უკვე შემოდგომა დადგა თბილისში და ნელ-ნელა საზაფხულოდ გამწვანებული ბუნებაც ფერს შეიცვლის. მალე ჩვენც მოგვიწევს ბუხრის აგიზგიზება და წითელ-ყვითელ ფერებში შემოსილი ქუჩებისა და სახლების თვალიერება. სანამ შემოდგომას ღრმად გაუდგამს ფესვები პატარა თბილისში, საშემოდგომო ინტერიერზე უნდა გესაუბროთ. ნახეთ, როგორ უნდა მოაწყოთ სახლი საშემოდგომოდ.
შემოიტანეთ ინტერირში ბუნებრივი ფერები
რადგან შემოდგომაზე ბუნება ფერს იცვლის, საშემოდგომო ფერებიც იცვლება და ინტერიერის მოწყობისას ეს უნდა გავითვალისწინოთ.
შეაგროვეთ ჩამოცვენილი ფოთლები, რამდენიმე სხვადასხვა ტონალობის გოგრა და სახლის სხვადასხვა კუთხეში ლამაზად მოაწყვეთ.
მოაწყვეთ სივრცე კომფორტულად
შემოდგომაზე გრილი ამინდები იცის, სიგრილეს კი ორი რამ უხდება სახლის თბილი აურა და სიმყუდროვე.
ამ საშემოდგომოდ შეიძინეთ ბალიშები, წითელ-ყვითელ ფერებში გადასაფარებლები და ამ მცირე დეტალებით სახლში სიმყუდროვე შემოიტანეთ.
შეცვალეთ მაგიდის გაწყობის სტილი
ხშრად ვსაუბრობთ, რომ განწყობა უმნიშვნელოვანესი რამ არის ინტერიერის შექმნისას და სწორედ საშემოდგომოდ შესაბამისი ინტერიერის მოსაწყობად პირველ რიგში, განწყობა უნდა ავიმაღლოთ.
სიმყუდროვისა და ჩამოცვენილი ფოთლების გარდა შემოდგომის ინტერიერს სხვა ბევრი რამ ქმნის და მათ შორის მაგიდა. აბა ვის გაუგია ოქტომბრის მაგიდაზე ყვავილებიანი თეფშები და ჭრელ ფერებში მორთული სუფრა.
ოქტომბერს, ყვითელი, წითელი აგურისფერი და ამინდის შესაფერისი ფერები უხდება, რაც თქვენს სახლებში საშემოდგომო განწყობას კიდევ უფრო გაამძაფრებს.
შემოიტანეთ ინტერიერში ვინტაჟური დეტალები
შემოდგომას რა აზრი აქვს ვინტაჟის გარეშე, ამიტომ ეს საფეხური არ გამოგრჩეთ.
მოძებნეთ ძველი ლარნაკი, ძველი სარკე ან თუნდაც უკვე მოძველებული გადასაფარებელი, მოაწყვეთ ეს ყველაფერი ერთ კუთხეში და სახლში შემოდგომის განწყობა აუცილებლად შეიქმნება.
ცოტა კრეატივისა და ხელოვნების დროა
ახლა სწორედ ის სეზონია, ბევრი საინტერესო იდეისა და ლამაზი ინტერიერის შექმნა რომ შეგიძლიათ
დაათვალიერეთ ფოტოები, ნახეთ, როგორ უნდა მოაწყოთ სახლი საშემოდგომოდ და მათგან გამორჩეული თქვენს სახლს მოარგეთ.
როგორ მოგწონთ გოგორების იდეა, უკვე საშემოდგომო განწყობა იქმნება სახლში.
დღესიათვის სულ ეს იყო, ზაფხული უკვე გავაცილეთ და შემოდგომის გრილი დღეებისთვისაც დავიწყეთ მზადება, თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, როგორ შეცვალოთ ინტერიერი საშემოდგომოდ, მაშინ კიდევ ერთხელ გადახედეთ ბლოგს და ნელ-ნელა ცვლილებები დაიწყეთ – აბა დროებით!
წინა ბლოგი – ნახეთ, უილშტირის გრანდიოზული სასახლე ინგლისში