არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე ბევრს ვსაუბრობთ, განვიხილავთ გენიოს არქიტექტორებს, გაძლევთ რჩევებს თუ როგორ უნდა მოაწყოთ თქვენთვის სასურველი სივრცე და რა ფერები უნდა შეარჩიოთ ინტერიერში. დროა, ისტორიულ წარსულშიც ვიმოგზაუროთ, დაათვალიერეთ 5 მნიშვნელოვანი სტილი არქიტექტურაში.
ვიქტორიანული არქიტექტურა
ვიქტორიანული არქიტექტურა დედოფალი ვიქტორიას გამეფებიდან იწყება და საშუალოდ 1837-1901 წელს მოიცავს. ეს სტილი ინგლისში ჩამოყალიბდა და დღეს მსოფლიოს რიგ ქვეყნებშია გავრცელებული.
ვიქტორიანულ სტილს შეხვდებით ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. თუ ამ სტილით ნაშენებ სახლებს დააკვირდებით ნახავთ, რომ ვიქტორიანული სტილი ფერად ინტერიერს, მაღალ შენობებსა და წაწვეტებულ სახურავებს მოიცავს.
ვიქტორიანული სტილის ინტერიეში დეკორატიული ბუხარი, ღია ფერები და ხის ავეჯი დამახასითებელი დეტალებია.
იტალიანატეს არქიტექტურა
მე-19 საუკუნეში არქიტექტურაში, არქიტექტურაში ახალი სტილი იტალიანატე გაჩნდა, რომელიც რენესანსისგან შემორჩენილი დეტალებით გამოჩნდა მსოფლიოში. 1802 წელს ჯონ ნაშმა ინგლისში პირველად ახსენა სიტყვა იტალიანატე და მას შემდეგ, ეს სტილი ელვის სისწრაფით მოედო ინგლისს.
იტალიანატე მოიცავდა ძველ ურბანულ არქიტექტურას, ცივი ომის შემდეგ შემორჩენილ არქიტექტურულ დეტალებსა და სადა ფერებსა.
კლასიკური არქიტექტურა
კლასიკური არქიტექტურის სტილი ძველ რომსა და საბერძნეთში ჩამოყალიბდა და უკვე წლებია ეს სტილი ფართოდ გავრცელებულია მთელ საბერძნეთში.
კლასიკურმა არქიტექტურამ თანამედროვე არქიტექტურასთან ერთად დაიწყო განვითარება. ამ სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნებია, ბოძებზე ნაშენები, აგურითა და დეკორატიული ქვით მოპირკეთებული შენობები.
კლასიკური არქიტექტურის ელემენტები ამერიკის ძველ შენობებზეც შეიმჩნევა. თუ სადმე ბერძნები ერთხელ მაინც დგამდნენ ფეხს ყველგან თავიანთ სტილს ავრცელებდნენ.
ნეოკლასიკური არქიტექტურა
ნეოკლასიკური სტილი ძალიან გავს სტანდარტულ, კლასიკური არქიტექტურას, თუმცა ეს სტილი 1750 წლიდან იწყებს ჩამოყალიბებას და მე-18, მე-19 საუკუნეში ვითარდება.
ნეოკლასიკური სტილით არის ნაშენები ევროპისა და ამერიკის სამთავრობო შენობები, მაგალითად თეთრი სახლი და სხვა.
არტ დეკოს არქიტექტურა
არტ დეკოს არქიტექტურა ამერიკასა და ევროპაში 1920-30-იან წლებსში გამოჩნდა. არტ დეკოს უძველესი ნიმუშები საფრანგეთში, პარიზში არის აღმოჩენილი და ძირითადად ეს სტილი მაღალ ცათამბრჯენების ზედა ნაწილზეა შემორჩენილი.
არტ დეკოს სტილი, სიძველეს, ფერად ექსტერიერსა და გეომეტრიულ ფორმებს მოიცავს. მაგალითად, არტ დეკოსთვის დამახასიათებელია პირამიდის ფორმა, ზიგ-ზაგი, მკვეთრი ფერები, გეომეტრიული ფიგურების ფორმის ფანჯრები და სხვა.
არქიტექტურაში ასობით სტილი არსებობს, თუმცა უძველესი, მნიშვენლოვანი და ხშირად გამოყენებადი სწორედ ეს ხუთია, აუყევით ბლოგს და კარგად დაათვალიერეთ 5 მნიშვნელოვანი სტილი არქიტექტურაში. დაიმახსოვრეთ, უცხო ადგილას მოგზაურობისას ეს მინიმალური ცოდნა აუცილებლად გამოგადგებათ .
წინა ბლოგი – რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ გაამდიდროთ ინტერიერი სააბაზანოში