სულ მალე 2020 წელს გავაცილებთ და ახალ 2021 წელს შევეგებებით, უკვე მაღაზიებში საახალწლო ნივთები გამოჩნდა და მალე თბილისსაც მორთავენ ახალიწლის შესაფერისად. დროა ჩვენც ნელ-ნელა გავაცილოთ არც ისე კარგი 2020 წელი და ახალი ენერგიით, ინტერიერის ახალი სტილითა და იდეებით დავხვდეთ თეთრი ხარის წელს – ნახეთ რომელი ფერები იქნება აქტუალური 2021 წელს. 

თეთრი

რა თქმა უნდა, თეთრი ხარის წელი სითეთრის გარეშე ვერ ჩაივლის, ამიტომ პირველი ფერი რომელსაც წელს ინტერიერში შეხვდებით თეთრი იქნება.

ეს ჩვენი მოწყობილი ინტერიერია, სადაც 2021 წლის შესაბამისად ბეჟი და თეთრი ფერი გემოვნებიანად ჯდება ერთმანეთში.

მწვანე


ალბათ გახსოვთ, რომ ფორტისის ლოგო მწვანე ფერისაა და ეს ნიშანია იმის რომ 2021 წელი ჩვენი წელი იქნება. ზოგადად მწვანე სიახლისა და დადებითი განწყობის ფერია და 2021 წლის ინტერიერში ხალისი აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს.

ლურჯი

2021 წელს მესამე ფერი, რომელსაც ინტერიერში აუცილებლად შეხვდებით მუქი ლურჯია. როგორც ამბობენ, ხარის წელი ბევრ ლურჯ ტონალობას გვთავაზობს და ინტერიერში მისი სიჭარბე არ უნდა ვიუკადრისოთ.

ნაცრისფერი

ნაცრისფერს წელსაც ველოდით, ეს ფერი ხომ თითქმის ყოველწელს არის ინტერიერში, თუმცა 2021-ში ნაცრისფერი მარტო არ იქნება, მას ინტერიეში წითელთან, მწვანესთან, ყვითელთან და სტაფილოსფერთან კომბინაციაში ნახავთ.

ნაცრიფერს რომ დაინახავთ არ გაგიკვირდეთ, თუ ინტერიერში მასთან ერთად თანმხლებ ფერსად შეამჩნევთ.

კრემისფერი

მომავალი წლის ტრენდულ ფერებში კრემისფერიც მოხვდა და როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, 2021-ში ბეჟი ტონალობები ხშირად შეგხვდებათ.

ხარის წელი ნეიტრალურობისა და სისადავის წელი იქნება

ღია ვარდისფერი

2021 წლის ფერებში ღია, ჭუჭყიანი ვარდისფერიც გამოერია. მომავალი წელი ნეიტრალური ფერების წელია, ცოტა მინიმალიზმის შტრიხებით.

როგორც ჩანს, ხარს თაგვისგან განსხვავებული გემოვნება აქვს, რადგან ფერების პალიტრაში 2021 წელს ბევრ ბეჟსა და დამჯდარ, სადა ტონალობებს აუცილებლად შენიშნავთ.

მალე 2021 წელი შემოაბიჯებს და დროა, ახალი ტრენდები კარგად გავითავისოთ, მაინც მთელი წელი ამ ფერების ირგვლივ მოგვიწევს ტრიალი.

თქვენ უკვე ნახეთ, რომელი ფერები იქნება აქტუალური 2021 წელს და მოდით, ამ ფერების შესაფერისი ავეჯიც ნელ-ნელა შევარჩიოთ.

წინა ბლოგი – როგორ გამოიყურება შონდა რაიმსის სახლი

Facebook Instagram