ტერმინი „მოდერნიზმი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „modernus”, რაც ნიშნავს „თანამედროვეს“. როგორც მიმდინარეობა, ის წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში – მეცნიერული ინოვაციებისა და გამოგონებების პერიოდში.

მოდერნიზმმა ინტერიერის დიზაინში, შეიძლება ითქვას,  სრული გადატრიალება მოახდინა

აღსანიშნავია, რომ მოდერნიზმი არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ კულტურას.

ინტერიერშიც ტერმინი „მოდერნიზმი“ ნიშნავს „თანამედროვეს და ის ასახავს მთლიანად თანამედროვე პერიოდს, ამიტომ მას, როგორც ინტერიერის სტილს, ინტერნაციონალურს უწოდებენ.

მოდერნიზმი თავის თავში გულისხმობს ექსპერიმენტებს ფერებთან და სივრცესთან

ძირითადად გამოიყენება ნეიტრალური ფერები, რომელსაც შემდგომში უხამებენ კონტრასტულ ფერებს.

კედელი არ წარმოადგენს ერთ მთლიანობას. ის გაფორმებულია დაფარული კარადებით, შეჭრილი თაროებით, ალუმინის სხვადასხვა პანელებით და ა.შ.

ჭერი  დაყოფილია ასიმეტრიულ ფიგურებად, რომლისთვისაც დამახასიათებელია უხეში ხაზები. ხოლო მის დეკორად გამოიყენება სარკე ან ალაგ–ალაგ დაყენებული  პატარა განათებები.

modernistuli stili interieris dizainshi

იატაკის გაფორმება დამოკიდებულია ოთახის ფუნქციაზე. საძინებლებს ძირითადად ხალიჩებით, სააბაზანოსა და სამზარეულოს კი მკვეთრი ორნამენტებით აფორმებენ.

აქსესუარების შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო

მათი რაოდენობა წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული.

რაც შეეხება ნახატებს, თანამედროვე ტენდეციებით გავრცელებულია ექსპრესიონიზმის, სიურეალიზმის, აბსტრაქციონიზმისა და კუბიზმის სტილში შესრულებული ნახატები.

გარდა ამისა, ოთახების გაფორმება შესაძლებელია არასტანდარტული ფორმის მქონე ძეგლებითა თუ ლარნაკებით.

მოდერნიზმის აუცილებელ დეტალს წარმოადგენს მრავალფუნქციური განათება.

ჩვეულებრივ, ესაა ორიგინალური ფორმის დასაკიდი ჭაღები. თუმცა, ზოგჯერ, მათ მაგივრად განათებას ამონტაჟებენ ჭერში, კედლებსა და იატაკშიც კი.

ფანჯრებიც რაც შეიძლება ფართო და ნაკლები დეკორის გარეშე უნდა იყოს. მაგრამ თუ მაინც და მაინც მოგინდებათ გაფორმება, მაგ., ფარდებით, მაშინ შეეცადეთ აარჩიოთ სადა და ნეიტრალურ ფერები, თუ აქცენტს აკეთებთ ინტერიერზე.

modernistuli stili interieris dizainshi

ხოლო თუ ფერების ერთიანობა გინდათ წარმოაჩინოთ, მაშინ უმჯობესია შეარჩიოთ  ღია ფერის დეკორი  

მოდერნისტული სტილით მოწყობოლი სახლი წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე.

ძალიან აქტუალურია მოძრავი კონსტრუქციები – შიდა კარები, გამოსაწევი საწოლები, დასაკეცი სავარძლები და ა.შ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისინი პატარა ოთახებისთვის, რადგან მათი საშუალებით შესაძლებელია უფრო მეტი თავისუფალი სივრცის შენარჩუნება.  

ავეჯის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება პლასტმასი, მეტალი და ხელოვნური ტყავი.

როგორც დავინახეთ, მოდერნიზმისთის ყველაზე მნიშვნელოვანია მრავალფუნქციურობა და კომფორტი ერთდროულად.

აქედან გამომდინარე,  ის ყველაზე მეტად შეესაბამება ენერგიულ, ორგანიზებულ, საქმიან ხალხს, რომელსაც ხშირად არ აქვს დრო  განტვირთვისთვის და, ზოგჯერ, ვერც ცხოვრების უსწრაფეს ტემპს ეგუება.

ასეთი ადამიანებისთვის აუცილებელია გარემო, სადაც შეძლებს გონების დასვენებას გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ.

ამისთის კი ყველაზე კარგი ადგილი სახლია, სადაც არაფერია ზედმეტი და თითოეული დეტალი ყველა კუთხეზეა მორგებული. 

დროებით!

წინა ბლოგი – ბოჰემური სტილი-არტისტული სამოთხე

Facebook Instagram