საუკეთესო ინტერიერი სწორედ ისაა, რომელიც იმ კონკრეტულ სახლში მცხოვრებ ხალხს გამოხატავს. ჩვენ ეს კარგად გვესმის და ინტერიერის მოწყობისას ყოველთვის, ყოველთვის ვფიქრობთ თქვენზე და თქვენს სურვილებზე. ეს ისე, ახლა რამდენიმე ხრიკი უნდა გასწავლოთ, თუ როგორ ამოვიცნოთ მოდური ინტერიერი სხვის სახლებში.
ერთზე მეტი მაგიდა
თუ თქვენი მეგობრის ან ახლობლის სახლში ერთ ოთახში, ერთზე მეტი მაგიდა შენიშნეთ, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ ინტერიერი მოდურია, რადგან უკვე რამდენიმე წელია ინტერიერში ეს ტრენდი ფართოთ გავრცელდა.
არ აქვს მნიშვნელობა მაგიდის ფერებსა და ზომას, შეიძლება ყველა ერთი ზომის და ფერის იყოს, მთავარია ინტერიერს მოუხდეს.
მაღალი ტორშერი
სახლში, სადაც მაღალ, ნიკელის, ტორშერს დაინახავთ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ მოდურ ინტერიერში მოხვდით.
ბოლო წლებია, ტორშერები სხვადსხვა სტილის ინტერიერის განუყრელი ნაწილი გახდა.
როგორ მოგწონთ ეს ოთახი, განწყობას და ხასიათს როგორ შეხედვისთანავე წარმოაჩენს.
უცხო კედლის დეკორი
მესამე ხერხი თუ როგორ ამოვიცნოთ მოდური ინტერიერი სხვის სახლებში კედელზე ერთი შეხედვით არის შესაძლებელი.
სახლებში, კედლის დეკორებს დააკვირდით, თუ უცხო და ინტერიერთან მისადაგებულ დეკორებს შენიშნავთ, მაშინ კიდევ ერთხელ გაგიმართლათ, თქვენ კვლავ მოდურ ინტერიერში მოხვდით.
რამდენიმე სარკე ერთ სივრცეში
ალბათ შეგინიშნავთ, რომ თანამედროვე ინტერიერში უკვე რამდენიმე სარკის კომბინაციას ანიჭებენ უპირატესობას, ეს ის მეოთხე ხრიკია, რომელიც მოდური ინტერიერის ამოცნობაში დაგეხმარებათ.
რამდენიმე სარკე მოდურობის გარდა, ხშირად გემოვნებიან სახლის მფლობელსაც გამოავლენს, რადგან ეს სტილი ძალიან დახვეწილია
საწოლი რბილი თავითა და ამაღლებით
ბოლო ხრიკამდეც მოვედით, ჩვენი რჩევა იქნება საწოლის დადგმისას, ისეთი ლოგინი შეარჩიოთ უკან რბილი თავი ან ამაღლება რომ ჰქონდეს.
სადმე სტუმრობისას ლოგინს თუ დაინახავთ, შეხედეთ ამაღლება და რბილი თავი აქვს? – თუ არა მაშინ იქნებ სახლში სხვა მოდური დეტალები მაინც იყოს.
დაიმახსოვრეთ, ამ ხრიკებით თქვენს ინტერიერს ვერავინ დაიწუნებს და სახლში უფრო უკეთეს სივრცესაც შექმნით.
წინა ბლოგი – რატომ უნდა შეარჩიოთ განსხვავებული სტილის ავეჯი ინტერიერისთვის