ინტერიერში ამ ბოლო დროს რეტრო, იგივე ძველი სტილი დაბრუნდა. ხომ გაგიგიათ მოდა ტრიალებსო და ეს ფრაზა მსოფლიოში ყველაფერს იდეალურად ერგება, ასეა ჩვენს სფეროშიც.

ინტერიერშიც ხშირად მივიწყებული დეტალები ისევ აქტუალური და ტრენდული ხდება, 2020 წლის სახლებში რეტრო სტილისთვის ადგილი ნამდვილად მოიძებნება.

როგორ მოვაწყოთ სახლი ძველებურ  სტილში?!

დავიწყოთ ავეჯით და დიდი ხნის მივიწყებულ ნივთებს გადავავლოთ თვალი

ძველებური სტილის ინტერიერს, მივიწყებული ასწლოვანი ავეჯი უყვარს. მოძებნეთ თქვენი ბებიების ან მშობლების უკვე მოძველებული ავეჯი და მათ ახალი სიცოცხლე აჩუქეთ, დაგვიჯერეთ, იშვიათ და ძველებურ სტილს სახლში  განსხვავებული იერი შემოაქვს.

თუ სახლში მსგავს ავჯს ვერ ნახავთ არ იდარდოთ, მისი ყიდვა ყველგანაა შესაძლებელი, მთავარია მიახლოებით სასურველ ფორმასა და ფერებზე ჩამოყალიბდეთ.

რეტრო  სტილში ფერები გადამწყვეტ როლს ასრულებენ

მუქი ტონები ინტერიერში მედიდურობისა და სიძველის იერს ქმნის და რეტრო სტილიც იქმნება. დააკვრდთ, ინტერიერს ძველ ფილმებსა და სერიალებში და მიხვდებით, რომ მუქი ფერები, განსხვავებული ფორმის ავეჯი და სიძველის მკვეთრი იერი უკვე დამკვიდრებული დეტალებია.

ეს ნიუანსები უკვე წლებია ინტერიერში უცვლელი რჩება.  

 განათება ძველ ინტერიერში.

retro interieri

განათებაზე ყოველთვის ბევრს ვსაუბრობთ, რადგან სახლის მოწყობისას ის მართლაც უმნიშვნელოვანესია.

თქვენს მიერ არჩეულ, ძველებურ სტილს მკვეთრი და ცივი განათება არ უხდება, ეს ცხადია.

მიუხედავად ამისა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუ ძველებურ სტილზე შეჯერდებით, ჯობს თბილი განათება, სანათები და სანთლები შეარჩიოთ, სიმყუდროვისთვის მხლოდ ესენი დაგჭირდებათ.

retro interieri

ძველი ავეჯი და სანათი, აი რეტრო სტილის თვალსაჩინო მაგალითი

ახლა დროა, მატერია ავარჩიოთ ჩვენი სახლისთვის

retro interieri

ჩვენ რჩევა იქნება, ბრჭყვიალა, თვლებიანი და მკვეთრი ფერის მატერიისგან თავი შეიკავოთ, ძველებური ინტერიერი სხვა სტილს მოითხვს. მოძებნეთ ბარხატი, ტყავი, ფარჩა, ბატისტი და ინტერიერში მათი როლი გაზარდეთ.

დარწმუნებულები ვართ, ბარხატის დეკორატიული ბალიშები ან ფარჩის გადასაფარებელი ულამაზესი იქნება თქვენი ავეჯისთვის.

როგორ შევქმნათ ერთანობის შეგრძნება?

retro interieri

 

ერთიანობის შეგრძნება, ერთ-ერთი უმთავრესია. ინტერიერის დიზაინის ეს სტილი სხვა დანარჩენისგან განსხვავდება, აქ სიძველე, მუქი ფერები, დაბალი ტონის განათება და გამორჩეული ფორმის ავეჯი დომინანტურია.

თუ გადაწყვეტთ, რომ სახლი ასე მოაწყოთ იცოდეთ რომ სხვადასხვა ფერებისა და ფორმების მიქსის შეგუება მოგიწევთ, ეს ძველებურ ინტერიერში ერთიანობის შეგრძნებას ქმნის და ყავისფერთან ერთად წითელი, შავი და მწვანე არა უცხო, არამედ მისაღება.

თუ რეტრო სტილი მოგწონთ, ჩვენს ინტერიერის დიზაინებს გადახედეთ, იქ თქვენთვის სასურველ დეტალებს აუცილებლად ამოიცნობთ, დანარჩენი კი უკვე გემოვნების საკითხია – აბა დროებით!

წინა ბლოგი – მუზეუმები, რომლებიც ონლაინ ტურებს გვთავაზობენ

Facebook Instagram