სულ მალე, გრილი ამინდებისა და გარე-გარე ბოდიალის სეზონი დაიწყება, შემოდგომამ უკვე კარგად გაიდგა ფესვები და დროა, ჩვენც შემოდგომისეული განწყობა ნელ-ნელა ავიმაღლოთ. ბევრისთვის უკვე წლებია, ყოველი დილა სამსახურში წასვლით იწყება, სადაც ერთფეროვან და მოსაწყენ ოთახებში კომპიუტერის ზუზუნის გარდა არაფერი ისმის, თეთრი კედლები კი სრულიად უსიცოცხლო გარემოს ქმნიან სამუშაო ოთახში. ამისთვის ერთი გამოსავალია დროა, მცენარეების დადგმაზე იფიქროთ. ნახეთ, 5 მცენარე რომელიც ოფისში უნდა დადგათ

გველის მცენარე

ასე ეძახიან მცენარეს, რომელიც იდეალურია საოფისე ფართისთვის. გველის მცენარე ცნობილია, როგორც დედამთლის ენა და თითქმის ყველა ქვეყანაში იდეალურად ხარობს.

ყვავილი პატარ ზომისაა და არც მისი სუნი შეგაწუხებთ. მეტად უწყინარი, ოფისისთვის ერთ-ერთი საუკეთესო  ყვავილია.

ალოე ვერა

მეორე იდეალური მცენარე თქვენი მოსაწყენი ოფისისთვის ალოე ვერაა, რომლეიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მოსავლელია მთელს ფლორაში.

იყიდეთ ალოე და დადგით მაგიდაზე, ფანჯრის რაფაზე ან იქ სადაც ბევრი მოწყენობაა, ალოე ხალისს, სიმწვანესა და მრავალფეროვნებას შემოგიტანთ.

აფრიკული ია

საოფისედ კიდევ ერთი ყვავილი იაა, რომელიც პატარა, ფერადი და არომატულია. ია ნებისმიერ სივრცეს გაგიფერადებთ და ოთახში დადებით აურას შემოიტანს.

რაც მთავარია, ეს პატარა ყვავილი უმარტივესი მოსავლელია, ცოტა წყალი და მზე საკმარისია, ყველა გარემო თვითონ მოერგება.

ბეგონია

რა აზრის ხართ ბეგონიაზე? თქვენი ოფისის თეთრ და მოწყენილ კედლებს ეს წითელი ბედნიერება აუცილებლად მოუხდება.

ბეგონიას ერთი თვისება აქვს, ის ცუდ გარემოში ვერ ძლეს, მალეე იწყენს და შესაძლოა დაჭკნეს კიდეც, ამიტომ მისი დადგმის შემდეგ, შეეცადეთ კარგი აურა არ დაკარგოთ და ბეგონიას დიდხანს სიცოცხლე აჩუქოთ

ფილოდენდრომი

ბოლო ყვავილი რომელიც ოფისში დასადგმელად გამოგადგებათ, ფილოდენდრომია, ამ ყვავილს მყუდრო გარემო უყვარს, ამიტომ მაგიდის კუთხეში, ფანჯრის რაფაზე და ცარიელ თაროზე მისთვის ადგილი შემოინახეთ.

დღეისათვის სულ ეს იყო, თვენ უკვე იცით ის 5 მცენარე რომელიც ოფისში უნდა დადგათ და თეთრ კედლებს მეტი სიცოცხლე და ენერგია შემატოთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ზღაპრული სახლი კალიფორნიაში

Facebook Instagram