრობს და ირგვლივ არსებულ ყველა ნივთებს გამოკვეთს.

ნაცრისფერი და მწვანე

ესეც მესამე იდეალური კომბინაცია, მწვანე ფერის ბევრი ტონალობა მათ შორის, სალათისფერი და ღია მწვანე ჩვეულებრივ ნაცრისფერ ფერთან ხშირად გამოიყენება.

ნაცრისფერი და მწვანე ინტერიერში საფაზაფხულო სტილს ქმნის, ოთახს კი მეტ ენერგიას და სიცოცხლეს სძენს.

ნაცრისფერი და ვარდისფერი

atonelis-qucha-interieris-dizaini

ნაცრისფერს ვარდისფერი ძალიან უხდება, ამ ორი ფერის კომბინაციას ყველა ტიპის ინტერიერში იყენებენ.

atonelis-qucha-interieris-dizaini

ვარდისფერი პრეტენზიული ფერია და უმეტესად ამ ორი ფერის ნაზავს სამზარეულოში, სველ წერტილებსა და საძინებელში შეხვდებით.

ნაცრისფერი და ყვითელი

lisi txinvala kerdzo saxlis interieris dizaini

დიახ, ნაცრისფერს ყვითელი უხდება და ეს ორი ფერი ინტერიერში იშვიათად, თუმცა მაინც გამოიყენება.

ნაცრისფერი უპრეტენზიო ფერია, თითქმის ყველა დანარჩენს მცირედით მაინც ერგება. – 5 ფერი რომელიც ნაცრისფერს უხდება

წინა ბლოგი – როგორ უნდა შემოვუშვათ გაზაფხული ჩვენს ინტერიერში

Facebook Instagram