მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ადამიანების უმეტესობა ძვირადღირებულ, კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობს, თუმცა ადამიანების გემოვნება ინდივიდუალურია და ამ საკითხში მათი აზრი ორად იყოფა. რობერტ პატინსონი, მეთიუ მაკ-კონეჰი და კიდევ ერამდენიმე ცნობილი ადამიანი საცხოვრებლად მოკრძალებულ, პატარა სახლს ამჯობინებს, რადგან მათი აზრით, სახლში მილიონების გადახდა სულაც არ არის აუცილებელი. ნახეთ, მსახიობები რომლებმაც ძვირადღირებულ სახლებზე უარი თქვეს.
რობერტ პატინსონი
რამდენიმე წუთის წინ რობერტ პატინსონი ვახსენეთ და მისი მოკრძალებული სახლი უნდა განახოთ…
ბრიტანელი მსახიობი შეყვარებულთან დაშორების შემდეგ შეიცვალა, დიდი სახლი გაყიდა და ლოს-ანჯელესში პატარა სახლში გადავიდა.
ვერ ვიტყოდით, რომ სახლი მოკრძალებულია, თუმცა სხვა მსახიობების ფონზე მართლაც, ჩვეუელბრივი სახლია. ეზოში საცურაო აუზითა და სადა, მარტივი ინტერიერით.
სახლის უმეტესი ნაწილი ხეშია გაწყობილი და არც რაიმე ძვირადღირებული ავეჯით გამოირჩევა პატინსონის ქონება.
ლეა მიშელი
სერიალი „გლის“ მსახიობი ლეა მიშელიც პატინსონის მსგავსად, მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს, ლეას ლონ-ანჯელესში პატარა ორსართულიანი სახლი აქვს, სახლის ეზოში აუზი და ყვავილებით სავსე ეზოც აქვს.
როგორც ამბობენ, ეს ლეას ერთ-ერთი სახლია, თუმცა თუ ინტერიერითა და ექსტერიერით ვისმჯელებთ, მსახიობს ძვირადღირებული ქონება არ იზიდავს და თავს პატარა სახლშიც მშვენივრად გრძნობს.
მარკ ცუკერბერგი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი წესით საოცარ, ღვთაებრივ სახლში უნდა ცხოვრობდეს…
თუმცა მარკი მილიარდელებს შორის ყველაზე მოკრძლაებულია და სილიკონის ველზე ორსარულიან პატარა სახლში ცხოვრობს.
მარკი და მისი მეუღლე მიიჩნევენ, რომ ქონება, სახლები და ფული ბედნიერებას არ განსაზრვრავს და მათი პატარა სახლიც აკმაყოფილებთ.
მეთიუ მაკ-კონეჰი
ყველასთვის საყვარელი მსახიობი მეთიუ მაკ-კონეჰი მალიბუში ხშირად ჩადის, თუმცა მსახიობი სახლს არ ყიდულობს და ერთ ფურგუნში, თუ შეილძება ასე ეწოდოს, ათევს ღამეს.
ფურგუნი, თუ გსურთ ტრაილერი უწოდეთ, პატარა მოძრავი სახლია, რომელიც მეთიუს ძალიან მოსწონს და ძვირადღირებული სახლის შეძენას არ აპირებს.
წინა ბლოგი – შეცდომები რომლებიც საძინებლის მოწყობისას არ უნდა დაუშვათ