სხვის სახლებში შეჭყეტვის დრო კიდევ ერთხელ მოვიდა

ცნობილი ადამიანების ძვირადღირებული სახლები და მათი ინტერიერის დიზაინი ჩვენი შეფასების გარეშე როგორ უნდა დარჩეს, თან ჰოლივუდის მაღალმა საზოგადოებამ უკვე ყველა სახლი მოინახულა და ქართველები ხომ არ ჩამოვუვარდებით ამერიკელებს.

როგორც გავიგეთ ჯენიფერ ლოურენსი ნიუ-იორკში ღვთაებრივ სახლს ყიდის და ნიკ ჯონასსა და პრიანკა ჩოპრასაც ძვირი გადაუხდიათ თავიანთ ახალ სახლში. დუვინ ჯონსონსაც შეუძენია ახალი უძრავი ქონება.

ჩამოსხედით და დაათვალიერეთ, ნახეთ როგორ სახლებში ცხოვრობენ ცნობილი ადამიანები…

შიმშილის თამაშების მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი წელს ცხოვრების ახალ გზას დაადგა და ოჯახი შექმნა. გათხოვებიდან მალევე უძრავი ქონების საიტებზე მსახიობის მდიდრული სახლიც გამოჩნდა.

როგორც ჩანს, ჯენიფერი მეუღლესთან ერთად ახალ სახლში გადადის და ნიუ-იორკის  სახლის გაყიდვას აპირებს.

თუ გსურთ ჯენიფერ ლოურენსის აპარტამენტში ცხოვრება, 12 მილიონი ამერიკული დოლარი მოამზადეთ და ნიუ-იორკისკენ გაეშურეთ.

იცოდეთ, სახლის ბოლო ფასი ეს არის,  მეტი აღარ დააკლდება.

30 სართულიან შენობაში, 2 სართულიანი ტერასით მოწყობილი სახლი სადა და გემოვნებიანი ინტერიერით გამოირჩევა, ჯენიფერის გემოვნება ზუსტად ჩანს ამ ლამაზ კედლებში.

რას იტყვით, როგორ იცხოვრებდით  12 მილიონიან სახლში?

თავის დროზე მსახიობმა ამ სახლში 15 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა, ფაქტობრივად ლოურენსი წაგებაში მიდის

ულამაზესი ხედი და პატარა ბუხარი აივანზე, თეთრი ფერი ყვარებია ჯენიფერს.

ცნობისთვის,  თუ სახლის შეძენას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ აპარტამენტს  3 საძინებელი და 5 სააბაზანო აქვს.

სახლს ულამაზესი ვერანდა და ნიუ-იორკული ჰაერით გჟრენთილი გარემო ამშვენებს.

 

ჰოლივუდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წყვილმა, ნიკ ჯონასმა და პრიანკა ჩოპრამ  ლოს-ანჯელესში კიდევ ერთი სახლი შეიძინეს

ეს ულამაზესი სახლი  სულ მცირე 20 მილიონი დოლარი ღირს და წყვილს გამორჩეულ ინტერიერში დასვენების საშუალებას აძლებს.

სახლი საკმაოდ დიდი და ტევადია, ვერანდა აუზი და საოცარი შუშის კიბეები.  სახლის გამორჩეული ინტერიერი ნამდვილად ღირს 20 მილოიონი დოლარი.

ნიკისა და პრიანკას ახალი ცხოვრება ამ სახლში უკვე დაიწყო, წყვილი არც ისე დიდი ხანია, რაც ერთად ცხოვრობს. მათი ქორწილი ერთ-ერთი აღსანიშნავი ცერემონია იყო ჯონასების ოჯახში.

ინდოეთში რამდენიმე დღიანი დღესასწაული ყველა გაზეთისა და ონლაინ გამოცემის პირველ გვერდზე მალევე აღმოჩნდა.

დააკვირდით, როგორი სადა და ამავდროულად გემოვნებიანია ამხელა სახლი, კედელზე საუცხოო ნახატებითა და ფერთა სასიამოვნო შეხამებით.

გაიხედეთ გარეთ, ასევე საუცხოო ხედი იშლება ბიანკასა და ნიკის სახლიდან და რა გასაკვირია, რომ ღია ინტერიერი საოცრად მოუხდა ლოს-ანჯელესს.

ნათელი და მშვიდი, აი ამ სიტყვებით შეიძლება შევაფასოთ წყვილი და მათი ახალი გარემოც.

ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა, დუვეინ ჯონსონმა ამერიკის შტატ ჯორჯიაში ძველისძველი ფერმა შეისყიდა

ფერმა 150 წლის წინანდელი ერთი  კოტეჯია, დიდი და მწვანე ეზოთი, თუმცა ამ ძველისძველი სახლის ღირებულება 9.4 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. დუვეინმაც დაუფიქრებლად იყიდა ახალი მიწა.

სახლის უკანა ეზო მთლიანად  ცარიელია და ფერმისთვის მართლაც რომ იდალური ადგილია. სახლში 5 საძინებელი და უზარმაზარი სივრცეა ნეისმიერი სურვილის ასასრულებლად.

სახლის ინსპირაცია ფრანგული არქიტექტურა იყო და წლების წინ არქიტექტრომა ეს სტილი მეტნაკლებად გამოიყენა ინტერიერის მოწყობისას.

დუვეინ ჯონსონმა კი უკვე საცხოვრებელ სახლში პატარ-პატარა შტრიხები შეიტანა.

როგორც აღმოჩნდა, ამ მთასავით კაცს, კითხვა ძალიან უყვარს, ახალ სახლში კი პატარა სამკითხველო მოიწყო და დიდი ვერანდა თავის ნებაზე გადააკეთა. ვერ შევედავებით უკვე ამ სახლის მფლობელია.

ალბათ ზის ახლა დუვეინ ჯონსონი და ტკბილად კითულობს 10 მილიონიან სახლში წიგნს. ის ჯერ არ იცის, რომ სადღაც ამერიკისგან შორს, პატარა საქართველოში ბლოგს სწორედ მსაზე ვწერთ.

დროებით!

წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ საოფისე ფართი 

Facebook Instagram