პენთჰაუსი, შენობის თავზე, დახურული სივრცეა. ასეთ ნაგებობაში შეიძლება ლიფტის ძრავა, ან ჰაერის კონდიცირების აპარატურა ინახებოდეს, ანდაც სახურავისკენ მიმავალ კიბეებს ეთმობოდეს ფართი. ჩვეულებრივ, პენთჰაუსი შენობის ვერტიკალური დაბოლოებებისგან მოშორებულია, რაც ტერასებსა და გახსნილ სივრცეს იძლევა. თუმცა, დღესდღეობით არქიტექტორებისთვისა და ბინის გამყიდველებისთვის პენტჰაუსი ნებისმიერ ბოლო სართულთან ასოცირდება.
დღესდღეობით ეს სიტყვა მდიდრულ ბინას აღნიშნავს, რომელიც პანორამული ხედითაა აღჭურვილი.
მოუხედავად ამისა, ისტორიულად ის უბრალო, მცირე ზომის ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც დიდი ზომის შენობებს ჰქონდა მიდგმული.
შუა საუკუნეებში პენთჰაუსი მნიშვნელოვანი საალყო გამოგონება იყო, რადგან ის ფარავდა ჯარისკაცებს.
დღესდღეობით, პენთჰაუსი ფუფუნების სინონიმია.
მაგრამ, ის ფაქტი, რომ თქვენი საოცნებო პენთჰაუსი შესაძლოა თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს სცდებოდეს, არ ნიშნავს იმას, რომ ფუფუნების შეგრძნების შესაქმნელად თქვენს სახლში დიზაინის სხვადასხვა იდეების შეტანა არ შეგიძლიათ.
მანჰეტენის ეს პენთჰაუსები თავიანთი უზარმაზარი ფანჯრებითა და ნიუ-იორკის ხედით ტრაბახობენ.
დიზაინერებმა შესანიშნავად იმუშავეს. მათ ავეჯი ისე განალაგეს, რომ ყოველი კუთხიდან ჩანდეს შესანიშნავი ხედი, თანაც L ფორმის მქონე ტახტის მეშვეობით ოთახის ცენტრს მყუდროებაც შემატეს.
შუაში მდებარე ყვავილები კი საოცარ კონტრასტს ქმნის გარშემო არსებულ ბეტონსა და რკინასთან.
არ არის აუცილებელი თეთრი ფერი მოსაწყენი იყოს. პრიალა თეთრი იატაკი უკიდეგანო სივრცის ილუზიას შექმნის, აბრეშუმისებრი პრიალა დახლები კი სივრცეს უფრო ღიად წარმოაჩენს.
ამ ოთახის მთელი ხიბლი ისაა, რომ ცენტრალური სივრცე ერთგვარად იზოლირებულია.
ქვემოდან ოვალისებრი ხალიჩით, ზემოდან კიდევ ოვალისებრი ჭერით. ამ სივრცეში კი იდეალურად ეტევა მაგიდა და სკამები. არ არის საჭირო ტენისის მოედნის ხელა სასადილო ოთახი გქონდეთ, რომ მსგავსი იდეა განახორციელოთ.
თეთრი სივრცე ყურადღების მაგნიტს მოითხოვს, რომ თვალი ზედმეტად არ დაიძაბოს ამდენი სიკაშკაშისგან და ოთახს მყუდროება შეემატოს.
ამ როლს მკაფიო ფერები იდეალურად ასრულებენ.
ხის პანელები ისევ მოდაშია.
როგორც აღვნიშნეთ, პენტჰაუსი ბინის გამყიდველებისთვის ბოლო სართულთან ასოცირდება. ბოლო სართულის რა გითხრათ, მაგრამ ამ ოფისს უდაოდ საუკეთესო ხედი აქვს.
ჩაშენებული თაროები და მაგიდა სივრცის მაქსიმიზაციას ახდენს. იფიქრეთ ჩაშენებული ავეჯის შეძენაზე, ამით სივრცესაც დაზოგავთ და ფულსაც.
ნაცრისფერი არაა აუცილებლად ცივი ფერი. ხე და ნაცრისფერი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და სისუფთავის განცდას გვიქმნის.
ეს ოთახი თავის სრულ პოტენციალს იყენებს.
ჩაშენებული ავეჯი თაროებს, უჯრებს, ტელევიზორის ადგილს და მაგიდასაც კი გვაძლევს, ისე, რომ ოთახი თითქმის ცარიელი რჩება.
აქ სივრცის დაზოგვის კიდევ ერთ მაგალითს ვხედავთ.
დიზაინერმა ამისათვის კიბე გამოიყენა. მან არა მხოლოდ ფეხსაცმლის დასაწყობი, არამედ ქურთუკების დასაკიდი ადგილის გამონახა.
იყავით კრეატიულები თქვენი კიბეების მიმართ და დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ის მაქსიმალურად გამოიყენოთ.
აქ ორი ოთახის იდეალურ შერწყმას ვუყურებთ. შპალერი, რომელიც ორივე ოთახს ნაწილობრივ ედება, მათ აერთიანებს მწვანე ფერის მეშვეობით, ამას ემატება ისიც, რომ ორივე ოთახში ვხედავთ მცენარეებს.
ფერების მეშვეობით ოთახების ერთმანეთზე მიბმა ისე შეიძლება, რომ ერთიდან მეორეში გასვლაც კი ვერ გააანალიზოთ და ორივე ერთ ოთახად აღიქვათ.
სპარსული ხალიჩები დღესდღეობით ძალიან პოპულარულია.
პენთჰაუსის ამ საძინებელმა ხალიჩის ფერებისა და ფორმების მეშვეობით საწოლის ქვედა ნაწილისა და იატაკის მუქ ფერებს ხაზი გაუსვა, რადგან დანარჩენი ოთახი ნეიტრალური ტონებითა და სუფთა ხაზებითაა შემკული.
თქვენ შეიძლება ასეთ აბაზანაში ვერასდროს ამოყოთ თავი, მაგრამ ცოტაოდენი ფუფუნებით თავის განებივრებას თბილი განათებით მაინც შეძლებთ.
აქ თქვენ ხედავთ, რომ საფეხურების ქვეშ თბილი ფერის ნათურებია დამონტაჟებული, ნიჟარების ზემოთაც და უშუალოდ აბაზანის თავზეც. ასევე სააბაზანოს ზედაპირი პრიალა უნდა იყოს, რომ თბილი ფერი აირეკლოს.
ამ შავ-თეთრ საძინებელს ყავისფერი სავარძელი ათბობს და მამაკაცურ სივრცეს გარკვეულ ბუნებრიობას მატებს. არ შეგეშინდეთ შემოიტანოთ თქვენს სივრცეში რაიმე განსაკუთრებული.
დროებით!
წინა ბლოგი – ინდუსტრიული სტილი ინტერიერის დიზაინში