ჩვენი ცხოვრების მესამედს მუშაობასა და საქმის კეთებაში ვატარებთ. ზოგი ამას სახლიდან ახერებს, ზოგს კი ყოველ დილით რუტინულად სამსახურში  მისვლა და მუშაობა უწევს. ალბათ იცით, რომ  ცხოვრება ერთფეროვანი იქნება, თუ ჩვენი ნებით არ მოვინოდმებთ მის გაფერადებას. ამაში კი საოფისე ფართის დიზაინი და მისი მოწყობა გვეხმარება.

როგორ გამოიყურება თქვენი სამუშაო მაგიდა? ან რა ფერებშია გაწყობილი თქვენი სამუშაო სივრცე, ოფისი ან ოთახი?

თუ ყველაფერი ერთფეროვანი მარტივი და პრაგმატულია, დარწმუნებული ვარ ყოველ დილას უარყოფითი ენერგიითა და წუწუნით იწყებთ.

თქვენ რომელი ხართ დამსაქმებელი თუ დასაქმებული? თუმცა რა მნიშვნეოლობა აქვს, თუ ერთი ხართ, ან მეორე, ან საერთოდ არ მუშაობთ და ახლა აპირებთ სამუშაო სივრცის არჩევას,  მაშინ ეს რჩევები თქვენც ძალიან  გამოგადგებათ, როგორც ყოველთვის ჩამოსხედით და თვალი გადაავლეთ  ჩვენს უწყინარ და გამოსადეგ რჩევებს.

პირველი რჩევა Fortis-ისგან:  არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ, რომელ თანამდებობაზე მუშაობთ და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი სამსახური,  ყველა სიტუაციაში სავალდებულოა დადებითი, ნათელი და სამოტივაციო სივრცის შექმნა. წინააღმდეგ შეთვევაში, არც ერთი სამუშაო დღე პროდუქტიული არ იქნება.

1.ოფისის მოწყობის პირველი გასათვალისწინებელი რჩევა სწორედ ნივთების დალაგებაა, შეიძინეთ კალათები და მაგიდაზე ან თაროებზე ქაოსურად დაყრილი ნივთები ლამაზად ჩაალაგეთ

ძალიან მარტივია თავისი ადგილი მიუჩინო ყველა ნივთს, იმის მაგივრად, რომ არეულად დატოვო სამუშაო მაგიდა. დალაგებული სივრცე ტვინს ორგანიზებასა და ოპოერატიულად მუშაობაში ეხმარება.

2.ყურადღება მიაქციეთ ფარდებს, ბუნებრივი სინათლე ხელოვნურზე უკეთესია

შეეცადეთ არ ჩააბნელოთ ოთახი და დღის შუქი შემოუშვათ სამუშაო გარემოში, ასე დროის კონტროლსა და მობილიზებულად მუშაობას შეძლებთ. ხელოვნური განათება დღის განმავლობაში ენერგიას ართმევს ადამიანს.

იცით? შეგიძლიათ ფარდებით ოთახი მეტად ცოცხალი გახადოთ, ასე რომ დაფიქრდით სანამ ფარდებს აარჩევთ.

3.შეღებეთ კედლები ღია ფერებში

შეხედეთ სურათს და თავად დარწმუნდებით. სიმყუდროვე, სინათლე და მეტი მუშაობის ხალისი, აი რა მოყვება ღია ფერის ინტერიერს.

იცოდეთ, რომ ადამიანის თვალი ღია ფერებს კარგად აღიქამს და ტვინი რეფლექსურად დასვენებისკენ მიდის,  შესაბამისად ასეთი გარემო დამღლელი არასდროს იქნება, მზის შუქი ენერგიას, ფერები კი სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

4.ინტერიერის დაუწერელი წესი და კანონი! თეთრი ფერი სისუფთავის იერს ქმნის

თეთრი საოფისედ იდეალური ფერია, სისუფთავის შეგრძნება მუდმივად იგრძნობა, ავეჯი მეტად შესამჩნევი ხდება და ყოველთვის სიფხიზლისკენ უბიძგებს თანამშრომელს.

გინდა არ გინდა ყველაფერი სუფთაა, თეთრი მართლაციდეალური ფერია.

5.ინტერიერის მოწყობისას მაგიდა არ დაგავიწყდეთ!

რა ფერის უნდა იყოს ჩვენი მაგიდა? ან აქვს საერთოდ მნიშვნელობა ფერს? რა თქმა უნდა აქვს, ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ ოფისის მოწყობისას დიდი მნიშვნელობა სწორედ ფერს მივანიჭოთ.

როგორც აღმოჩნდა, მკვეთრი ფერები მუშაობის ხალისს მატებს ადამიანს. თუ გსურთ ხასიათი შემატოთ ოთახს და შესამჩნევი გახადოთ თითოეული თანამშრომელი  მაგიდის დადგმისას წითელი, ლურჯი და მწვანე ფერები განიხილეთ ალტერნატივად.

დღეისათვის სულ ეს იყო, 5 უმნიშნველოვანესი რჩევა უკვე იცით და მომავლაში კიდევ გირჩევთ  თუ როგორ გაახალისოთ სამუშაო მაგიდა ან პირადი კაბინეტი,  ჩვენ რჩევებს რა გამოლევს.  დასაწყისისთვის ესენი გაითვალისწინეთ და დანარჩენიც მალე იქნება, აბა დროებით!

წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ სასტუმროს ტიპის საძინებელი

Facebook Instagram