ყველა შენობა ისტორიას უნდა ყვებოდეს!

ბრაზილიელი ოსკარ ნიმეირი, რამდენიმე კვირის წინ გავიცანით, გამორჩეული და საინტერესო არქიტექტურის შედევრები ჰქონდა. ბრაზილიაში მის სახელს დღემდე დიდ პატივს სცემენ. გასაკვირი არცაა, დახვეწილი, გამორჩეული და ნამდვილად შთამბეჭდავია მისი ყველა ნაგებობა. არქიტექტურის ისტორიას ნიმეირის მსგავსი, ნიჭიერი ადამიანები ქმნიან  და რა თქმა უნდა, მსოფლიოში ასეთი კიდევ რამდენიმე  მოიძებნება.

ბევრჯერ მითქვამს, რომ განსხვავებული ადამიანები იშვიათად იბადებიან, ბრბოში მათ ის ნიჭი გამოარჩევთ, რომელიც თითქოსდა, მათი დანახვისთანავე ასხივებს. ვაღიაროთ, რომ რთულია კიდევ რამით გააკვირვო საზოგადოება, თუმცა ხანდახან მაინც გაოგნებულები ვრჩებით ხოლმე, მართალია რომ ამბობენ, მჯობნის მჯობნი არ დაილევაო.

დანიელ ლიბესკინდი, გენიალურ არქიტექტორთა სიის ათეულშია,  ამერიკელ-პოლონელ არქიტექტორმა რთული ბავშვობისა და მშობლების ტრავმების მიუხედავად განსხვავებულობა მთელი გულით და სულით შეინარჩუნა

ლიბესკინდი ჰოლოკოსტ გადარჩენილი ებრაელების შვილია

დანიელი აკორდეონზე შესანიშნავად უკრავდა, თუმცა  საბოლოოდ ეს ნიჭი არქიტექტუარას დაუკავშირა და ისეთი ნაგებობების მოფიქრება დაიწყო, აზრადაც რომ არ მოუვიდოდა არავის.

რა შეიძლება ეწოდოს ამას? აბსტრაქცია? სიგიჟის ნაგებობით გამოხატვა? ტრანსფორმერის დაბადება?

არადა ეს ხელოვნების  მუზეუმია ტორონტოში, ერთ-ერთი შემოქმედება და  არქიტექტურის შედევრი.  ცნობისთვის, თუ ნახვა მოგინდებათ დილით 10 საათზე იღებიან.

ყოველ წელს ამ ადგილს მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს და მათი უმეტესობა აღიარებს, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მუზეუმებს შორის. ალბათ ლიბესკინდი ძალიან ამაყია, მსგავსი რამ ვერავინ რომ ვერ მოიფიქრა.

დანიელის სტილი თითქოს ერთმანეთის მსგავსია, ეს სამხედრო მუზეუმი ტორონტოს  ხელოვნების მუზეუმს მაგონებს, სტილი ნამდვილად ერთია, მაგრამ რაღაც მაინც გამოარჩევთ.

მე თუ მკითხავთ,  ლიბესკინდი პერფექციონიზმისგან შორს იყო, აბა ამ სრულყოფილი შენობის თავზე ეს კონსტრუქცია ხომ სულ არღვევს სრულყოფილებას და საერთოდ ჰარმონიუოლობის განცდას ფანტავს.

ფაქტია, დანიელს სულ არ აინტერესებდა ჰარმონია და სრულყოფილება. ქმნიდა იმას, რაც განსხვავებულ და ახალ სტილს დაამკვირდებდა არქიტექტურაში, ვერ ვიტყვი რომ არ გამოუვიდა, ამ ადგილსაც მილიონობით ადამიანი სტუმრობს და მათში აღფრთოანებას სწორედ რკინის კონსტრუქცია იწვევს. რას გაუგებ ამ ხალხს.

აი მაგალითი იმისა, თუ  სადამდე შეიძლება წავიდეს ადამიანის ფანტაზია.

ლიბესკინდის ზიგზაგების მუზეუმი ბერლინში 2001 წელს გაიხსნა, მთელს ევოპაში ყველაზე დიდი ებრაელთა მუზეუმი

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს ნაგებობა გვირაბის იმიტაციაა, ყოველ შემთვევაში ასე თქვა დანიელმა მისი აშენებისას.

გვირაბია თუ უბრალოდ მუზეუმი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია,  რომ მზის სხივები უხდება შუშებით გაწყობილ მორიგ აბსტრაქციას.

დანიელს მშობლები ძალიან უყვარდა, მათ საპატივცემულოდ ებრაელთა მუზეუმები მრავალ ქვეყანაში აუგია, ესეც კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში მდებარე ებრაელთა მორიგი მუზეუმია.

მუზეუმი უდაოდ ძალიან ლამაზია, მისი ფორმა, ფერი და ეს გარდამავალი ლურჯი და ცისფერი ფერები ექსტერიერზე სასიამოვნოდ აღიბეჭდება გონებაში.

თუ ოდესმე  კალიფორნიაში მოხვდებით იცოდეთ, რომ მუზეუმი 5 საათზე იკეტება და  ნომერი 736 მისიონის ქუჩაზე მდებარეობს.

ლიბესკინდის არქუტექტურის შედევრია ეს შენობაც, სტილი თავისთავად მსავია, თუმცა ხალხის დიდ მოწონებას იმსახურებს.

ეს სილამაზეც დანიელს ეკუთვნის, ვაღიარებ მისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად ეს მომეწონა.

პოლონელი არქიტექტორი თვლიდა, რომ შენობა ისტორიას უნდა ყვებოდეს, სწორედ ამ მოტივით ყველა მისი არქიტექტურის შედევრი რაღაც ისტორიის მატარებელია, დანიელმა ერთ-ერთი შენობის აგებისას თქვა, რომ მისი ყველა შემოქმედებიდან, რაღაც ემოცია მოდის და ეს ემოცია ქმნის სწორედ ისტორიას.

ერთ-ერთ ინტერვიუში ლიბესკინდმა ჟურნალისტებს უთხრა: “It has to tell you something, It’s not just walls.”

წინა ბლოგი: შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – IV

Facebook