ალბათ გაგიგიათ, რომ ფენ შუი ძველი აღმოსავლური ფილოსოფიური სისტემაა, რომელიც დაახლოებით, 2500 წლის წინ ჩამოყალიბდა. ფენ შუი კარგი განწყობის, აურისა და სიწმინდის შექმნას ემსახურება და ხშირად სახლებში მის მოსაწყობად, ავეჯს ინტერიერს და ბევრ სხვა დეტალებს ცვლიან. თქვენ შეგიძლიათ კარგი ფენ შუი თქვენს ლამაზ სახლში უბრალოდ დაპატიჟოთ და რამდენიმე წლით დაიტოვოთ შინ, ამისთვის პოპულარული ინტერიერის დეკორის დამატება და ერთი-ორი აქსესუარის შეძენა დაგჭირდებათ. –  შეარჩიეთ პოპულარული დეკორი ფენ შუის მიხედვით. 

ახალი ყვავილები

shearchiet popularuli dekori fen shuis mixedvit

გამორიცხულია სახლში ახალი ყვავილებისთვის ადგილი ვერ გამონახოთ, თან ცოცხალი თაიგული სიცოცხლისა და სიხალისის შემოსატანად ინტერიერში საუკეთესო დეკორია.

ახალი ყვავილები ფენ შუის სუპერგმირია, ის სახლში ხალისს და სინათლეს შემომტანია…

ჩააწყვეთ ახალი თაიგული სუფთა, წყლით ნახევრად სავსე ვაზაში და როდესაც ყვავილი ჭკნობას დაიწყებს ოთახს მოაშორეთ.

ლარნაკები და საყვავილეები

shearchiet popularuli dekori fen shuis mixedvit

ფენ შუის მიხედვით, სახლში მეორე დეკორი კარგი აურის შესაქმნელად ფერადი, საინტერესო ფორმების მქონე საყვავილეები და ლარნაკებია. მოიძიეთ განსხვავებული სტილის ლარნაკები და სახლის სხვადასხვა კუთხეში დადგით.

ეს დეკორი ფენ შუის რამდენიმე ენერგიას მოიზიდავს.

Welcome-ის ხალიჩა

shearchiet popularuli dekori fen shuis mixedvit

პირველი რასაც სტუმარი ხედავს, პატარა, მისალმების ტექსტით გაფორმებული ხალიჩაა, რომელიც კარში შესვლისთანავე დადებითად განაწყობს მას.

ხალიჩა აუცილებლად უნდა იდოს კართან, უნდა იყოს პატარა ზომის და სტუმრის მხარეს, კარის მოპირდაპირედ უნდა იყურებოდეს, ასე ნებისმიერი სტუმარი კარგ აურას შემოიტანს სახლში.

ჰაერის არომატიზატორი

shearchiet popularuli dekori fen shuis mixedvit

რადგან ფენ შუი აღმოსავლური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია გასაკვირი არც არის, რომ ინტერიერში ჰაერის არომატიზატორი მისი უმნიშვენელოვანესი ნაწილია. აღმოსავლეთში ეს დეკორი თითქმის ყველა სახლშია.

როგორც ფენ შუი გვეუბნება, ეს პატარა მოწყობილობა სახლში ჰაერს გაწმენს, ენერგიებს გადაანაწილებს და ბალანს შეუნარჩუნებს ინტერიერს.

ბალიშები

shearchiet popularuli dekori fen shuis mixedvit

სწრაფი და მარტივი საშუალება ფენ შუის მოსახიბლად სწორედ ბალიშებია, რომელიც ყველა სეზონს უხდება და დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია ენერგიებზე.

სანთლები

shearchiet popularuli dekori fen shuis mixedvit

ესეც მორიგი ახლო აღმოსალური სტილი. სანთლები სახლში არა მარტო თბილ გარემოს ქმნის, არამედ ცეცხლის ელემენტები შემოაქვს ინტერიერში, სანთლები ნათელ სიბრძნეს განასახიერებს და ფენ შუის კი  სიბრძნე უყვარს.

ნახატები და სურათები

shearchiet popularuli dekori fen shuis mixedvit

ინტერიერში ბოლო და ყველაზე გავრცელებული სურათები და ნახატებია, ფერისა და საგნის არჩევა სტრატეგიულად კარგი ფენ შუის შექმნაში დაგეხმარებათ, ამიტომ არ დაინანოთ საინტერესო და თქვენთვის მნიშვენოვანი იდეის მატარებელი ნახატების შექმნა და შეძენა.

თვენ უკვე შეარჩიეთ პოპულარული დეკორი ფენ შუის მიხედვით და დაგვეთანხმებით, რომ არც ისე რთულია. რამდენიმე ნივთის დამატება თქვენს ინტერიერში და ენერგიებით სავსე, დაბალანსებული და დადებითი აურა უკვე სახლშია.

წინა ბლოგი – როგორ უნდა აარჩიოთ ფარდები თქვენი ინტერიერისთვის

Facebook Instagram