დედოფალი ვიქტორიას სიკვდილის შემდეგ (1901 წელი) ვიქტორიანული ეპოქაც ნელ-ნელა წარსულის ნაწილი ხდებოდა. მეფე ედვარდ VII-ს მოკლე, თუმცა გავლენიანი, მეფობის პერიოდმა ინგლისური არქიტექტურის ახალ ხანას ჩაუყარა საფუძველი. „ედვარდიანულ ეპოქაში (1901-1918 წ.) ყველაფერი განათდა“, ამბობს Pro Build 360-ის წარმომადგენელი, მაიკლ პარინჩი. ეს კი ედვარდიანული არქიტექტურის დამსახურება იყო.

“The Edwardian Era was a time of booming trade, of great prosperity and wealth in which the pageant of London Society took place year after year in a setting of traditional dignity and beauty.” – ვიოლეტ ბონჰამ კარტერი.

არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებსა და მაცხოვრებლებს, ყველას ერთი ძლიერი სურვილი ამოძრავებდა – გაცლოდნელ კვამლით დაფარულ ვიქტორიანულ ინდუსტრიულ ქალაქებს და ქალაქგარე ტერიტორიაზე გადასულიყვნენ.

ედვარდიანული არქიტექტურა, რომელიც ძირითადად ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გვხვდება, თავის წინამორბედი სტილებისგან ხშირად იღებდა შთაგონებას.

მაგალითად: ნეო-ჯორჯიანული სტილის ფანჯრის დეტალები, ნეო-კლასიკური დეკორაციული ელემენტები (რომელთაც ჩვენ დღეს Arts and Crafts-ის მოძრაობას ვუკავშრებთ) და ა.შ.

ნათელი ფერები და მკაფიო ხაზები ედვარდიანული სტილის სახლების ტიპიური მახასიათებლებია, რაც ერთგვარ კონტრასტს ქმნის ვიქტორიანული პერიოდის მუქ ფერებთან.

სოციუმის საშუალო კლასის წარმომადგნლებმა ნელ-ნელა თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს. ამის გამოც მოსამსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახები ახალ ედვარდიანულ სახლებში ძალიან იშვიათად გვხვდება.

სანაცვლოდ, ახალ სახლებში გრანდიოზული დარბაზები და სასტუმრო ოთახები კეთდებოდა, სადაც ყურადღება შუქსა და ჰაერზე დომინირებდა.

„თუ მე ისეთ სახლში შევალ, სადაც ჰაერი მჩატეა, ოთახი კი ღია და განათებული, ვივარაუდებ, რომ ის ედვარდიანულია“ – ამბობს პარინჩი. ახლა კი ამ სტილისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ელემენტი განვიხილოთ.

ნახევრად ხის ექსტერიერი

ედვარდიანული სახლები ხანდახან ნახევრად ხის ექსტერიერს წარმოგვიდგენენ, რომელიც ხის ჩარჩოებისა და შიდა კედლების, მათ შორის კი აგურის ან თაბაშირის მეშვეობითაა შექმნილი.

„ასეთი ექსტერიერი ტიუდორების ეპოქის გავლენის შედეგადაა შექმნილი. ის სახლს ასაკს მატებს.“ – ამბობს პარინჩი.

ჩარჩოში ჩასმული არტნუვოს შუშის მქონე კარები

„ედვარდიანული სახლების მთავარი კარები ყოველთვის ძალიან საინტერესოა“

ჰეისი აღნიშნავს, რომ ხის კარებს თავზე ხშირად სხვადასხვა სიმბოლოები იყო ამოტვიფრული, ხანდახან ხეზე, ხანდახან კი ქვაზე. თავად კარი კი ხშირად თავისი სიმაღლის ნახევარს შუშას, განსაკუთრებით ფერად მინას, უთმობდა.

ელეგანტური და ორნამენტებით შემკული ვერანდაც საკმაოდ ხშირად გვხვდება.

არტნუვოს დეტალები ედვარდიანულ სტილში

ზოგიერთ ედვარდიანულ სახლში არსებული ბუხარი არტ-ნუვოს თვალშისაცემ ელემენტებს ატარებს. მაგალითად, ქვემოთ მოცემულ სურათზე თქვენ მომრგვალებულ გვერდებს ხედავთ, რომლებზეც მათრახის ფორმის ორნამენტებია ამოტვიფრული.

ბუხარი არ არის ერთადერთი ელემენტი, რომელიც არტ-ნუვოსთვის დამახასიათებელ დეტალებს ატარებს.

ისეთი დეკორაციული ელემენტები და ავეჯი, როგორიცაა ლამფები და ტახტები, ასევე შეიცავენ XX საუკუნეში გავრცელებულ თანამედროვე ორნამენტულ ელემენტს.

„ამ პერიოდის ავეჯის მოღუნული ფორმა არტ-ნუვოს გავლენის შედეგია“ – ამბობს ჰაისი.

გაპრიალებული ხის იატაკი და სპარსული ხალიჩები

მუქი ფერის გაპრიალებული ხის იატაკი ედვარდიანულ სახლებში ძალიან გავრცელებული იყო. დღევანდელი ცალფიცრები ვერც კი შეედრება ედვარდიუნული ეპოქის დროს გაკეთებულთ, ისინი გასაოცარი ხარისხის იყო.

ოთახის ვიზუალის დასარბილებლად ისინი ხშირად გრანდიოზულ სპარსულ ხალიჩებს იყენებდნენ.

ყვავილებთ მორთული შპალერი და ნათელი კედლები

არტ-ნუვოს სტილმა, რომელიც ყვავილოვან დიზაინს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამ შემთხვევაშიც დიდი გავლენა იქონია ედვარდიანული სახლების შპალერის დიზაინზე.

ნეოჯორჯიანული გავლენა

მრავალპანელოვანი ასაწევი ფანჯრები, რომლებიც წარმოუდგენლად პოპულარული იყო ჯორჯიანულ პერიოდში, ედვარდანულ სახლებშიც არა ნაკლებ ხშირად გვხვდება.

ედვარდიანული სახლები თავისი სინათლით გამოირჩეოდა, ამის მისაღწევად დიდი ფანჯრები და ასევე გრანდიოზული პაციო კარები გამოიყენებოდა.

ედვარდიანულმა პერიოდმა ძლიერი მემკვიდრეობა დატოვა: სურვილი, ჰქონოდათ ნათელი და ჰაეროვანი სივრცე, ელეგანტურობის, დეკორაციული დეტალებისა და კომფორტის შეწირვის გარეშე.

დროებით!

წინა ბლოგი – ზღაპრული ვილა, სადაც დევი ბოუი ცხოვრობდა

Facebook Instagram