მოდა ტრიალებს და ამას ინტერიერის მოწყობისას ხშირად ავღნიშნავთ, არის დეტალები, რაც არასდროს, არასდროს აღარ დაბრუნდება, თუმცა ასე კატეგორიულად ყველაფერზე ვერ ვისაურებთ. ნახეთ, 70-იანი წლების უკვდავი ტრენდები თანამედროვე ინტერიერში
70-იანი წლები თითქოს შორეული წარსულია, თუმცა ინტერიერში ეს სულ არ შეიმჩნევა, რადგან თქვენი სახლში რამდენიმე ნივთი ჯერ კიდევ წლების წინ დამკვიდრებული მოდიდან მოდის.
ორნამენტებიანი ხალიჩები
ეს უწყინარი ნივთი, დღევანდელ თანამედროვე ინტერიერში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი.
ხალიჩა და მითუმეტეს ორნამენტებით გაწყობილი, თითქმის ყველა სახის ინტერიერს უხდება და ოთახში მეტი სიმყუდროვე, სითბო და ვიზუალური სხვადასხვაობა შემოაქვს.
ჩამოსაკიდი სავარძელი
რა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩამოსაკიდი სკამი ინტერიერში.
ეს შესანიშნავი, კომფორტული სავარძელი ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს და დღემდე ინტერიერის განუყოფელი ნაწილია.
ჩამოსაკიდებელი სავარძელი იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ შექმნათ კომფორტული კუთხე წინგის წასკითხად, ფილმის საყურებლად ან უბრალოდ დასასვენებლად.
ჩამოსაკიდი სავარძელი სადგომით
სავარძლის ეს ვერსიაც 70-იან წლებში შემოვიდა და ჭერზე ჩამოკიდებულს თუ არა ასე, ფეღზე დამაგრებულს მაინც ნახავთ თანამედროვე ინტერიერში.
ეს მორიგი კომფორტული სავარძელი, ნებისმიერ სახლში იპოვის თავის ადგილს.
დაწნული ავეჯი
კალათები, სავარძლები, მაგიდები და სხვა დაწნული ნივთები ინტერიერში 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, იმ დროს ხალხი სახლის გალამაზებას თავისი ხელით ცდილობდა, არც ამდენი მასალა და არც ამხელა არჩევანი იყო, ამიტომ ნივთების შექმნა ხშირად თვითონ უწევდათ.
დაწნული კალათა, ხის მაგიდა დაწნული გულით, ხელნაკეთი ავეჯის ნაწილია, რომელიც თანამედროვე ინტერიერში ადგილს ხშირად იკავებს.
წინწკლები, ზოლები და სხვადასხვა გაფორმება
როდესაც 70-იან წლებში ავეჯი, ინტერიერი და დეკორი იქნებოდა დაწინწკლული, ზოლებიანი ან სხვა გაფორმებით გადატვირთული კაფელი, მეთლახი ან ავეჯი ტრენდულად ითვლებოდა.
ხშირად ეს “მოდა” თანამედროვე ინტერიერშიც ჩნდება და სხვადასხვა სტილის ოთახს თამამად ერგება.
ბარხატი და ისევ ბარხატი
რა იქნებოდა ძველი დროის მოდური ქსოვილი თუ არა ბარხატი, კომფორტული, რბილი და უპრეტენზიო ქსოვილი.
დღეს ბარხატს თანამედროვე სახლებშიც შეხვდებით, თუმცა 70-იან წლებში მიღებული იყო, რომ ბარხატის უნდა ყოფილიყო სავაძლები, ფარდები, ტახტები და ყველაფერი რასაც კი ეს ქსოვილი მოუხდებოდა.
ცხოველების პრინტი
ზებრა და ლეოპარდი ეს ცხოველების ის პრინტებია, რომლებიც 70-იანი წლებიდან დღემდე ინტერირში უცვლელად იკავებენ თავიანთ ადგილს.
რაც დრო გადის ცხოველის პრინტი ნაკლებად აქტუალური ხდება, თუმცა 2021 წლის ინტერიერში ჯერ კიდევ შეხვდებით ზებრა ბალიშებს, ხალიჩებსა და უცნაურ ნივთებს.
70-იანი წლების უკვდავი ტრენდები თანამედროვე ინტერიერში კვლავ ბევრია და რაც თქვენ ნახეთ, ძველი, გრძელი სიის პატარა ჩამონათვალია. ერთი რამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, შეიძლება არ გვიყვარდეს რეტრო სტილი, ძველებური ავეჯი მაგრამ ინტერიერში ყველაფერი საიდანღაც, რომელიღაც საუკუნიდან მოდის და სამუდამოდ რჩება.
წინა ბლოგი – კიმ კარდაშიანის საოცარი სახლი ლოს-ანჯელესში