მარველის ფანებო მოგროვდით, ტონი სტარკის 21 მილიონიან სახლში შეღწევა მოვახერხეთ და თქვენც უნდა გაგიზიაროთ. როგორც გავიგეთ, კალიფორნიაში სტარკი საოცარ სახლს ფლობს და მის გაყიდვაზეც კი ფიქრობს. სანამ სახლი გაუყიდია ნახეთ, როგორ გამოიყურება რკინის კაცის შუშის სასახლე
ვინც არ იცით, ტონი სტარკი, ე.წ. რკინის კაცი, სუპერგმირი, მარველის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია და მას მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ფანი ჰყავს
სტარკის სახლი კალიფორნიაში მდებარეობს და არც მეტი არც ნაკლები, 20.8 მლიონ დოლარად არის შეფასებული.
რკინის კაცი მარველის ფილმის მსგავსად დაუჯერებელ სასახლეში ცხოვრობს.
როგორც წყაროებიდან ვიგებთ, დიადმა ტონი სტრაკმა სახლი წლების წინ, ფოტოებით აარჩია
ერთი სატელეფონო ზარით ის 14.1 მილიონად შეიძინა და 3 წელი სახლის მთლიან გადაკეთებას მოანდომა.
სახლი, თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ 4 საძინებელს, უზარმაზარ მისაღებ ოთახს, ბიბლიოთეკას, კინოთეატრს, ბილიარდისა და ვიდეოთამაშების სივრცესა და 2 სამზარეულოს მოიცავს.
არ დაგვავიწყდეს, სახლის გარეთ ღია საცურაო აუზი, სპა, კიდევ ერთი სამზარეულო, უზარმაზარი ტერასა და რამდენიმე ავტოფარეხია.
არა, ტონი სტარკი ნამდვილად სასახლეში ცხოვრობს!
ასე ამბობენ, რკინის კაცს სახლის გვერდით პატარა მიშენება აქვს მიდგმული, სადაც კიდევ ორი საძინებელი და კეთილმოწყობილი გარემოა დაცვის თანამშრომლებისთვის, რატომაც არა, სუპერგმირი გემოვნებას არ უჩივის.
დააკვირდით იტერიერს, როგორი სადა და მარტივია. შუშებიან სასახლეს ეს ინტერიერი ნამდვილად უხდება და ალბათ, ეს სახლი თქვენც ფილმში ნანახს მიამსგავსეთ.
ექსტერიერი და ინტერიერის დეტალები მართლაც, რომ ჰგავს მარველის კინოსამყაროს.
წარმოიდგინეთ, რა სილამაზე იქნება დილით აქ გაღვიძება და საღამოს მზის ჩასვლის ყურება, გაუმართლა რკინის კაცს, შესანიშნავი სახლი შეურჩევია.
როგორ მოგწონთ, თეთრი, სადა ფერები და მინიმალიზმი ინტერიერში?, როგორც ჩანს, სტარკი დახვეწილი გემოვნების მქონე მსახიობთა სიას მიეკუთვნება.
ესეც კიდევ ერთი ღვთაებრივი ხედი სახლიდან, სადაც კვლავ თეთრი ავეჯი და მინიმალიზმია.
ბუხარი არ გამოგრჩეთ, ხედავთ როგორი ორიგინალური და “სუპერგმირულია”
შუშებიანი სასახლე მოლოდინებს ნამდვილად აჭარბებს.
სჯობს აქ გავჩერდეთ და ფოტოები კარგად დავათვალიეროთ, ალბათ, სტარკი უდიდეს შეცდომას დაუშვებს თუ ოდესმე ამ სახლს გაყიდის, ეს ხედი, ინტერიერი და ზღაპრული გარემო უბრალოდ დასანანია – აბა დროებით!
წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ კიბის ქვეშ ცარიელი სივრცე