„სახლი ფარდების გარეშე ცარიელია“ – ეს ის ფრაზაა, რომელიც ყველა სახლში ერთხელ მაინც გაჟღერილა, დიახ, სახლი ფარდების გარეშე მართლაც ცარიელია, რადგან ეს უწყინარი „ნაჭერი“ მთლიანად ცვლის ინტერიერს, სახლს მყუდროს და უფრო სრულყოფილს წარმოაჩენს. სწორედ ამიტომ, დროა ფარდებზეც ვისაუბროთ, ნახეთ – როგორ უნდა აარჩიოთ ფარდები თქვენი ინტერიერისთვის.
ნაბიჯი პირველი: დაფიქრდით, რა ფერები შეგიძლიათ გამოიყენოთ
ფარდის არჩევისას პირველი ნაბიჯი სწორედ ფერებია, გადახედეთ ინტერიერს, რომელი ფერები გაქვთ გამოყენებული და რომელი ფერის დამატება მოუხდებოდა თქვენს ოთახს.
ნუ ჩამოკიდებთ კედლის ფერის ანალოგ ფარდას, ეს ოთახს გააუბრალოდებს, ნუ შეუხამებთ ფარდებს გადასაფარებლებს, ბალიშებს და სხვა პატარა დეტალებს, შეეცადეთ მთელი სივრცე კარგად აღიქვათ და შემდეგ ჩამოყალიბდეთ ფერზე.
ფარდებს სახლში იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე, ხალხი ფიქრობს. აბა წარმოიდგინეთ, როგორი იქნება უფარდო სახლი ან შეუსაბამო ფერების სინთეზი ინტერიერში.
ნაბიჯი მეორე: შეარჩიეთ ფარდის მატერია
ფარდები დიდი არჩევანის საშუალებას გვიტოვებს და როდესაც მის საყიდლად წახვალთ კარგად დაფიქრდით, რომელი მატერიაა თქვენი ხასიათის, სტილისა და ინტერიერის შესაფერისი.
ფარდის მოვალეობა ინტერიერის გალამაზების გარდა სინათლის შეკავებაა.
უფრო მძიმე გაუმჭვირვალე ქსოვილი მეტ სინათლეს აკავებს ვიდრე მსუბუქი და გამჭვირვალე ფარდა.
თუ გსურთ, ოთახში ბევრი სინათლე შემოვიდეს, მაშინ გამჭვირვალე მატერიის, თხელი და ფერადი ფარდები უნდა შეიძინოთ. მაგალითად: აბრეშუმი, „წული“
თუ ზომიერად განათებული ოთახის მომხრე ხართ, შეარჩიეთ საშუალო სისქის, ტილოს ტექსტურის ფარდები, რომელიც ზომიერი სინათლის შემოშვებისთვის იდეალური იქნება.
თუ სიბნელისკენ მიგიწევთ გული მაშინ ხავერდობანი, ბარხატის ან „ფარჩის“ ფარდა, რომელიც იდეალური იქნება თქვენი სახლისთვის.
ნაბიჯი მესამე: სწორად შეარჩიეთ საფარდე ჯოხი
ფარდა, სხვადასხვა ზომის ჯოხზე იკიდება, მისი შერჩევაც ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია. სტანდარტულად საფარდე ჯოხი ფანჯარაზე დიდი უნდა იყოს, ფარდის სიგანე ორივე მხარეს უნდა ფარავდეს ფანჯარას.
თუ ფარდა ზუსტად ფანჯრის კიდეებთან დასრულდება ოთახის ვიზუალური ეფექტი შეიცვლება და ინტერიერი დაპატარავდება, თუ საფარდე ჯოხს მისცემთ გასაქანს და იმაზე მეტს გააკეთებთ ვიდრე ფანჯრის კიდეებია, ინტერიერში ბევრად უკეთეს შედეგს ნახავთ.
ნაბიჯი მეოთხე: ახლა მხოლოდ ფარდის სიგრძე დაგვრჩა
ბოლო ნაბიჯთან მოვედით, მეოთხე რჩევის შემდეგ შეგიძლიათ თამამად შეარჩიოთ ფარდები.
ალბათ გსმენიათ, რომ არსებობს, მოკლე, გრძელი და საშუალო სიგრძის ფარდა, თითოეულს კი ინტერიერში თავისი ფუნქცია აქვს.
დააკვირდით, ნახეთ ჩვენი პროექტები, სადაც ფორტისის ინტერიერის დიზაინერები, ძირითად შემთხვევაში ძირს ჩამოშვებულ, გრძელ ფარდებს იყენებენ, რადგან დიდი ფარდა სივრცეს შლის, სიმყუდროვეს მატებს და ტრენდულია.
მოკლე სტილის ფარდებს სააბაზანოსა და სამზარეულოში შეხვდებით, მოკლე სტილი სამზარეულოს თემატიკას უფრო უხდება.
თქვენ ახლა თამამად შეგიძლიათ აარჩიოთ ფარდები თქვენი ინტერიერისთვის და ჩვენი რჩევებით კმაყოფილები სხვა ბლოგებს გაეცნოთ.
წინა ბლოგი – 5 ულამაზესი ჭერი მსოფლიო არქიტექტურაში