ავსტრალია, ესპანეთი და საფრანგეთი – სიდნეის ოპერა, საგრადა-ფამილია და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ემფაიარ სთეით ბილდინგი, ლუვრი და თაჯ-მაჰალი მოვინახულეთ, 3 წუთი გავიდა და ცოტახანი შევისვენეთ კიდეც. კარგი ამინდებია გამოცხადებული ინდოეთში, მაგრამ მეტი დასვენების დრო არ გვაქვს, ხოდა გზა გავაგრძელოთ მსოფლიო გვაქვს შემოსავლელი 3 წუთში. შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – II

ოკეანე კიდევ ერთხელ გადავცუროთ და პატარა კონტინენტს, ავსტრალიას გადავავლოთ თვალი. რა შეიძლება ნახო აქ, თუ არა გრანდიოზული  სიდნეის ოპერის თეატრი.  XX-საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა და მსოფლიოში განთქმული საკონცერტო დარბაზი.ჯერ კიდევ საუკუნის წინ, დანიელმა იორან უტზონმა ბევრი იფიქრა და შექმნა განსხვავებული და განუმეორებელი სიდნეის ოპერა, არც ისე ძველი, მაგრამ საინტერესო  არქიტექტურის შედევრი.

იორან უტზონმა ამ შენობისთვის 2003 წელს ,,პრიცკერის პრემია” მიიღო.

ტურისტებისთვის ეს ნიჟაროვანი სახურავი ყურეში მცურავ აფროსან ფლოტილიას ჰგავს, თუმცა ეს უბრალოდ ტალღების იმიტაციაა და ავსტრალიის ხმაურიან სანაპიროებს განასახიერებს.  

2018 წელს ავსტრალიას სიდნეის ოპერის სანახავად წლის გაანმავლობაში, 8.4 მილიონი ადამიანი ეწვია. ნამდვილად სასიამოვნოა ოკეანედან წამოსული ბრიზი და ოპერის ჰანგების შერწყმა ერთ დიდ სცენაზე.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ქალაქ სანტა კრუზშიც დგას სიდნეის ოპერის მსგავსი შენობა, თუმცა ახალი აშენებულია და  სანტა კრუზის არქიტექტორები მსგავსებას ამ ორ შენობას შორის არ აღიარებენ.

მოდი ჩვენ მაინც ვაღიაროთ, რომ ამ ორ შენობას შორის შესამჩნევი მსგავსებაა.

ესპანეთი ვახსენეთ და ბარსელონში ჩავფრინდეთ

ფერადი ქუჩები, ტურისტებით გადაჭედილი მუზეუმები, გვერდით მოვიტოვოთ და  საგრადა-ფამილიასთან ჩუმად, რამდენიმე წუთით შევჩერდეთ.

გინახავთ რომელიმე  არქიტექტურის შედევრი ამაზე ლამაზი და დახვეწილი?

ვუყურებ და ვერ ვძღები ამ სილამაზის ყურებით, ანტონიო გაუდმა ამ პროექტის აშენებას, 40 წელი მოანდომა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულიად გადაეშვა ამ სილამაზის შექმნაში.

არ ვიცი, რა დონის გემოვნება, ფანტაზია და ცოდნა გჭირდება ეს რომ შექმნა.

ბაზილიკური სტილი, ყველა დროის გამორჩეული დიზაინი და ფერთა იდეალური გამა საგრადა-ფამილიას გამორჩეულობას და უნიკალუობას უკვე 3 საუკუნეა უნარჩუნებს.

დაუსრულებელი მშენებლობის გამო ერთხელ გაუდის ხუმრობით უთქვამს ,,ჩემს კლიენტს არ ეჩქარებაო“.

ტაძარი დღემდე დაუმთავრებელია, თუმცა 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ ღვთისმსახურების დაწყების ნებართვა გასცა.

ცისფერი ცა, შენობებით გადატვირთული ქუჩები და საგრადა-ფამილია, აი ეს არის არქიტექტურის დაუიწყარი კვალი საზოგადოებასა და მსოფლიოზე.

არ მინდა, მაგრამ ესპანეთს უნდა გამოვეთხოვოთ და სიყვარულის ქალაქში კიდევ ერთელ შევდგათ ფეხი.

,,bonjour“ ფრანგებო, ჩვენ დავბრუნდით და პარიზის ღვთსმშობლის ტაძარი უნდა დავათვალიეროთ

ის ცნობილია, როგორც ნოტრ-დამი და გოთიკური არქიტექტურის  ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშია. ტაძრის სკულპტურები და განსხვავებული დიზაინის მინა ნატურალიზმის ძლიერი გავლენის შედეგია.

ტაძრის მშენებლობა საუკუნეების განმავლობაში შეუჩერებლად მიდიოდა, არქიტექტორები ვერ ხვდებოდნენ, როგორ გაეგრძელებინათ და შეექმნათ მისი შესაფერისი დიზაინი.

ჟან დე შალმა და პიერ მონტერიელმა საბოლოოდ დაასრულეს ტაძრის მშენებლობა და საუკუნოვანი ისტორია მის არქიტექტურაზე გამოსახეს.

2019 წელს საზარელი შემთვევა მოხდა, 15 პრილს სარემონტო სამუშაოების დროს, ერთი დღეს ჩამოიშალა  საუკუნეების ისტორია და არქიტექტურა, ერთ დღეს დაინგრა და წაიშალა სტილისა და ჰარმონიის ნაზავი

ვერაფერი და ვერვინ ვერ ატკენს გულს ადამიანს ისე,  როგორც ამ სურათებისა და ფაქტების აღქმა.

ნოტრ-დამის აღდგენა უკვე  მიმდინარეობს და 2029 წლისთვის ის სრულიად დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს. 

იმედია კიდევ ვიხილავთ მრავალჯერ, რადგან ნამდვილად საწყენი და სამწუხარო იქნება დაკარგო სილამაზე და დაკარგო არქიტექტურის ნიმუში, ისეთი როგორიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარია.

დღეისათვის სულ ეს იყო, 3 წუთი გავიდა და მსოფლიოც შემოვიარეთ, თუმცა სანახავი კიდევ ბევრია

ასე რომ, დაზოგეთ დრო და ფინანსები, რა იცით წინ რა გელოდებათ?

წინა ბლოგი : შემოიარე მსოფლიო 3 წუთში

Facebook Instagram