ის ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია – შესანიშნავი მსახიობი, კინორეჟისორი, ჰუმანიტარი და ,რაღა თქმა უნდა, სილამაზის ეტალონი. მან რამდიმე თვის წინ ლოს-ანჯელესში 25$ მილიონად ახალი სახლი შეიძინა. მას დემილის ბინას უწოდებენ – მისი ყოფილი მფლობელის, სესილი დემილის, ცნობილი კინორეჟისორის, საპატივცემულოდ – ანჯელინა ჯოლის ედემის ბაღი
სახლი, რომელიც 8.5 ჰექტარს მოიცავს, 1913 წელსაა აგებული და ლოს-ანჯელესის გარეუბანში, ლოს-ფელიზში, მდებარეობს.
ხედზე საუბარიც ზედმეტია, აქედან, როგორც ქალაქი, ასევე ოკეანეც შესანიშნავად მოჩანს
მთავარი შენობის ექვსწლიანი რესტავრაცია ახლახანს დასრულდა. საბედნიეროდ, სახლმა თავისი თავდაპირველი სტილი შეინარჩუნა, თუმცა რამდენიმე თანამედროვე ელემენტი დაემატა, რომლიც გარეშეც ჰოლივუდის ვერცერთი ვარსკვლავი ვერ იცხოვრებს.
აღსანიშნავია, რომ ამ სახლს ჯორჯიანული სტილის ელემენტები აღენიშნება
პირველი სართულის ფანჯრები, შენობის სტაბილურობისთვის, ოდნავ მცირე ზომისაა, მეორე სართულის ფანჯრები მოგრძო მართკუთხედის ფორმის.
ასევე, რამდენიმე ფანჯარას და მთავარ კარს ზემოდან ორნამენტებით დაყოფილი მარაოს ფორმის მცირე ზომის ფანჯარა ადგას.
შიგნით შესვლისას თქვენ გრანდიოზულ ფოიეში აღმოჩნდებით, საიდანაც მოღუნული კიბე მეორე სართულზე ადის. პირველ სართულზე გვხვდება სასტუმრო ოთახი, სასადილო, სამზარეულო და ბიბლიოთეკა.
ფოიეს კედლები და ჭერი ნათელი ფერისაა. სკამები და ცენტრალური მრგვალი მაგიდა კი ამ ნათელ ფერებს იწოვს, რაც სიმყუდროვეს მატებს ოთახს.
მცენარე ფოიეში შემომავალ სტუმარს თითქოსდა დიდი სიხარულით იწვევს სახლში, ასე რომ, დაფიქრდით თქვენს ფოიეშიც მცენარის დადგმაზე.
აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ოთახის კედლები რომაული სვეტებითაა დამშვენებული.
მეორე სართულზე განთავსებულია ექვსი საძინებელი და რამდენიმე სააბაზანო, რომლებიც ორიგინალურ არტ-დეკოს სტილს ინარჩუნებენ.
ამასთანავე, რომაული სააბაზანოს ელემენტებიც დაკრავს – თეთრი აგურის კედლები და კედლის ჰორიზონტალურად გამყოფი ორნამენტები.
გარეთ ძვირფასი პაციოა, საიდანაც უზარმაზარ ეზოში გავდივართ. თავისი მოვლილი ხეებით, ვარდების ბაღებითა და ძველებური ჰოლივუდის სტილის ფანტანებიანი აუზით ფილმში გაგრძნობინებთ თავს.
ამასთან ერთად ანჯელინას, ოპრას მსგავსად, ჩაის სახლიც აქვს. როგორც ჩანს, ჩაის სმა ვარსკვლავთა ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია.
სტუმრებისთვის ეს გამწვანებული ეზო იდეალური ადგილია.
საინტერესოა მოიპატიჟებს თუ არა თავის მეზობლებს, ნატალი პორტმანს, კრისტენ სტიუარტს, კეისი ეფლეკს და ა.შ, ამ საოცარ ადგილას.
წინა ბლოგი: რამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ინტერიერში