მოგზაურბის დროც მოვიდა, უკვე დროა 2019 წელს ნაგროვები შთაბეჭდილებები გვერდზე გადავდოთ და ახალი, საინტერესო და დაუვიწყარი მოგზაურობა დავგეგმოთ
თუ ამ ახალ წელს, ვერსად წასვლა ვერ მოახერხეთ და ისევ სამუშაო მაგიდასთან მოწყენილები სხედხართ, არ ინერვიულოთ! ცარიელი, ჩაულაგებელი ჩანთები მოიმარაგეთ და ჩვენთან ერთად 3 წუთში მსოფლიოს საოცარი ადგილები დაათვალიერეთ. მალე ჩანთებს ჯერ უნახავი ადგილებიდან წამოღებული ფოტოებითა და სუვენირებით შევავსებთ – შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – VI
ჩამოსხედით და გაემზადეთ, მატარებელი გადის მსოფლიო გველოდება…
მსოფლიო ფასდაკლებებმა მოიცვა, გეზიც შესაბამისი უნდა გვქონდეს. სიტყვა ფასდაკლებაზე ერთადერთი ქალაქი, მილანი მახსენდება, ნებისმიერი ადამიანისთვის ზღაპრული, მდიდრული და დაუვიწყარი ადგილია.
მილანში შოპინგი გალერია ვიტორიოს უდიდესი, ულამაზესი და უმშვენერესი მოლით იწყება
ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც სილამაზე და სიძველე ერთ ჭერქვეშ იყრიან თავს. გალერია ვიტორიო იტალიის ერთ-ერთი უძველესი ადგილია და საუკუნეების წინ, მეფე ვიქტორ ემანუელ მეორის საპატივცემულოდ აშენდა.
შენობა შუშითა და რკინის კონსტუქციით არის გამყარებული, დიზაინი ძველი, თუმცა უკვდავი და თანამედროვეა.
გალერია ვიტორიო მილანის ცენტრში მდებარეობს და ტურისტებისთვის საუკეთესოდ დასათვალიერებელი ადგილია. ვერ ვიტყვი, რომ ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა მოლი 24 საათი მუშაობს და ტურისტებსა და მკვიდრ მაცხოვრებლებს ყველა სეზონზე იღებს.
ნახეთ, როგორი წმინდა იტალიური სტილია დაცული – კედლები, გარეთა ფასადი და ორნამენტები მე-19 საუკუნის იტალიას კარგად ასახავს.
სანამ მილანში ვართ და საშოპინგოდ მაღაზიებში ვბოდიალობთ მილანის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ვნახოთ, გსმენიათ რაიმე მილანის უდიდეს ეკლესიაზე?
ქალაქის ცენტრს რომ ჩაუყვებით, აუცილებლად დუომო დის დიდ და გამორჩეულ შენობას შეხვდებით, ვინმე მარიო დელპინის აგებულ საოცარ ტაძარს, იტლიური არქიტექტურის ღვთაებრივ სახეს.
შეხედეთ და დატკბით, აი ასე უნდა შენდებოდეს ტაძრები და ასე უნდა იქმნებოდეს არქიტექტურა.
კათოლიკური ეკლესიისთვის დამახასიათებელი სტილი და იტალიური გავლენა თავისთავად ინტერიერშიც მარტივი შესამჩნევია.
ჩვენი მოგზაურობა შეზღუდულია, 3 წუთი ცოტა დროა, არადა აქ დარჩენა და წირვის მოსმენა არ იქნებოდა ცუდი იდეა.
იცით რომ, სტატისტიკის თანახმად, დუომო დის ტაძარს ყოველ ზაფხულს სულ მცირე, 56 000 ადმიანი სტუმრობს და უფრო საინტერესოა ის, რომ ამ ადამიანების უმეტესობას ორჯერ ან სამჯერ მაინც აქვს ეს ტაძარი ნანახი.
მილანიდან ახლოს საბოდიალოდ ესპანეთში გადავიდეთ და კიდევ ერთხელ ვეზიაროთ გაუდის არქიტექტურულ ხელოვნებას
ბარსელონაში საგრადა ფამილიას გვერდი ავუაროთ და კასა ბათლოსთან ჩამოვსხდეთ.
ანტონიო გაუდი რომ ღვთაბრივად ნიჭიერი ადამიანია ამაზე ვთანხმდებით და უკვე დროა იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ამ ადამიანს საოცარი სტილის შეგრძნება ჰქონდა.
დააკვირდით ფერებს, ვიზუალს, ფორმებს და გვითხარით სადმე თუ გინახავთ გაუდზე კარგი არქიტექტორი?
კასა ბალთო, ესპანეთის ცენტრში ერთ-ერთი ულამაზესი სახლია, იგი 1905 წელს გაუდიმ დააპროექტა და დღეს მის შესახებ უკვე მილიონობით ადამიანმა იცის. სახლს მე-20 საუკუნისთვის უჩვეულო დეტალები აქვს, თუმცა არ გაგიკვირდეთ, აქ ხომ გაუდის ხელი ურევია. მოდერნისტული სტილი და ფერთა იდეალური ცვალებადობა ანტონიოსეულ ხელწერას ქმნის და ეს ჩვენ წინა მოგზაურობაშიც შევნიშნეთ.
მიჭირს მოვწყდე ესპანეთს, მაგრამ სანახავი კიდევ ბევრია, ოკეანე გადავცუროთ და ბრიტანეთს ვესტუმროთ
ბუქინგემის სასახლე გვაქვს სანახავი, ლონდონში უკვე ვიყავით მაგრამ, რატომღაც ამ ულამაზეს სასახლეს გვერდი ავუარეთ ხოდა დროა, აქ შევჩერდეთ.
სამეფო ოჯახის ეს უძველესი და რელიქვიური სასახლე უკვე საუკუნეებია ლონდონის ცენტრში, დიდ ტერიტორიაზე მდებარეობს. სასახლეში ასობით ოთახი და კაბინეტია, თავისთავად ბუქინგემის უმშვენიერესი ბაღი სასახლის ერთ-ერთი სიამაყეა.
სამეფო ოჯახის ამ მოკრძალებულ სასახლეში დედოფალი ელისაბეტ მეორე, მისი მეუღლე, შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ.
ბუქინგემის სასახლე 1705 წლიდან ბრიტანეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, ტურისტები დედოფალ ელისაბტსა და სამეფო ოჯახის წევრებს ეზოს გარეთ მოუთმენლად ელოდებიან ხოლმე, მნიშვნელოვან და სადღესასაწაულო დღეებში დედოფალი ეზოში ეტლით სასერინოდ გამოდის ხოლმე.
იცით რომ, დედოფალს საოცრად უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები და არც მეტი არც ნაკლები ბუქინგემის სასახლეში 8 ძაღლი დარბის.
ბრიტანეთში სანამ ვართ კიდევ ერთი ადგილი მოვინახულოთ. წმინდა პოლის ეკლესიაზე თუ გსმენიათ რამე?
ლონდონის ერთ-ერთ უბანში წმინდა პოლის ანგლიკანური ეკლესია დგას, ეს ერთ-ერთი მაღალი ადგილია მთელ ქალაქში და მე-17 საუკუნის მიწურულიდან ქალაქს ამშვენებს. ინგლისელმა კრისტოფერ ვრენმა თავისი ცხოვრების ნახევარი სწორედ წმ. პოლის ეკლესიის აშენებას მოანდომა და 1697 წელს დაასრულა ის.
ეკლესიის ექსტერიერი და შიდა ფასადი ინგლისური სტილისთვის დამახასიათებელია.
იცით? ადმირალ ნელსონი, უინსტონ ჩერჩილი და მარგარეტ ტეჩერი სწორედ ამ ეკლესიიდან გაასვენეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრინცი ჩარლზისა და მისი მეუღლის პრინცესა დაიანას ქორწილიც სწორედ ამ ეკლესიაში შედგა.
მოგზაურობას აქ ვწყვეტთ დათქმულ 3 წუთს უკვე ისედაც გადავაცილეთ, ჩვენ აქ გავჩერდებით ამ ეკლესიას კარგად დავათვალიებთ და შემდეგ დამღლელ სამუშაო დღეს შევუერთდებით, თუმცა დროებით გემშვიდობებით 2020 წელი ახლა დაიწყო და წინ უამრავი დაუვიწყარი მოგზაურობა გველის – დროებით!
წინა ბლოგი: დავიწყოთ 2020 წელი რჩევებით