სამზარეულო ის ადგილი არ არის, სადაც მხოლოდ გემრიელ საჭმელს ვამზადებთ, სამზარეულო ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ოთახი. ამაზე ადრეც გვისაუბრია, თუმცა გვსურს კიდევ ერთხელ უფრო განსხვავებულ ჭრილში ვისუბროთ სამზარეულოზე. ინტერიერში 5 ფერი არსებობს, რომელიც სამზარეულოს მოწყობისას ხშირად გამოიყებენა და მსოფლიოს მასშტაბით ინტერერიერის დიზაინერები ამ ფერებს ხშირად გვირჩევენ. ნახეთ, ინტერიერის დიზაინერების რჩევები – 5 ფერი სამზარეულოს მოსაწყობად

ჭაობისფერი მწვანე

სამზარეულოს მოწყობისას ჭაობისფერს ხშირად ირჩევენ, რადგან ზოგადად მწვანე ფერი სამზარეულოსთან ასოცირდება.

ეს ფერი სხვადასხვა ტონალობის მწვანეს, თეთრსა თუ ნაცრისფერს უხდება და სამზარეულოში რამდენიმე ფერის შემოტანის საშალებას გვაძლევს.

დააკვრიდით ინტერიერს ვერაზე, აქ მწვანე სამზარეულოს გარდა სხვა ფერს ვერც კი წარმოვიდგენდით!

იდეალური თეთრი

თეთრი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფერია, რადგან ეს ფერი ნეიტრაული, კლასიკური და უნივერსალურია.

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ თეთრ ფერთან ერთად რამდენიმე მუქი ფერიც შევურიოთ, იმისთვის რომ ფერთა გემოვნებიანი კომბინაცია მივიღოთ.

ნაცრისფერი

შავი და ნაცრისფერი, ინტერიერში მოთხოვნადი ფერებია. ნაცრისფერი დღევანდელ ინტერიერში ხშირად გამოიყენება და სამზარეულოს მოსაწყობად ეს ფერიც ერთ-ერთი საუკეთესოა.

ნახცრისფერი ნეიტრალური ფერია. თუ ამ ფერის რამდენიმე ტონალობას შეარჩევთ, შეიძლება ნაცრისფერმა ქამელეონის ფუნქცია შეითავსოს და განათებასთან ერთად მუქი მწვანე ან შავი გახდეს.

ნაცრისფერი საინტერესო ფერია…

წითელი

დღეს, წითელ სამზარეულოს ბევრ თანამედროვე ინტერიერში შეხვდებით, რადგან წითელი ტრენდულობას უკვე წლებია აქტუალურად ინარჩუნებს.

წითელი ფერი ოთახს ეფექტს მატებს, სიცოცხლის უნარს უბრუნებს მიძინებულ ინტერიერს და სიფხიზლისკენ უბიძგებს ადამიანს.

კრემისფერი, ღია ტონალობა

ბოლო ფერი, რომელსაც სამზარეულოში ხშირად შეხვდებით კრემისფერია. კრემისფერი ნეიტრალური და უპრეტენზიო ფერია. ყველა ტიპის ფემოვნებას ერგება და მინიმალიზმის მოყვარულთა სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე დგას.

კრემისფერი სამზარეულოს შერჩევის შემთხვევაში ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, ნეიტრალურ ფერს ასევე ნეიტრალური თეთრი, ყავისფერი და ღია ტონალობის ფერები შეურჩოთ.

წინა ბლოგი – როგორ უნდა აამაღლოთ თქვენი სახლის ჭერი ვიზუალურად

Facebook Instagram