5 მწერალი და 5 სახლი – ცხოვრება წიგნებს გარეთ. – Fortis
ისინი ისხდნენ, იდგნენ, იწვნენ, მუშაობდნენ, ეძინათ და განუწყვეტლივ წერდნენ რომანებს, ქმნიდნენ მომავალს და ყვებოდნენ არნახული სიყვარულის ისტორიებს, გვასწავლიდნენ, რომ ყველაფერი, ყოველთვის კარგად ვერ დასრულდება და საცოდავია ადამიანი, რომელიც ვერ ისწავლის მეგობრობის, თანადგომის და ერთადერთი წრფელი გრძნობის, სიყვარულის ფასს.
რომ არა მწერლები და პოეტები, რომ არა მათი ისტორიები და რომანები, ვის ეცოდინებოდა რა ძალა აქვს მეგობრობას, როგორ იბადება ერთგულება და სად გადის ზღვარი ადამიანობასა და არაადამიანობას შორის, კულტურასა და უკულტურობას შორის.
იცით? ისინიც ჩვენნაირად ცხოვრობდნენ და განიცდიდნენ ტკივილს. ჩვენნაირად უგრძვნიათ მარცხიც და წარმატებაც, ხომ გაგიგიათ მანახე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო, ხშირად მათი სამუშაო სივრცე, ოთახი ან მთლიანად სახლიც მათ პიროვნებას გამოხატავს.
ცნობილი მწერლების სახლ-მუზეუმები, უბრალო, უშუალო და მათსავით გამორჩეულია.
ანა ფრანკი ამსტერდამში ცხოვრობდა, ამსტერდამშივე დაწერა დღიურები და დღეს მის მუზეუმს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს
თითქოს არაფრით გამოირჩევა ეს შენობა სხვა ნაგებობებისგან. უბრალო ჰოლანდიური სტილის არქიტექტურის ნიმუშია, თუმცა ამ სახლს განსხვავებულობას მისი ისტორია სძენს და სახლის საინტერესო ინტერიერი, რომელიც 14 წლის გოგონას ცხოვრებას კარგად გამოხატავს.
მუზეუმი უამრავი კიბითა და წიგნებით არის დატვირთული, ამ კედლებში მეორე მსოფლიო ომის ტკივილი და შიში ინახება, სახლ-მუზეუმი ძველი და ამავდროულად საოცრად საინტერესოა.
ინტერიერის ძველი ჰოლანდიური სტილი თითქოს ცივი, უხეში და მტკიცეა.
ვირჯინია ვულფი ინგლისში, როდმელში ცხოვრობდა. სრულიად უბრალო, მარტივი არქიტექტურით აშენებულ პატარა სახლში
თავის მეუღლესთან ერთად 1919 წელს, ლონდონის მაცხოვრებელი გახდა და სავარაუდოდ აქ დაწერა ,,გზა შუქურისკენ“, ,,სახლი მოჩვენებებით“ და მოთხრობების ვრცელი ჩამონათვალი.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ვულფი შეუერთდა ხელოვანთა გაერთიანებას „ბლუმსბერის ჯგუფს“, სწორედ ამ სახლში იმართებოდა შეხვედრები.
საინტერესოა, სად ეტეოდა ხელოვანთა არმია, ეს ძველი ბრიტანული სტილის არქიტექტურა, უბრალო და სადაა, დიდად არც სიდიდით გამორჩევა.
ავეჯი და სახლის ექსტერიერი ვირჯინია ვულფის ადგილსამყოფელს შეიძლება ითქვას, რომ სანახევროდ მოასწავლებს.
ვულფს მძიმე ცხოვრება ჰქონდა, ფსიქოლოგიური ტრავმების გამო მას ადრეულ ასაკში მწვავე დეპრესია დაეწყო და სწორედ ამ სახლში 1941 წელს თავი მოიკლა.
,,-ტომ… პასუხი არ არის
-ტომ.. პასუხი არ არის
-სად დაიკარგა ეს ბიჭი.”
მარკ ტვენი, ამ სახლში 1874-91 წლებში ცხოვრობდა. სახლი ამჟამად მუზეუმად არის ქცეული და ის ამერიკის შეერთვებულ შტატებში, ფარმინგტონ ავენიუს ამშვენებს.
იცით, რომ 1876 წელს სწორედ აქ დაამთავრა მარკ ტვენმა, ყველაზე ცნობილი საბავშო წიგნი ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“ და ,,ჰეკლებერ ფინის თავგადასავალიც“ ამ კედლებში დაწერა
აუყვებოდა კიბეს და ტომ სოიერის მორიგ ოინს გზადაგზა იფიქრებდა, თან სავარაუდოდ თავისი ვიქტორიანული სტილის სახლით ტკბებოდა.
მარკ ტვენი ამ ძველებურ დივანზე ჩამოჯდებოდა და საათობით ფიქრობდა ხოლმე წიგნებზე, ბავშვებსა და ბედნიერ დასასრულებზე.
ამ ოთახში აუცილებლად დაიწერებოდა რაიმე კარგი, თან სიმყუდროვე და მარკ ტვენად ყოფნა ერთად დიდი საჩუქარია.
მარგარეტ მიტჩელი ატლანტაში, ჯორჯიას შტატში ცხოვრობდა, მეტად მოკრძალებულ და დახვეწილ სახლში
6 წელი ამ კედლებში გაატარა და გენიალური ,, ქარწაღებულნი“ სწორედ აქ, აგურის მყუდრო სახლში დაამთავრა.
მარგარეტი ძალიან ჩაკეტილი და თავისებური იყო, ის, რომ წიგნს წერდა, ბევრმა არც კი იცოდა.
1935 წელს წერა დაამთავრა და ძალიან მალე ,,ქარწაღებულნი“ ბესტსელერი გახდა.
დააკვირდით, როგორი მოკრძალებული და არისტოკრატულია სახლი, თეთრი და წითელი ფერის სასიამოვნო კომბინაცია და ბედნიერი წყვილი მარგარეტის ეზოში.
მარგარეტს წერა მისაღებ ოთახში უყვარდა, სადაც კომფორტს, სიმშვიდეს და ჰარმონიას განიცდიდა.
,,მშვიდობით იარაღო“ თუ წაგიკითხავთ?, თუ არა, იცოდეთ, რომ მთელი სიამოვნება წინ გელით. ერნესტ ჰემინგუეი საოცარი კაცი იყო, მინიმალისტი და გენიოსი მწერალი
თუ ოდესმე ფლორიდაში აღმოჩნდებით ვაითჰედის ქუჩაზე ჰემინგუეის სახლ-მუზეუმი იკითხეთ, უნახავად არ წამოხვდიეთ.
ამ სახლში მწერალი 10 წელი ცხოვრობდა და ეს წლები მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
სანამ ნობელის პრემიას მიიღებდა და კარიერას ბოლომდე აიყვავებდა, უმშვენიერესი ეზოთი და ულამაზესი სახლით ტკბებოდა მწერალი.
დააკვირდით, გამორჩეულ დიზაინს და სადად მოწყობილ ეზოს, ჰემინგუეის სტილი აქვს ყველაფერს.
ამ სახლში თითოეულ ოთახს თავისი ისტორია აქვს, ასე ამბობენ მუზეუმის მფლობელები. ისტორიებს არ გაგვიმხელენ, სანამ იქ არ ჩავალთ და არ მოვინახულებთ. ფაქტია, რომ ჰემინგუეი გემოვნებიანი კაცი იყო და ცნობილია, რომ კატები ძალიან უყვარდა, ახლაც მუზეუმის ტერიტორიაზე 40 კატა ცხოვრობს.
ხალხი ამბობს, რომ სახლი ბევრ რამეს გვიყვება. ეს მართლაც ასეა, ისტორია, კულტურა და ტრადიციები ხომ ზუსტად კედლებში რჩება და მყარად იკიდებს ფესვებს
არქიტექტურა ხშირად ადამიანს აღწერს, მათ თვისებას და გრძნობებს ზუსტად გამოხატვს. მარკ ტვენის სახლი ისეთივე ხალისიანია, როგორიც მისი ბავშვური სული, ვირჯინია ვულფიც ისეთივე ტრაგიკულია, როგორც მისი სახლი. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობს, ადამიანი როგორ და ვისთან ერთად, ყველა დეტალი, კუთხე-კუნჭული პიროვნებას აღწერს, მას გამოხატავს და მალულად ერთი-ორ სიტყვას გეუბნება მასზე. იმედია მოგეწონათ 5 მწერალი და 5 სახლი – ცხოვრება წიგნებს გარეთ.
წინა ბლოგი – დანიელ ლიბესკინდი – ყველა შენობა ისტორიას უნდა ყვებოდეს