როდესაც საქმე სახლის აშენებას ეხება, პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხური არის საძირკველის ტიპის სწორად არჩევა და მომზადება. ამას დიდი სიფრთხილე ესაჭიროება, რადგან საძირკველი მთლიანი შენობის საყრდენი ნაწილია
- არსებობს საძირკვლის სხვადასხვა ტიპები
- ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი ფილა, ხიმინჯოვანი და კომბინირებული
- ლენტური საძირკველი ეწყობა მზიდი კედლების ქვეშ
- წერტილოვანი საძირკველი, ბოძებისა და სვეტების ქვეშ ეწყობა
- მთლიანი ფილა ისხმება მთლიანად შენობის ქვეშ, რკინაბეტონის ფილის სახით
- ხიმინჯოვანი საძირკველი გრუნტში მოთავსებული ძელური ელემენტებია, რომელიც ფუძეზე გადასცემს შენობის დატვირთვას
მოსამზადებელი სამუშაოები
- იმისათვის, რომ საძირკვლის მოწყობა დავიწყოთ, საჭიროა შერჩეული ტერიტორიის მონიშვნა-მოსუფთავება და ქვაბულის ამოღება, რაც მდებარეობასა და შენობის ზომაზეა დამოკიდებული.
- მას შემდეგ, რაც ქვაბულს ამოიღებენ და ნიადაგს გაასწორებენ, ეწყობა მოსამზადებელი ფენა ქვიშით ან ხრეშით. შემდეგი ეტაპია ჰიდროიზოლაცია საძირკვლის ნესტისგან დასაცავად.
- ფორმის შენარჩუნებისა და ბეტონის სწორად ჩასხმისათვის ხის და მეტალის მასალები გამოიყენება, რათა ტერიტორია შემოისაზღვროს.
- ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ უკვე შესაძლებელია მთავარ პროცესზე, ბეტონის ჩასხმაზე, გადავიდეთ.
- ამ დროს აუცილებელია დასხმული მასის ერთ დონეზე გასწორება სანამ ბეტონი ჯერ კიდევ სველია.
- ახლა გაშრობაღა დარჩა!
- საძირკვლის შერჩევა დამოკიდებულია კლიმატსა და გრუნტის წყლების დონეზე ისევე, როგორც დამკვეთის პირად ინტერესებსა და ბიუჯეტზე.
საძირკველი სარდაფი
- სარდაფის მოწყობის შემთხვევაშიც მთავარი მასალა ისევ და ისევ ბეტონია. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ასეთი ფუნდამენტის ჩასხმისას ტოვებენ ცარიელ სივრცეს სარდაფისთვის.
- სწორედ ამიტომ მიწის ქვეშ ღრმად ჩასვლაა საჭირო, რათა სახლი შეძლებისდაგვარად მყარი გამოვიდეს.
- ასეთი საძირკვლის ყველაზე დიდ უპირატესობას სარდაფისთვის გამოყოფილი სივრცე წარმოადგენს, კერძო სახლისთვის კი ეს ძალიან მოსახერხებელია.
- ამასთან, სახლის გადახურებაზეც შეგვიძლია არ ვინერვიულოთ, რადგან სარდაფები ბუნებრივ ვენტილაციას უზრუნველყოფს.
- სწორედ ამ დადებითი მახასიათებლების და კონსტრუირების სირთულის გამო, სარდაფის საძირკველის ჩაყრა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტია.
- თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არასწორად გაკეთების შემთხვევაში მისი გარემონტებაც საკმაოდ ძვირი ჯდება, კარგად უნდა დაფიქრდეთ, მართლაც გიღირთ თუ არა ამ ხარჯების გაწევა.
ხიმინჯოვანი საძირკველი
- კიდევ ერთი გავრცელებული საძირკვლის ჩაყრის მეთოდია ხიმინჯების გამოყენება.
- სახლი ეფუძნება ბეტონის ხიმინჯებს, რომლებიც გადანაწილებულია მიწაში მთელს ფართობზე.
- ასეთი ტიპის საძირკველი ერთ-ერთი ყველაზე გამძლეა ისეთ ტერიტორიებზე, სადაც გრუნტის წყლის დონე მაღალია.
- ის გამოიყენება ისეთ ადგილებშიც, სადაც ამოსათხრელი მიწა ზედმეტად მაგარია.
- ხიმინჯების გამოყენება სარგებლობს ბეტონის საძირკვლის მყარი კონსტრუქციით და ამასთანავე ბუნებრივი ვენტილაციის საშუალებასაც იძლევა. მიუხედავად ამისა, ცივ ამინდებში სახლის გათბობა შედარებით რთულია და ეს შეიძლება პრობლემადაც იქცეს.
- ამასთან, თუ ტერიტორია კარგად იზოლირებული და დახშული არაა, ნესტის შეპარვის საფრთხეც ჩნდება.
- საბოლოოდ როგორ ტიპზეც არ უნდა გაკეთდეს არჩევანი, ფუნდამენტი შენობის ის უხილავი ნაწილია, რომელზეც შემდგომ მთლიანი კონსტრუქცია იგება.
- არასწორად ჩაყრილი საძირკველი ალბათ ყველაზე სახიფათოა და შეიძლება ისეთ კატასტროფულ შედეგამდეც მიგვიყვანოს, როგორსაც ქვემოთ ხედავთ. სახლის წაქცევა უბრალო მიწისძვრამ გამოიწვია:
წინა ბლოგი – ედვარდიანული არქიტექტურა