აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია, ამ დღეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები გრანდიოზულად აღნიშნავენ და ყველას თავისებური ტრადიცია აქვს. ნახეთ, რა დეკორაციები შეიძლება გამოვიყენოთ და როგორ უნდა მოვრთოთ სახლი სააღდგომოდ.
ამერიკაში ეს დღესასწაული კურდღლებითა და ფერად-ფერადი კვერცხებით არის დატვირთული ჩვენთვის აღდგომა ჯეჯლის, პასკისა და წითელი კვერცხის გარეშე წარმოუდგენელია.
დამეთანხმებით, რომ ფერადი და მხიარული გარემო ყველა დღესასწაულს უხდება, ასე რომ დროა, წითელს სხვა ფერები შევმატოთ, დეკორაციები გავამრავალფერვნოთ და ეს აღდგომა გამორჩეულად აღვნიშნოთ.
სააღდგომო განწყობა ექსტერიერიდანვე უნდა შევქმნათ
თუ გინდათ, რომ დღესასწაული მართლაც გამორჩეული იყოს, მაშინ აღდგომის მოსვლა არა მხოლოდ სახლში, არამედ მის გარეთაც უნდა იგრძნობოდეს.
მოიმარჯვეთ საღებავები და კარზე დასაკიდი სააღდგომო რგოლის გასაკეთებლად მოემზადეთ, დაგვიჯერეთ, ძალიან მარტივია.
მცენარეებითა და სხვადასხვა ყვავილებით შეავსეთ თქვენი რგოლი და თიხისგან გაკეთებული კვერცხები სულ სხვადასხვა ფრად შეღებეთ.
დღესაწაულზე განწყობა უმნიშვენლოვანესია და ის სახლში შემოსვლისთანავე უნდა შეგვექმნას.
ექსტერირზე ვსაუბრობთ და აივანზეც გავიხედოთ
გაზაფხული ტიტების სეზონია, ტიტა კი აღდგომის შესანიშნავ დღეებს უფრო მეტად ალამაზბს, მოძებნეთ ძველი სათლი, საყვავილეები და აივანზე ტიტები დადგით, განწყობის შესაქმნელად ესეც დაგეხმარებათ.
2020 წლის სააღდგომო ინტერიერის მოწყობაში ტიტა წამყვან როლს ასრულებს, წელს ტიტები მოდაშია.
დღევანდელი მსოფლიოს მდგიმარეობიდან გამომდინარე დისტანციის დაცვა აუცილებელია ამტომ ვეცადოთ შორიდან სახლის კარებიდან, აივნებიდან და ექსტერიერით ვაგრძნობინოთ აღდგომის დღესასწაული და ამგვარად მივულოცოთ ერთმანეთს
სახლის მორთვის დროც მოვიდა
შვედებს ერთი ტრადიცია აქვთ, მათთვის აღდგომის აუცილებელი დეკორაცია სწორედ ეს ხეა, ხუმრობით ასე ამბობენ აღდგომა ამ ხის გარეშე არ მოვაო. სადმე შვედური ხისთვისაც თუ გამონახავთ ადგილს, უმჯობესი იქნება მაგიდის შუაში, გამოსაჩენ ადგილას დადგათ.
ხის მოწყობა ნებისმიერ სტილში და ფერებში შეგიძლიათ, მასზე მხოლოდ ბუმბულებს, ნაჭრებს და სამკაულებსაც კიდებენ. ეს ყველაფერი სურვილისა და გემოვნების საკითხია.
დღესასწაულებს კრეატიულობა უხდება
სანამ კვერცხებს წითლად შეღებავთ, ყვავილების გასაკეთებლად რამდენმე ცალი გადადეთ, სააღდგომო განწყობის შესაქმნელად პატარა ქოთნის ყვავილები კვერცხის ნაჭუჭში გადმორგეთ და ფანჯარასთან მიუჩინეთ ადგილი.
ეს ქოთნები სააღდგომო სუფრასაც მოუხდება, თან მწვანე სიცოცხლესა და სიჯანსაღეს შემოიტანს ოჯახში.
სახლში კურდღლები მომრავლდნენ
აღდგომა უბრალო და შეუხედავი მაგიდით ვერ ჩაივლის, თან ჩვენს განწყობას კურდღლები კიდევ უფრო დაეხმარებიან.
აიღეთ ხელსახოცები და თითო თეფშზე ბაჭიის ყურები გააკეთეთ, ეს უმარტივესი დეკორაცია მაგიდა ძალიან გაალამაზებს.
„კურდღლის ყურები“ ასე ეძახიან ევროპაში თეფშზე მოკალათებულ სააღდგომო ხელსახოცებს. დროა, ეს დეკორაცია ჩვენს სახლებშიც გამოჩნდეს.
აღდგომა ჯეჯილის გარეშე არ გამოვა
უპატიებელი შეცდომა იქნება, აღდგომა ჯეჯილის გარეშე რომ გადავაგოროთ, ამიტომ ჩვენი სახლის ინტერიერისთვის ჯეჯლის გამოყენებით საინტერესო დეკორაციები უნდა მოვიფიქროთ.
ჩვენ გთავაზობთ, პატარა კალათებში დათესოთ ჯეჯილი და მაგიდაზე თუ სახლის სხვადასხვა კუთხეში გაანაწილოთ. რაც მეტი ჯეჯილი იქნება მით მეტ სიმწანეს შემოიტანთ სახლში.
რას იტყვით? არც ეს პატარა სათლებია ცუდი იდეა, თან აივანზე ხომ ტიტები დავდგით და ახლა ჯეჯილის მიდგმაც შეგიძლიათ.
ჩვენი სააღდგომო დეკორაციების მცირე ნაწილი უკვე იცით, წელს გამორჩეულად ფერადად და საინტერესოდ უნდა გავატაროთ აღდგომა – აბა დროებით!
წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ ვინტაჟური სტილის სააბაზანო