ვერ მოვიტყუები,  წიგნების გამოყენება ინტერიერში  უკვე განვიხილეთ, თუმცა ნამდვილად არაფერი გვითქვამს ბიბლიოთეკებზე, განათლებისთვის იაფ და ხელმისაწვდომ სივრცეებზე. შესაბამასად არც მსოფლიოს ბიბლიოთეკების საინტერესო ინტერიერი არ განგვიხილავს. რომელიც დაგაფიქრებს წაიკითხო წიგნი თუ ბიბლიოთეკის ინტერიერით დატკბე.

ტრანსპორტში, სკვერში, სადარბაზოებსა და ქუჩებში წააწყდებოდით წიგნის კითხვაში გართულ ადამიანებს, რომლებიც მთელი არსებით ჩართულები სხვასდასხვა სამყაროში მიაბიჯებენ. ასე ამბობენ, წიგნები საიდანღაც მოდიან და მათ ყველას ერთი დიდი სივრცე აერთიანებთო.

მგონი დროა, სულ ცოტახნით წიგნის სურნელითა და სიმშვიდით გაჟღენთილ ოთახებში შევიხედოთ და მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლითეკა დავათვალიეროთ

თუ ოდესმე ვაშინგტონში ჩასულს წიგნის კითხვის ან უბრალოდ დასვენების სურვილი გაგიჩნდებათ დაუფიქრებლად ქონგრესის ბილიოთეკას ესტუმრეთ, რომელიც ქალაქის უძველესი კულტურული ნაგებობაა.

ეს ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და 3 შენობას მოიცავს. როგორც ამბობენ ბიბლიოთეკაში 32 მილიონამდე წიგნი და 61 მილიონამდე ხელნაწერია, აქ ასვე 14 მილიონამდე საარქივო ფოტოებსა და დოკუმენტურ მასალასაც ნახავთ.

ამ დეტალების გარდა ბიბლიოთეკის არქიტექტურა საკმაოდ საინტერესოა. ძველი არისტოკრატული სტილი და ვიტრაჟებით გაწყობილი გაშლილი სივრცე.

ფანჯრებთან მინი სკულპტურებით დატვირთული სართულოვანი დიზაინი და წრიულად დალაგებული მაგიდები, რომლებიც მუდამ სავსეა ხშირი სტუმრებით.

სადა და გემოვნებიან ფერებში მოწყობილი არისტოკრატული და ისტორიული ბიბლიოთეკა წიგნის კითხვისთვის და უბრალოდ დასათვალიერებლადაც კი საუკეთესო ადგილია.

კათოლიკური ეკლესიის ქვევით გაშენებული უძველესი ბიბლიოთეკა ვატიკანის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

ფორმალურად ბიბლიოთეკა 1475 წელს დაარსდა, თუმცა ვატიკანში ჭორები დადის, რომ ბიბლიოთეკა მანამდეც ყოფილა ეკლესიის ქვევით.

დღეს დაახლოებით 1.1 მლიონამდე წიგნისა და 75 000 ზე მეტი ხელნაწერის  ნახვა შეგიძლიათ ამ ისტორიულ კედლებში.

ცნობისთვის,  ვატიკანში ყველაზე ძველი  ბიბლიის ხელნაწერი ინახება და უკვე საუკუნეებია ბიბლიოთეკის სივრცეს ამშვენებს.

სად შეიძლება ნახო ამაზე ლამაზი ბიბლიოთეკა? ღვთაებრივად მოხატული კედლები და ძველი გამაოგნებელი არქიტექტურა.

რაღაცნაირად მისტიკური და სასიამონოა ეს უზარმაზარი სივრცე, მისტიკას კი მისი მდებარეობაც ემატება.ნახეთ როგორ ჟღერს,  დამალული წიგნების ღვთაებრივი სილამაზე.

კანადაში, ოტავას პარლამენტში წიგნის კითხვას სხვა ხიბლი აქვს…

თუ ახლო მომავალში ოტავაში ჩახვალთ და კითხვა თუ არა ისტორიული ადგილის ნახვა მოგინდებათ პარლამენტისკენ აიღეთ გეზი და ეს უამაზესი ბიბლიოთეკა ნახეთ.

მუზეუმის დიზაინი ინგლისური სამკითხველო თახის მსგავსია და ერთ დიდ საკითხავ სივრცეს მოიცავს. ეს სილამაზე 600 000 ზე მეტ წიგნს ინახავს. 300 კანადელი კი ყოველ დღე ამ ადგილის მოწესრიგებასა და შენარჩუნებაზე  მუშაობს.

ამბობენ, თუ პარლამენტში სხდომა არ იქნება ბიბლიოთეკას ნახავთო, თუმცა ჯერ შორიდან დავტკბეთ ამ სილამაზით. ჩუქურთმებითა და სანათებით მორთული თაროები სართულებად ადის კედელზე. დააკვირდით სასიამოვნოდ გადატვირთულ სივრცესა და წიგნებით შექმნილ სიმყუდროვეს.

შვეიცარიაში წიგნის კითხვამდე ზევით უნდა აიხედოთ, ეს დაუწერელი კანონია!

აბბეის ბიბლიოთეკა, ქალაქ გალენის უძველესი შენობაა შვეიცარიაში და უკვე მე-9 საუკუნიდან ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობათა სიის სათავეშია.

სანამ წიგნის კითხვას დაიწყებთ აქაური გამორჩეული სილამაზისა და ღვთაებრივი ნაკეთობის  ჭერი უნდა შეისწავლოთ კარგად. ბიბლიური ამონარიდები ბიბლიოთეკის “ცაზე”,  საოცრად რეალისტურად არის შესრულებული.

ბიბლიოთეკაში 160 000 ზე მეტი წიგნისა და ხენლაწერის ნახვას შეძლებთ და ასვე ამ უძველეს შენობაში წიგნების ელექტრონული ვერსიების მოძებნაც კი გახდა შესაძლებელი.

მოდით დავაკვირდეთ, ბიბლიოთეკაზე მეტად მუზეუმს გავს ეს ადგილი, ალბათ სანამ კითხვას დავიწყებთ, ყურადღების მოკრება ძალიან გაგვიჭირდება

ბენედიქტინეს მონასტრის ბიბლიოთეკა გამორჩეულად ლამაზი ყოფილა

მსოფლიოში უდიდესი სამონასტრო ბიბლიოთეკა ავსტრიის ღირსეული მშვენებაა და ის 70 000 მდე წიგნსა და 1,400 მდე ხელნაწერს ინახავს. ბიბლიოთეკის წიგნების ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საჩუქრებია და 1074 წლიდან ბიბლიოთეკის ფერად სივრცეში ინახება. როგორც ამბობნენ, ბიბლიოთეკის ინტერიერი იმდენად ლამაზია, რომ მისი ნახვისას ხვდები თუ რამხელა ფანტაზია აქვს ადამიანსო.

პირადად არ მინახავს და ვერ გეტყვით რა ემოციაა ამ კედლებში სიარული, თუმცა ფაქტია, რომ კითხვისთვის დიდი ხანი ვერ მოიცლით, რადგან შენობის თითოეული დეტალი ყურადღებას იქცევს.

თითქოს ერთმანეთის მსგავსია ყველა ბიბლიოთეკა, მაგრამ ავსტრია ყოველთვის ახერხებს ხალხის გაოცებას, ნათელი, ისტორიული ფერადი და დაუვიწყარია აქაურობა.

ძალიან რომ არ გაგვიგძელდეს, ერთი-ორი სიტვყვა მეხიკოზეც ვთქვათ

ჯოზე ვანსკონსელოს ბიბლიოთეკა, მექსიკის ქალაქ, მეხიკოში მდებარეობს და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საინტერესოდ თანამედროვე სივრცეა წიგნის კითხვის მოყვარულებისთვის.

შენობის აშენება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდა და მექსიკის მთავრობის ერთ -ერთ უდიდეს ინვესტიციას წარმოადგენს.

ბიბლიოთეკას რამდენიმე წელი აშენებდნენ და მის გამორჩეულ დიზაინზეც დიდი ხანი იფიქრეს. მართლაც ყველასგან განსხვავებული ინტერიერი თვალშისაცემი და საინტერესოა. ბიბლიოთეკაში  პატარ-პატარა ადგილებია გამოყოფილი, რომლებიც მკითხველს განმარტოვებისა და კარგად კითხვის საშუალებას მისცემს.

დღეისათვის სულ ეს იყო, მსოფლიოში უთვალავი ბიბლოთეკა არსებობს,  თუმცა დღეს განსაკუთრებულებზე გავამახვილეთ ყურადღება.

ახლა დროა ვიფიქროთ, რომელი ჟანრის წიგნები გვაინტერესებს, ისე ამბობენ არქიტექტურასა და დიზაინზე საინტერესო წიგნების მოძებნა ავსტიასა და ვატიკანშია შესაძლებელიო. თუ რაიმეს აარჩევთ არ გამოგვაპაროთ!

დროებით!

წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ ოფისი – რჩევები Fortis-ის დიზაინერებისგან

Facebook Instagram