საძინებელი სახლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ძილი ადამიანის ცხოვრების 1/3 შეადგენს. ყველასთვის ცნობილია, რომ ჯანმრთელ ადამიანს ყოველთვის კარგად სძინავს. ამიტომ, საძინებელი ოთახის დიზაინსა და სწორი გარემოს შექმნას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. წარმოიდგინეთ, გრძელი დამღლელი დღის ბოლოს დაქანცული მიდიხართ სახლში და ყველაზე მეტად გინდათ სითბო, სიმშვიდე და დასვენება. სწორი გარემოს შესაქმნელად კი რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
ოთახის ფერები
საძინებელში მოერიდეთ კაშკაშა და მყვირალა ფერებს. უმჯობესია გამოიყენოთ თბილი პასტელური ფერები, შესაძლებელია თეთრი, რუხი, ლურჯი და მწვანე ფერის გამოყენებაც. სასურველია ფარდები მუქი ფერის ჩამოკიდოთ. ხის ფაქტურა და მისი ბუნებრივი ტონალობები დამამშვიდებლად მოქმედებს და შესაძლებელია მათი უხვად გამოყენება
საძინებლის განათება
არ არის აუცილებელი საძინებელში საწოლის თავზე ჭაღის დაკიდება, მეტი კომფორტისთვის, ჭერზე დიდ სანათებს, პატარა სანათები სჯობს. მშვიდი ძილისთვის საჭირო გარემოს შესაქმნელად დაამატეთ მკრთალი სანათები. ასევე მნიშვნელოვანია დღის სინათლის წყაროს არსებობა. ჯანმრთელი ძილისთვის აუცილებელია ოთახში მზის სხივების შემოშვება.
ავეჯის განლაგება
საძინებელში ბევრი ავეჯის განლაგება არ არის რეკომენდირებული. ლოგინთან, აუცილებლად, უნდა გედგათ პატარა ტუმბოები ან მრგვალი დაბალი მაგიდები. ძალიან პრაქტიკულია, როდესაც ყველა საჭირო ნივთი ახლოს გაქვთ და მის ასაღებად ლოგინიდან ადგომა არ გიწევთ. იდეალური ვარიანტია, როდესაც ტანსაცმელების კარადას ანაცვლებს, საწოლ ოთახში განთავსებული, საგარდერობე სივრცე. ხშირად საძინებელშივე ათავსებენ სამაკიაჟე მაგიდას თავისი განათებითა და სარკით. საწოლის ქვეშ კარგი იქნება თუ ფუფულა ხალიჩას დავაგებთ
სულ ესაა, მთავარია ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები გაითვალისწინოთ და კომფორტულად ძილი გარანტირებული გაქვთ. დანარჩენი უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული. მთავარია არ დაგავიწყდეთ, საძინებელი თქვენია და მაქსიმალურად უნდა ეცადოთ ის გემოვნებიანად და მყუდროდ მოაწყოთ.