თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი – ლურჯი მეჩეთი, ბიგ-ბენი და ზაფხულის სასახლე

ჩქარა, ჩქარა,  ჩქარა! ჩალაგდით და წავედით, მესამეჯერ შემოვიაროთ მსოფლიო. ოქტომბერი მოვიდა და სანამ ძალიან აცივებულა და მოუთოვია, კიდევ დავათვალიეროთ ერთი-ორი ადგილი. 3 წუთი ისეთი დროა: ლოგინიდან ადგომას, გამოფხიზლებას, ან თუნდაც უაზროდ წოლასა და ფიქრს ვანდომებთ ხოლმე. ამის მაგივრად მსოფლიო შემოვიაროთ და თბილი,  შემოდგომა ნარევი ჰაერით დავტკბეთ ჯობს. – შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – III

ნაქსოვი შარფი, ფოტოაპარატი და ერთი-ორი ყვითელი ფოთოლი ჩაიგდეთ ზურგჩანთაში, ოქტომბრის ჩქარი ტური იწყება.

შემოდგომა უკვე დაეტყო თბილისს, სექტემბერი ზაფხულის მონარჩენი სითბოებით იტყუებდა თავს, ოქტომბერი დადგა და სიყვითლე მორეული ფოთლები ხალიჩასავთ დაეფინა ქუჩებს. შემოდგომის ხსენებაზე სტამბულში უნდა ჩავიდეთ, Merhaba nasilsin?  შემოდგომის დასათვალიერებლად მოვედით, კარი გაგვიღეთ თუ შეიძლება.

სულთან აჰმედის მოედანზე, აია-სოფიას გვერდით ერთი დიდი ლამაზი მეჩეთი დგას. მას ცისფერ მეჩეთად, ან სულთან აჰმედის სასახლედ მოიხსენიებენ.

საყოველთაოდ აღიარებული ისლამური არქიტექტურის ნიმუში, მე -17 საუკუნეში სულთან აჰმედ პირველის ბრძანებით აუშენებიათ და წლების შემდეგ სულთანიც იქ დაუკრძალავთ.

რაც არ უდა გასაკვირი იყოს, მეჩეთის მშენებლობაზე 210 000 ფილა გამოუყენებიათ და არიტექტორის ბრძანებით იზნიქიდან ჩამოუტანიათ

გენიოსი და სასწაული ხელოვანი უნდა იყო ესეთი ნაგებობა რომ ააგო.

მეჩეთს უყურებ და ხვდები, რომ წმინდა თურქული ტრადიციებისა და წესების თავმოყრაა ცისფერი ზღვისა და ცის ფონზე.

მდიდრული და დახვეწილი, დიდი და მყუდრო ნაგებობა ერთ მოედანზე. არქიტექტურისა და გემოვნების სასიამოვნო ნაზავი.

თურქული ჩაით და სიმითის არომატით  გაჟღენთილ ქუჩებს, მზის  ულამაზეს ჩასვლასა და ცისფერ მეჩეთს სტამბულის ფერად ქუჩებში წააწყდებით. მარტო აქ ღირს 3 წუთის დახარჯვა და ტკბობა ამ არქიტექტურით

ყველაფერი კარგია, მაგრამ მუსულმანურ ქვეყანას მკაცრი წესები აქვს!

არ დაგავიწყდეთ, მეჩეთში შესვლისას ქალებმა თავსაფრები დაიფაროთ და კანის შიშველი ნაწილი ტანისამოსით დაფაროთ, ფეხზე ყველამ გაიხადოთ და ფეხსაცმელი სპეციალურად მოწყობილ თაროებზე დააწყოთ.

ჩუმად შედით, მოლას ქადაგებას უსმინეთ, ინტერიერი დაათვალიერეთ და გამოდით სხვა ადგილებიც სანახავი გვაქვს.

ამდენი საინტერესო არიტექტურული შედევრი ვნახეთ და ბრიტანეთი როგორ გამოგვრჩა?

პრინცმა ჰარიმ ან მეგან მარკლიმ რომ გაიგონ ეწყინებათ, არადა ძალიან უყვართ ხალხი და  განსაკუთრებით ტურისტები. ხოდა, წავიდეთ ლონდონში, ბიგ-ბენის რესტავრაციას უკვე მორჩნენ და დავათვალიეროთ.

ინგლისური რძიანი ჩაის და ნისლიანი ამინდების წუთებს გახსნილად ვაცხადებ, შემოდგომა უკვე კარგად იგრძნობა ლონდნში

უესტმინსტერის საახლე, ექვს ზარიანი კოშკი და ტემზას ხმა ლონდონის ტურისტებით სავსე ქუჩებს იდეალურად ავსებს.

განსხვავებული არქიტექტურის ნიმუში, უცნაური ფორმა, სიმაღლე და ფერთა შერწყმა ინგლისისთვის არც ისე უცხო, მაგრამ გამორჩეული დიზაინია.

ინტერიერი და ექსტერიერი ისეთივე დახვეწილია, როგორც ბრიტნული აქცენტი და პატარა ჩაის ჭიქაში გარეული თბილი რძე.

კოშკის ძირითადი ნაწილი ქვიშისფერი კირქვის აგურითაა ნაშენები, დანარჩენი ნაწილი  კი თუჯით. კოშკის თავზე ექვს ზარიანი საათი და მისტიური ადგილებია ჩაშენებული.

სწორედ ეს ქმნის ბიგ-ბენს განსხვავებულ არქიტექტურულ ნიმუშად, მსგავსი მისტიურობა ჩვენი მოგზაურობის დროს არ შემხვედრია.

ბიგ-ბენის კოშკის დათვალიერება აკრძალულია ტურისტებისთის, როგორც ცნობილია ადრე კოშკის თავში ციხე მდებარეობდა, სადაც ძალიან თავგასულ პატიმრებს კეტავდნენ ხოლმე

საინტერესოა შეგეძლოს შექმნა ესეთი სილამაზე და კიდევ მეტი მისტიურობა დაუმატო გენიალურობის მაღალ კოშკებს.

კიდევ  უფრო მისტიური იცით რა არის? ბიგ-ბენის ზარი 4 წელი არ დარეკავს. 2021 წლამდე იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და  ვინ ცის, იქნებ ციხის დანგრევა უნდათ ხალხმა რომ არ გაიგოს ამის შესახებ?

ბიგ-ბენი იქით იყოს და შორს აზიაში ჩავიდეთ, დროც გვეწურება და თან ყველაფერს ერთ ნახვაზე ხო არ მოვინაულებთ. შემოდგომა კი არის, მაგრამ ზაფხულის სასახლე უნდა დავათვალიეროთ პეკინში

დღეგრძელობის ბორცვს აუყევით და იქვე  აღმოსავლური სტილის  ლამაზ არქიტექტურის ნიმუშს დაინახავთ.

მე-18 საუკუნის სასახლე ტურისტთა დიდ მოწონებას იმსახურებს და ამის მიზეზი რამდენიმე ქვეყნის არქიტექტურის მიქსია. სასახლეში და ბაღში არა მარტო ჩინეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, არამედ ზოგადი აღმოსავლური კულტურის შტრიხებია მიმოფანტული.

სასახლის გაფორმებაზე 30 მილიონი ვერცხლია დახარჯული

ამდენი  ვერცხლის შემხედვარე, გული დამწყდებოდა კიდეც ასეთი ლამაზი რომ არ ყოფილიყო.

რამდენიმე წლის წინ, იუნესკომ მოიწონა ზაფხულის ბაღის ეზო და დააფასა აღმოსავლური კულტურის არქიტექტურა. წითელსა და შინდისფერში გაწყობილი ექსტერიერი, აყვავებული და ენდემური ჯიშის მცენარეებით მორთულ ბაღს გადაჰყუებს.

ზაფხულის სასახლე მას  ტბასთან  მდებარეობის გამო ეწოდა, ზამთარში იქ ყველაფერი იყინება და სითეთრე არ უხდება ფერად ნაგებობას, ზაფხულში ბაღი ყვავის, ტბა თბილია და იდეალური დროა დასათვალიერებლად

3 წუთი გავიდა, დღეისათვის სულ ეს იყო და მორჩა ჩვენი მორიგი მოგზაურობაც, თუმცა სანამ შემოდგომა და სასიამონო ამინდებია, ნაქსოვი შარფებითა და ყითელი ფოთლებით ხეტიალს არ შევწყვეტთ. მერე ზამთარში მთებისკენ დავიძრებით და თოვლისა და ახალი წლის მოლოდინში უამრავ ადგილს დავათვალიერებთ .

ჯერ კიდევ არ იცით წინ რა გელოდებათ, ასე რომ მზად იყავით.

 

წინა ბლოგი: შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – II

Facebook