ყველაფერზე გვისაუბრია, თუმცა 2019 წელი საახალწლო დეკორაციების გარეშე ვერ ჩაივლის
სანამ ამ წლის ბოლო ბლოგს დავწერდი და საბოლოოდ გავაცილებდი ემოციბითა და ბედნიერი მოგონებებით სავსე წელს, გეტყვით რომ ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურის მხრივ კარგი წელი იყო, თუმცა 2020 უფრო საინტერესო და ინოვაციური იქნება – როგორ მოირთო მსოფლიო საახალწლოდ
ვის წარმოუდგენია ახალი წელი და შობა ჩამქვრალი და მიჩუმებული ქუჩებით?
ახალი წელი ხომ სინათლეს, ბედნიერებასა და ფერად ქუჩებს უნდა გამოხატავდეს, სწორდ ამიტომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთის ბედნიერებისთვის აფერადებენ ქუჩებს, ჩვენც, რა თქმა უნდა, არ ჩამოვუვარდებით მსოფლიოს და ცენტრალურ ქუჩებს ულამაზესად ვრთავთ. იცით რა აქვს ახალ წელს კარგი ? ტკბილეულობა, თოვლი და უანგარო ბედნიერება.
2019 წელს ბრიტანეთში საახალწლო ფუსფუსი ადრე დაიწყო
მთელი ლონდონი მოირთო და ტურისტები გაოცებული შეჰყურებდნენ საახალწლო დეკორაციებს. რას აღარ ნახავდი, ნაძვისხეებს, ანგელოზებს, განათება ფარდებივით ეფარა ცას.
ტურისტები სპეცალურად საშობაო განათების სანახავად ჩადიოდნენ 2019 წლის დასაწყისში ლონდონში, გაოცებულები და გაოგნებულები იყურებოდნენ ზევით. ისიც კი ითქვა რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი განათება 2019 წელს სწორედ ბრიტანეთში იყო.
განათებული ქუჩები მილიონობით დოლარი დაჯდა, თუმცა მოსახლეობა სიამოვნებით შეეგება ამ სიახლეს, მეტიც ისინი უკვე წლებია წელიწადის ამ დროს სპეციალურ ხარჯებს საახალწლო განათებისთვის ანაწილებენ.
2019 წელი ულამაზესი იყო, წყლითა და ტურისტებით სავსე ფლორენციაში
ფლორენციის მოსახლეობა ქალაქის ქუჩებს გაოცებული ათვალიერებდა, მართალია ბრიტანეთის კვალობაზე ბევრი აკლიათ, მაგრამ ფლორენციამ 2019 წელი მაინც გაიფერადა.
საშობაო ბაზრობებითა და უამრავი გასართობი ღონისძიებით სავსე ქალაქი ჟრიამულით შეხვდა 2019 წელს და დარწმუნებული ვარ ასევე მხიარულად გააცილებენ უკვე ახალი განათებით.
22 ნოემბერს, 2019 წელს ტურისტებისა და მაცხოვრებლების თანდასწრებით საზეიმო ვითარებაში, საახალწლო ნაძვის ხე დაიდგა
ნოემრიდან იანვრის ბოლომდე ბანკოგი ახალ წელს აღნიშნავს და 35 მეტრის ნაძვის ხეც ჩაუქრობლად დგას მთავარ მოედანზე.
ტაილანდის ეს უზარმაზარი ნაძვისხე 2 მილიონამდე ნათურას საჭიროებს
თუმცა ეს კიდე არაფერია, ბანკოგი ყოველ ახალ წელს საგულდაგულოდ ირთვება და მილიონობით დოლარს განათებებში ხარჯავს.
რა თქმა უნდა საახალწლო დეკორაციებზე საუბრისას ამერიკის დავიწყბა სირცხვილი და უნამუსობაა
ამერიკის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა საზეიმო ვითარებაში მოიყვანა ახალი წელი და საზოგადოების თანდასწრებით გაანათა თეთრ სალხი, შემდეგ ვიდეო რგოლიც კი გადაიღო.
ვიდეოში დეტალურად შემოიარა მთელი სახლი და საზოადოებას მათი მორთული ყველა ოთახი დაათვალიერებინა. საზოგადოებამ თეთრი სახლის საშობაო დეკორაცია ერთ-ერთ საუკეთესო მორთულობათა სიაში დაასახელა.
ახალი წელი, შობა, მადლიერების დღე და სხვა მრავალი დღესასწული ყველგან კარგია, თუმცა თბილისის გამოტოვება არ შეიძლება
მკაცრად ნუ შევაფასებთ, ნელ-ნელა ვიხვეწებით და ოდესმე თეთრი სახლივით მოვრთავთ პარლამენტის შენობას ან თუნდაც პრეზიდენტის რეზიდენციას.
მთლიანი ფონი რომ შევაფასოთ არც ისე ცუდია, განათეული და ბედნიერი ხალხით სავსე ქუჩები უხდება თბილისს.
2019 წლის ბოლო ბლოგს აქ დავამთავრებ
დასვენების დროა, თქვენც უნდა დაისვენოთ 2020 წელს ბევრი, ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება, მოგზაურობები, ტრენდები, საინტერესო ისტორიები და ადამიანები, ასე რომ დროებით, მომავალ წელს, ისევ აქ ისევ ბლოგებით შეგხვდებით!
წინა ბლოგი: როგორ მოვაწყოთ სახლი 2020 წელს