რამდენი ხანია არქიტექტორებზე არ გვისაუბრია და ახლა სწორედ ამის დროა. იტალიისკენ ავიღოთ გეზი, დროა იტალიელი არქიტექტორი რენცო პიანოს ულამაზესი ნამუშევრები მოვინახულოთ. დროებით ინტერიერს მოვწყდეთ და დაუვიწყარ არქიტექტურას ვესტუმროთ.

რენცო პიანო, 1937 წელს  იტალიის პატარა რეგიონში დაიბადა, ხატვა ღრმა ბავშვობიდან დაიწყო და სკოლაში არქიტექტორობა მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, მალე ეს ოცნებაც აისრულა.

რენცოს გადაწყვეტილება არავისთვის ყოფილა უცხო, მშენებლების ოჯახში გაზრდილი იტალიელი ბიჭი სკოლის დამთავრების შემდეგ ამავე ოცნების ასრულებას აქტიურად შეუდგა და მალევე საქვეყნოდ გაითქვა სახელი.

დღეს რენცო იტალიაში ისეთივე ცნობილია, როგორც გაუდი ესპანეთში და ამას მისი თითოეული ნაგებობა ადასტურებს.

ევროპაში უდიდესი აკვარიუმი გეონა, რენცო პიანოს ერთ-ერთი ცნობილი შემოქმედებაა იტალიაში. აკვარიუმს ყოველ წელს 1.5 მილიონი ტურისტი სტუმრობს

აკვარიუმის არქიტექტურა ერთი შეხედვით მარტივი და არც ისე გამორჩეულია, თუმცა ეს მხოლოდ გარედან დათვალიერების შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ. აკვარიუმის შიგნით ათასობით მცენარე და უცხო, უიშვიათესი ჯიშის წყლის ცხოველები ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ ინტერიერში შუშა დომინირებს და ნებისმიერი დამთვალიერებელი ოკეანის ღვთაბრივ ცხოვრებას ახლოდან, თავისივე თვალით ნახულობს.

რენცოს მეორე გამორჩეული შენობა ესპანეთში 2017 წელს გაიხსნა

საგამოფენო სივრცე არაერთი არქიტექტურული ჯილდოს მფლობელია და დღემდე მილიონობით მნახველს იზიდავს.

ეს გამორჩეული ფორმის შენობა გახლეჩილ სახლს ჰგავს და გაუდის ქვეყანას კიდევ ერთ მშვენებას მატებს.

მასზე ასვლა რამდენიმე კიბით არის შესაძლებელი და უკანა მხარეს უდიდეს ოკეანეს გადაჰყურებს. საგამოფენო დარბაზი პატარა ფეხებზე დგას და შუშებით არის გაწყობილი. ტურისტების ყურადღებას შენობის ფორმა იქცევს, ეს გახლეჩილი შენობა მართლაც, დაგაინტერესებთ, რა ლამაზი იქნება ბოტინიდან დანახული მზის ჩასვლა…

რენცოს დიდ ბრიტანეთშიც კარგად იცნობენ

2012 წელს მან ლონდონში შარდ თაუერი ააგო და ერთ-ერთი უმაღალი შენობა უსახსოვრა ნისლიან ქალაქს. 309 მეტრის სიმაღლის შენობა, 96 სართულისგან და 36 ლიფტისგან შედგება, გასაკვირი არ არის, რომ ამ შენობის შემდეგ რენცოს დიდ ლონდონში პატივს სცემენ.

დააკვირდით მის ხელწერას, უცნაურს და გამორჩეულს. შენობა საძირკვლთან განიერია და ბოლოს ვიწროვდება. ზედა სართულისკენ თაუერი პატარა ოთახებით სრულდება და ულამაზესი ხედიც იშლბა 96-ე სართულზე ყოფნისას.

საფრანგეთში ბოდიალისას ჟორჟ პომპიდუსის ხელოვნებისა და კულტურის ეროვნულ ცენტრს წააწყდებით

შენობა ისეთი უცნაური და ფერადია მაშინვე მიხვდებით ვისი ნახელავია. ეს რენცო პიანოს შემოქმედებაა და როგორც სხვა ნაგებობები, ეს მუზეუმიც ყოველ წელს, მილიონობით ადამიანს მასპინძლობს.

მუზეუმში 50 000-ზე მეტი ნამუშევარი ინახება და სახალხოდ მხოლოდ 2000-ია გამოფენილი. არ გეგონოთ, რომ ეს ფოტო რემონტის დროს არის გადაღებული, არა, ეს რენცოს ხელწერაა, ასეთი უცნაური და ფერადი მუზეუმი უსახსოვრა პარზს არქიტექტორმა და  ტურისტებს დღემდე შთაბეჭდილება რჩებათ, რომ მუზეუმი ჯერ კიდევ დაუმთავრბელია.

რენცოს მორიგი ღვთაება საფრანგეთიდან 8 კილომეტრში მდებარეობს

კულტურის ცენტრი 1998 წელს აშენდა და ულამაზეს მთებში დამალული რამდენიმე შენობა მნახველების გაოცებას ამდენი ხნის შემდეგაც არ წყვეტს. რკინის კონსტრუქცია შუშებით არის გარშემორტყმული და წინა შენობის მსგავსად დაუმთვრებელი ნაგებობის შთბეჭდილებას ტოვებს.

დააკვირდით არქიტექტურას, უცნაური და გამორჩეულია. მისი აშენებისას  ერთი ეცოტავა და რამდენიმეც მიუშენა გვერდზე. შენობა ვერცხლისფერია და მზის ჩასვლისას იცვლის ფერს, ეიფელივითაა თვალს ატყუეს და გაოცებულს გტოვებს.

რენცო პიანოს 15-ზე მეტი არქიტექტურის ჯილდო აქვს მოპოვებული. ასევე წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე და თავისი კვალი პატარ-პატარა შენობებით მრავალ ქვეყანაში დატოვა. ყველა მისი ნაგებობა, რომ ჩამოვთვალოთ რამდენიმე დღე არ გვეყოფა, ასე რომ აქ მოვრჩეთ, დანარჩენი ჩვენს გარეშე განაგრძეთ – აბა დროებთ!

წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ ბიბლოთეკა სახლში?

Facebook Instagram