მედია ვარსკვლავი და ფილანტროფი, ოპრა უინფრი, ცნობილია თავისი თოქ-შოუთი. მან ყველა თავისი პროექტიდან მასიური თანხის გამომუშავება მოახერხა და დღეს-დღეობით, მისი ქონება დაახლოებით 2.7$ მილიარდადაა შეფასებული – „დაპირებული მიწა“

მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც შეძლო გამხდარიყო სატელევიზიო შოუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამყვანი.

ამან საშუალება მისცა რამდენიმე შესანიშნავი სახლი შეეძინა. მთლიანობაში მას ექვსი სახლი აქვს. ექვსის ნაცვლად რვა იქნებოდა 2008 წელს ორი, 9625-სა და 4806  კადრატული ფუტის, სახლი რომ არ გაეყიდა.

დღეს მონტესიტოში მდებარე მის სასახლეზე ვისაუბრებთ.

ოპრა უინფრის სახლი მონტესიტოში

ეს საოცარი შენობა 1912 წელსაა აგებული. ოპრამ ეს 23000 კვადრატული ფუტის სახლი, რომელიც 100 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, 2001 წელს 50$ მილიონად შეიძინა.

დღეს, რესტავრაციის, გამწვანებისა და მისი მესაკუთრის იდენტობის შედეგად, მისი ღირებულება 90$ მილიონს აღწევს.

შენობა ნეო-ჯორჯიანული სტილისაა. მას ორივე მხრიდან, აგურის კედლებით შემოსაზღვრული, გრძელი და ვიწრო ბილიკი ერტყმის, რომლებიც მთავარ კარიბჭეს უერთდება.

ეზო გამწვანებულია, როგორც ეს ჯორჯიანულ სტილს ახასიათებს. ბილიკებს ორივე მხრიდან მცენარები აკრავს და ნახევრად ხეები ფარავს. კედლები თითქმის მთლიანად სიმწვანითაა დაფარული.

ეს ადგილი „დაპირებული მიწის“ სახელითაა ცნობილი და 6 საძინებელს, 14 სააბაზანოს, მარანს, საუცხოო სამზარეულოს, ორ მინი-კინო-თეატრს, ორ აუზს, ვრცელ ეზოს, ტენისის მოედნებსა და კიდევ მრავალ საინტერესო დეტალს მოიცავს.

ფოიე

ქალბატონი თავისი სახლის შემოსასვლელს „ფოიეს“ ეძახის.

ამდენი ყვითელი ფერი წესით არასასიამოვნო უნდა იყოს თვალისთვის, თუმცა დეკორაციებით გადატვირთული კუთხე, რომელსაც კიბე გველივით ეკვრის, სიმყუდროვის განცდას ტოვებს.

სამზარეულო და სასადილო

„დაპირებული მიწის“ სამზარეულოს მთელი ხიბლი მისი კედლებია. კერძოდ კი ქვის კედლებზე ამოტვიფრული ნახატები და ორნამენტები.

სამზარეულოს მეზობლად სასადილოა, სადაც ორ ულამაზეს შანდალს ვხვდებით, რომლებიც მბზინვარე მაგიდაზე დევს.

მაგიდის თავზე დაკიდეული ჭაღიც კი შანდალისებრია. იატაკი აღმოსავლური ხალიჩითაა დამშვენებული, რომელიც ოთახის სიკაშკაშეს იწოვს და მას უფრო რბილს ხდის.

საკითხავი ოთახი

ეს ოპრას საკითხავი ოთახია. ცნობილია, რომ კითხვა მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმეა, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მას ამისთვის ცალკე სივრცე, თანაც რა სივრცე, აქვს გამოყოფილი.

წიგნები თაროებზე იდეალურადაა ორგანიზებული.

აუზი

აუზი უკანა ეზოს ცენტრშია მოთავსებული. მას სამი მხრიდან პალმები და სხვა მცენარეები ფარავს.

თუ დააკვირდებით, წყალი მომწვანოა, ის ჭუჭყიანი ნამდვილად არაა, ეს შეგნებულად შექმნილი ოპტიკური ილუზიაა. ეს ფერი მეტად ბუნებრივია და ტროპიკული წყლის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც გარშემო არსებულ მცენარეებს იდეალურად ერწყმის.

სკულპტურები

ეს სკულპტურები მექსიკელი ხელოვნის, ფრანცისკო ზუნიას, მიერაა შექმნილი.

ამ შემოქმედების სახელია „Grupo De Quarto Mujeres De Pie“ და ის ქალის ცხოვრების ოთხი ფაზის სიმბოლოა.

ეს ფაზებია: ახალგაზრდობა, ორსულობა, საშუალო ასაკი და სიბერე.

ჩაის სახლი

დიახ, მედია ვარსკვლავი და ფილანტროფი ოპრა უინფრი ჩაისთვის ცალკე შენობას ფლობს.

ეს შენობა ადრე ყვავილების მოსაყვანი ადგილი იყო, მაგრამ ოპრამ გადაწყვიტა, რომ ჩაის დალევა სიმწვანეში უფრო მეტად სასიამოვნო იყო.

ერთი დღე არ გეყოფათ ოპრას სახლის დასათვალიერებლად. ის თავისი დროის უდიდეს ნაწილს აქ ატარებს, თუმცა კიდევ სხვა ულამაზეს უძრავ ქონებასაც ფლობს. 

წინა ბლოგი: საუკეთესო მცენარეები სახლისთვის

Facebook  Instagram