რადგან ბავშვებზე ვსაუბრობთ, მოდით კიდევ ერთი ბლოგი მივუძღვნათ მათ. უყვართ თქვენს შვილებს წიგნების კითხვა? დღესდღეობით ბავშვების უმეტესობა მშობლების ხათრით კითხულობს წიგნებს და ისინიც ათასგვარი საშუალებით ცდილობენ ზაფხულის არდადეგებზე ერთი-ორი წიგნი მაინც წააკითხონ ბავშვებს. აბა დავფიქრდეთ, იქნებ მაშინ უფრო შეუყვარდეთ თქვენს შვილებს კითხვა, თუ მათ საკითხავ კუთხეს მოუწყობთ და განწყობის გარდა შესაბამის ინტერიერს შეუქმნით. ასე რომ ნახეთ, როგორ მოვაწყოთ საკითხავი კუთხე ბავშვისთვის.
გამოუყავით ადგილი სიმყუდროვეში
შესაძლოა სასაცილოდ ჟღერს, თუმცა სიმყუდროვე კითხვის სურვილს ზრდის და თუ თქვენს პატარას, საკითხავად მყუდრო კუთხეს მოუწყობთ, მას კითხვის სურვილი აუცილებლად გაეზრდება.
შეგიძლიათ, ცარიელ თაროებზე მისთვის საყვარელი ზღაპრები ან სათამაშოები დაალაგოთ, რაც სიმშვიდისა და შინაურული გარემოს განცდას შეუქმნის მას.
მოძებნეთ სახლში კუთხე, სადაც ფანჯარაც იქნება
მეორე სასურველი ადგილი, წიგნის კითხვის სურვილის გასაზრდელად, რაიმე მყუდრო კუთხეა, რომლის ახლოც ფანჯარაც იქნება.
კუთხე დაცულობის განცდას ქმნის, სიმშვიდესა და კომფორტს უზრუნველყოფს, ფანჯარა კი ბუნებრივი სინათლის წყაროა, რაც კარგად წაკითხვაში დაეხმარება ბავშვს.
შეგიძლიათ საკითხავად კარავიც კი ააგოთ
კითხვის სურვილის გასაღვივებლად კარავი მართლაც რომ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რომელი ბავშვი იტყვის უარს საკუთარი პატარას სახლის აშენებაზე და თუ ამ სახლს კომფორტულად მოაწყობთ, მაშინ იქ დროის გატარების სურვილიც ექნება და წიგნის კითხვაში დროც სასიამოვნოდ გავა.
სახლის პატარა ბიბლიოთეკაში კითხვა ვის არ მოუნდება
კიდე ერთხი ადგილი საკითხავად, წიგნების გარემოცვაა, იქ გინდა არ გინდა ინტერესდები თუ რა დევს თაროებზე და რა ისტორიებს ყვება თითოეული მათგანი. სცადეთ, მოუწყვეთ თქვენს შვილს საკითხავი კუთხე, წიგნების თაროების ქვეშ ან პატარა ბიბლიოთეკის ოთახში. ვფიქრობთ, რომ ეს ხერხი გაამართლებს.
დროა, კიბის ქვეშ ცარიელი დგილი გამონახოთ
ბოლო უკომფორტულესი ადგილი საკითხავად, კიბის ქვეშა მყუდრო გარემოა. დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს სივრცე ყველა ბავშვს ეყვარება.
პატარა ჰარი პოტერი ხომ კიბის ქვეშ ცხოვრობდა და იქვე კითხულობდა წიგნებს. ბავშვებს მსგავსი ისტორიები და კომფოტული სივრცეები უყვართ ამიტომ შესაძლოა ამ იდეამ გაამართლოს კიდეც.
უცანურად საყვარლები არიან ბავშვები, ხანდახან მათი გონება და ფანტაზია საზღვრებს სცდება და ჩვენ გაოგნებულები ვუსმენთ მათ იდეებს. ნუ მოგერიდებათ განსხვავებულობის, ბავშვები ამაზე გიჟდებიან, ასე რომ გახსენით გონება და გული, დაათვალიერეთ ჩვენი ბლოგები, ნახეთ როგორ მოვაწყოთ საკითხავი კუთხე ბავშვისთვის და მათი სურვილების ასრულება დაიწყეთ – აბა დროებით!
წინა ბლოგი – აუცილებელი რჩევები, როგორ მოაწყოთ სათამაშო ოთახი ბავშვებისთვის