იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ისტორიული, ძველი და დახვეწილი ნაგებობები ლამაზია, თუმცა ამ შენობებს ყველას ვიწრო, განიერი და მრუდე ქუჩები აერთიანებთ

გიფიქრიათ, როგორი ჭორიკნები  და ამავდროულად ჩუმები არიან მსოფლიოს ქუჩები? წვანან მზის გულზე, მთელი ცხოვრება და ჩვენს ჭორებს არხეინად ისმენენ, მოურიდებლად, ყველაზე,  ყველაფერი იციან. ჩვენ არც კი ვუფიქრდებით ისე ვუყვებით სიყვარულის ისტორიას ტროტუარზე ჩამომსხდრები, ისე ვუმხელთ ჩვენს დარდს სეირნობის ან უბრალოდ რომელიმე პარკში ჯდომისას.

რა იქნებოდა ქალაქები ქუჩების გარეშე? ალბათ ალაგ-ალაგ მიმოფანტული  კორპუსები და უინტერესო უმისამართო ადგილები. ქუჩები ქმნიან სიმყუდროვეს და იმ ალაგ-ალაგ მიმოფანტულ კორპუსებს ერთ მწკრივში ალაგებენ, წესრიგსა და სიმშვიდეს ინარჩუნებენ ქაოსით მოცულ ქალაქებში.  ჩვენ, ადამიანებმა  ამ ქაოსში ერთმანეთის გასამხიარულებლად ქუჩები გავაფერადეთ, შევქმენით ქალაქური თავისუფალი სტილი, რომელიც თითოეულ ადგილს რაღაც თავისებური დეტალით დასამახსოვრებელს ხდის.

გაგიღვიძიათ ისე, ზამთრის ცივ ამინდში ყავის დალევის თავიც რომ არ გქონიათ?

მე გამიღვიძია და ძლივსძლიობით გამიღწევია სახლიდან.

ეს რომ სადმე ქუჩაში მენახა ყავაც მომინდებოდა და მუშაობის ან სწავლის სურვილიც დამიბრუნდებოდა.

ყავის ერთ-ერთმა კომპანიამ ჭა ყავად აქცია და ისიც კი თქვა, ჩვენი ყავა ისეთია, ფოტოსაც კი არომატი ასდისო. რაღაც მეც მომინდა ყავა, ისე გემრიელად გამოიყურება ეს ჭა.

სიტყვა გემრიელი ვახსენე  და უსამართლობა იქნება რომ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ზებრა გადასასვლელი არ გავიხსენო

აქ რომ გადადიხარ გინდა არ გინდა მიმართულება უნდა შეიცვალო და გეზი მაკდონალდისკენ აიღო. აბა ამ გადასასვლელზე გადასვლა და კარტოფილ ფრიზე უარის თქმა როგორ შეიძლება?

იცოდით, რომ ნიდერლანდებში ადამიანებს წყლის დალევა ავიწყდებათ?

გამოსავალი იქაურმა ბინადრებმა  მარტივად იპოვეს, ქუჩები ცისფრად შეღებეს და ხალხს ცხოვრება გაუმარტივეს.

სლოგანი რა თქმა უნდა წყალს დაუკავშირეს,  ესე თქვეს წყალი საჭიროა და  ის ყველგან უნდა იყოსო.

არ მგონია, ამის მერე ნიდერლანდებში წყლის დალევა ვინმეს დაავიწყდეს
ხომ გაგიგიათ, რომ ამბობენ გემრიელად ვიბანავეო?! აი ეს ნამდვილად გემრიელად ბანაობაა

სანაპიროზე, ცხელი მზისა და ქვიშის ფონზე არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე ცივი შხაპი, თან თუ ესე გემრიელად გამოიყურება ხომ საერთოდ, ბანაობას მოგანდომებს ადამიანს ნებისმიერ დროს.

თუ საფრანგეთში ცხოვრობთ, სამსახურიდან დაღლილი გამოხვედით და სახლამდე მისვლაც კი გეზარებათ, გამოსავალი შეგვიძლია ვიპოვოთ

იკეას კრეატიული გათვლა ავტობუსის ლოდინში დასვენების საშუალებას  მოგცეთ.

არასდროს ყოფილა ავტობუსის ლოდინი ესეთი კომფორტული, მგონი დროა იკეამ საქართველოზეც იზრუნოს, აბა რა წესია ფრანგებზე მეტად არ ვიღლებით ვითომ ჩვენ? დასვენება გვინდა აქ ხალხს.

ქუჩების გალამაზებას ყველა ქვეყანაში ცდილობენ, მაგრამ ამ გათვლებში ქუჩებში შექმნილი  კომფორტული ადგილები პირველ ხუთეულშია.

არაფერი არ ალამაზებს ქუჩებს ისე, როგორც წამოწოლა და დასვენება, სეირნობით დაღლილი ფეხებისა და თვალიერებით დაღლილი თვალების განტვირთვა

წამოწექი, დაისვენე და ქაოსური დასვენებით ჰარმონია იპოვე

ქუჩებს ჩვენ ვქმნით, ჩვენ ვალამაზებთ და ჩვენივე კომფორტისთვის ზოგს ვიწროს ზოგს კი განიერს ვაგებთ. ყველა ქუჩა სადღაც მიდის, შემდეგ მეორე ქუჩას უერთდება და ერთი დიდი ჯაჭვი იქმნება, ეს ჯაჭვი უსასრულოა და დედამიწას უვლის გარს. რა მოსაწყენი იქნებოდა ქალაქები ქუჩების გარეშე, მაშინ ხომ ვერც გემრიელ ზებრა გადასასვლელს, ვერც განსხვავებულ საბანაო ადგილს  და ვერც ასეთ ცხელ ყავას ვნახავდით ვერსად.

გაგიგიათ რომ ამბობენ, ყველა ქუჩა ერთმანეთს გავსო? მეც გამიგია, თუმცა ყველა ადგილს რაღაც გამოარჩევს, სწორედ ამ გამორჩეულობას ვქმნით ჩვენ, ადამიანები და ჭორიკანა ქუჩებს ჩვენი დეკორაციებით მეტ საჭორაო თემებს ვაძლევთ.

წინა ბლოგი: შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – IV

Facebook