როდესაც არქიტექტურაზე ვსაუბრობთ, ბევრი რამ გვახსენდება. მსოფლიოში ხომ უამრავი სხვადასხვა არქიტექტურული სტილი არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი წარმოშობისა და განვითარების ისტორია აქვს. ახლა დროა, იაპონურ არქიტექტურაზე გითხრათ ცოტა რამ, რადგან იაპონია სწორედ ის ქვეყანაა, რომლის არქიტექტურაც უკვე საუკუნეებია თავის სტილს იცავს და არასდროს კარგავს სინაზესა და სისადავეს. – ნახეთ, რა უნდა იცოდეთ იაპონურ არქიტექტურაზე
იაპონური არქიტექტურა ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული სტილის მქონე არქიტექტურაა, რომელიც ბუნებრივობასა და სპირიტუალიზმს სცემს პატივს.
იაპონური სტილი საშუალოდ მე-7 საუკუნიდან იწყებს ჩამოყალიბებას და დროთა განმავლობაში ევოლუციასაც გადის
იაპონია ღრმად მორწმუნე ქვეყანაა და ამიტომ მათი არქიტექტურაც მათსავე რელიგიასა და წესებზეა მორგებული.
ხშირად იაპონიაში სახლების უმეტესობა სალოცავად გამოიყენებოდა, სახლის ნაწილი ცარიელი, იზოლირებული რჩებოდა, სადაც მაცხოვრებლები დღის გარკვეულ მონაკვეთს ლოცვასა და მედიტაციაში ატარებდნენ.
იაპონიაში ერთ-ერთი ტრადიციული მასალა სწორედ ხეა და დღემდე აქტიურად გამოიყენება არქიტექტურაში. ქვეყნის უმეტესი თვალსაჩინო ნაგებობები სხვადასხვა ჯიშის ხისგან არის აგებული.
თუ დააკვირდებით სახლებს ნახავთ, რომ იაპონურ არქიტექტურაში ოთახების გამოსაყოფად „სოჯის“ იყენებენ, რაც ერთგვარი კარია და ოთახებისა და დიდი სივრცეების განცალკევებისთვის გამოიყენება.
იაპონელები თვლიან, რომ შედარებით დაბურული მინა ბუნებრივი ნათების მთავარ ხიბლს მალავს და „სოჯი“, რომელიც ხისგან და მყარი მუყაოსგან კეთდება იდეალურია შუქისა და ბუნებრივი ეფექტის მისაღებად.
იაპონიის უმეტეს სახლებში, დიდ ხის მასალისგან აშენებულ ვერანდას შეხვდებით, რომელსაც ისინი „ენგავას“ ეძახიან. ე.წ. ვერანდა მთელი სახლის ირგვლივ კეთდება, რაც ბუნებრივობის იერს მატებს მათ სახლებს.
ასევე აღსანიშნავია „გენკანი“, რომელიც სახლის შემოსასვლელში სპეციალურად ამაღლებული ადგილია.
წესის თანახმად, სანამ სახლში შეხვალ გენკანზე ფეხსაცმელები უნდა დატოვო და სუფთა ჩუსტებით ან ფეხშიშველი შეხვიდე სახლში.
იაპონური არქიტექტურის კიდევ ერთი მთავარი დამახასიათებელი ტატამის იატაკია.
ტატამი ბრინჯის ჩალისგან დამზადებული ქვეშაგია, რომელსაც იაპონური სახლების თითქმის ყველა ინტერიერში შეხვდებით.
ტატამი ხანგრძლივი გამოყენების არის და სასიარულოდ ძალიან რბილია.
თუ იაპონურ არქიტექტურაზე ვსაურობთ, მისი ხანგრძლივი და საოცარი ისტორია არ უნდა დავივიწყოთ.
როგორც უკვე გითხარით, იაპონური სტილის მე-7 საუკუნეში ჩამოყალიბდა, ხოლ მე-17, მე-19 საუკუნეებში ნაგებობებს, უცხო, ხალხისთვის ახალი დეტალები დაემატა, რამაც დღესდღეობით სრულყოფილი არქიტექტურა ჩამოაყალიბა.
იაპონელები მშენებლობისთვის თავიდანვე ხეს იყენებდნენ, ეს ქვაზე იაფი ჯდებოდა და ქვეყანაში ხე-ტყის დიდი მარაგიც იყო.
ხეებს შორის სამშენებლოდ კედარი ყველაზე პოპულარული იყო. – რა უნდა იცოდეთ იაპონურ არქიტექტურაზე
მე-19 საუკუნეში არქიტექტურას ქვაც შეემატა, თუმცა დღეს მთის მოსახლეობა სამშენებლოდ კვლავ ხეს ამჯობინებს.
მოდით, საუბარი ამით დავასრულოთ, უკვე იაპონურ არქიტექტურაში ბევრი საინტერესო რამ ნახეთ და თუ ოდესმე ამ ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტთ ეს დეტალები არ დაივიწყოთ – აბა დროებით!
წინა ბლოგი – 88 მილიონად შეფასებული ბიონსესა და ჯეიზის საოცარი სახლი