აი ჩვენც დავბრუნდით, დარწმუნებული ვარ მოგენატრებოდათ საინტერესო და გამორჩეული თემები. მოდით, 2020 წელი რჩევებით დავიწყოთ.

2020 წელს სხვა შემართებით, უკეთესი იდეებითა და სიახლეებით ვიწყებთ მუშაობას

რა ხდებოდა 2019 ში?

შემოვიარეთ მსოფლიოს საინტერესო ადგილები, ცნობილი ადამიანების სახლებში შევიხედეთ, გავიგეთ რა ღირს კარდაშიანების ქონება, ვნახეთ სინტერესო ინტერიერის და ექსტერიერის მაგალითები, გავიცანით არქიტექტორები და სადღესასწაულო მორთულობასაც გადავავლეთ თვალი.

ალბათ იცით, რომ 2020 წელს კიდევ ბევრჯერ შემოვივლით მსოფლიოს, საინტერესო არქტექტორებს გავიცნობთ და თბილისს მთლიანად შევისწავლით, სხვა დანარჩენს არ გავამხელ, საინტერესო დეტალებს ჩემთვის შევინახავ, შემოდით და წაიკითხეთ, რა იცით რა დაგხვდებათ.

დავიწყოთ ამ წლის პირველი ბლოგი და მეტალის ვირთხის წელი რამდენიმე ტრენდული და 2020 წლისთის აუცილებად გასათვალისწინებელი დიზიანით გავხსნათ, თუ ახალ სახლში გადასვლას გეგმავთ ან  გინდათ წლევანდელი წელი რემონტით დაიწყოთ,  მაშინ ეს დიზაინები ზუსტად თქვენთვის ყოფილა.

რას იტყვით ნეიტრალურ ფერებზე?

ნეიტრალური ფერი, კლასიკურობას სძენს დიზაინს, თუ ფიქრობთ რომ მოსაწყენია ცდებით, თეთრისა და ღია ფერების კომბინაცია სითბოსა და სიმშვიდენს სძენს ოთახს.  2020 წელს ზუსტად სადა და მარტივი დიზაინების წელია, იდეალური იქნება თუ კედლებს ან ავეჯს სადა ფერებში შეარჩევთ.

ნეიტრალური ფერების გარდა 2020 წელს სახლის მოწყობა თეთრსა და შავ ფერებშია შესაძლებელი

ინტერიერის დიზაინში რამდენიმე იდეალური ფერი არსებობს, მათგან ერთ-ერთია შავი. ელეგანტური, კლასიკური, სადა და ამავდროულად ემოციურია. თუ წელს სახლის ინტერიერს შავსა და თეთრ ფერებში მოაწყობთ ნამდვილად არ ინანაებთ.  დაიმახსოვრეთ, ზედმეტი სიშავე არც ისე ლამაზია,  მილიონი გზა არსებობს ინი და იანის დეკორის შესაქმნელად. შეიძინეთ თეთრი ბალიშები და დივანი, კარგი იქნება თუ მაგიდა და სკამები შავ ფერებში გექნებათ.

2019 წლიდან მოყოლებული წელსაც,  ინტერიერის დიზაინს გეომეტრიული სიზუსტეები ამშვენებს

ჩვენი რჩევა იქნება,  სახლის მოწყობისას ტრენდული თემებიდან  რომელიმე აირჩიოთ, დაკვირვებული თვალი ამას აუცილებლად შეამჩნევს და თქვენი სახლი გამორჩეულ იერს მიიღებს. გეომეტრიული ფიგურები უკვე წლებია უკვდავად მოდის ტენდენციებშია, მისი მოძებნა  უპრობლემოდ ყველგან შეიძლება და სახლის ყველა ტიპის ინტრიერს თავისებურად ამშვენებს.

ხაზები და  სადად გამოკვეთილი ფიგურები სახლებში მეტად კლასიკურ და აკადემიურ ინტერიერს ქმნის. დაიმახსოვრეთ! სველი წერტილების გეომეტრიული ფიგურებთ მოწყობა შესანშნავი იდეაა. თქვენ რას იტყვით?

ბავშვობაში პრინცესობაზე თუ გიოცნებიათ?

წელს სურვილების ასრულების წელია, თუ ბავშვობაში კუბიკის სტილის ნაგებობასა და მასზე ჩამოფარებულ თხელ ფარდიან ლოგინზე ერხელ მაინც გიფიქრიათ ინტერიერის დიზაინერები ამის საშუალებას გაძლვენ. წლევანდელი ტრენდული დიზაინის ერთ-ერთი დეტალი სწორედ ამ სტილის საძინებლებია.

ინტერიერი უკან წარსულისკენ იხედება, ჩვენც  ვალდებულები ვართ ფეხი ავუწყოთ  მას და ბავშვობის ან თუნდაც მოზარდობის სურვილები ავისრულოთ.

 გახსოვთ? ერთ-ერთ ბლოგში ვახსენეთ, 2020 ყვავილების წელია მეთქი

როგორც გეომეტრიული ფიგურები, ისე ყვავილებიც ძველი და უკვე ხანგძლივად ტრენდული დეტალია, დაათვალიერეთ სახლი ალბათ სადმე ლამაზ ყვავილებს ნახავთ, თუ არ გაქვთ აუცილებლად შეიძინეთ, წლევანდელი ინტერიერი ყვავილებს ითხოვს.

თუ სახლის მოწყობისას ჩვენ რჩევას გაითვალისწინებთ, იცოდეთ რომ ყვავილები კედლებს უხდება, თუმცა სხვადასხვა ფერისა და ზომის ყიდვაა შესაძლებელი.  დანარჩენი დეტალები თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ.

 დიზაინერები წელს, მწვანეს, ლურჯსა და ნაცრისფერს გვირჩევენ!

და აი მწვანე კვლავ მოდაშია და სიცოცხლისა და სიახლის ფერი ისევ გამოჩნდება სახლებში, ხომ გახსოვთ მწვანე Fortis-ის ფერია, Fortis კი სიძლიერეს ნიშნავს.

არ დავივიწყოთ ლურჯი, დედამიწისა და წყლის ფერი და ტრადიციულად მეტალის ვირთხა, 2020 წელს ხომ ვერცხლისფერი, ლურჯი და ნაცრისფერი აქტუალური ფერებია, ინტერიერის დიზაინს ამ ფერების კვალი უნდა ეტყობოდეს.

ჩვენი პირველი ბლოგი ამით მთავრდება

ინტერიერზე საუბარი რომ არ გამიგრძელდეს სხვა დროს კიდევ ერთხელ ვისაუბრებ. 2020 წელი ჯერ ახლა დაიწყო და წინ საოცარი ისტორიები, ადგილები და საინტერესო ფაქტები გელოდებათ, არ ჩამოგვრჩეთ, დროებით!

Facebook  Instagram

წინა ბლოგი: როგორ მოირთო მსოფლიო საახალწლოდ