გაგიკვირდებათ როდესაც აღმოაჩენთ, თუ რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს თქვენზე თქვენი ზოდიაქოს ნიშანი. თქვენს ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია თქვენი იდეალური სივრცის შესახებ გემოვნებიანი იდეების მოწოდება და ამ ყველაფერს ჩვენ ბლოგების სახით გაგიზიარებთ. დღეს კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ სივრცეს თვლის ლომი იდეალურად.

shanxai interieris dizain proeqti

 

ლომი, 23 ივლისი – 22 აგვისტო (ფუფუნებისა და ბუნების მოყვარული)

ლომებისთვის სახლი წარმოადგენს ერთგვარ „ციხესიმაგრეს უდიდესი გალავნით“, ეს კი ხაზს უსვამს იმას, რომ ლომებს თავიანთი გამორჩეულობით გარშემომყოფებზე გავლენის მოპოვება უყვართ.

ამ ყველაფერს ისინი უამრავი ბუნებრივი შუქისა და თამამი ფერების დახმარებით ახერხებენ, რადგან ამით ისინი ხალხის უდიდეს ყურადღებას იპყრობენ და გამორჩეულ საცხოვრებელს ქმნიან.

ოქროყანა | ინტერიერის დიზაინ პროექტი

წარმოიდგინეთ ოქროს აქცენტები, ღრმა წითელი, ბრწყინვალე ფირუზისფერი და ქვიშიანი ყავისფერი.

ლომებს უყვართ დიდი შეკრებების გამართვა ოფიციალურ სასადილო ზონაში.

როგორც ცეცხლის ნიშანი იგი დიდ ყურადღებას აქცევს ინტერიერში ბუხარსა და ბუნებრივ აქცენტებს.

თამამი ფერები, როგორიცაა ყვითელი და ნარინჯისფერი, ოქროს აქცენტებთან ერთად, გამოხატავს ლომის განსაკუთრებულ სიყვარულს სახლის მიმართ.

ეს ეხმარება თავისი სივრცე გახადოს ბუნებასთან მეტად ასოცირებული და სახლში მეტი კომფორტი შეიქმნას.

interieris dizaini lisze

ლომებს მოსწონთ სხვებზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა, ამიტომ ლომები თავიანთ სახლს განსაკუთრებული პომპეზურობითა და ელეგანტურობით აღჭურვავენ.

მყარი ავეჯი, იშვიათი ნახატები და ანტიკვარიატი „სამეფო“ ინტერიერის შეუცვლელი ატრიბუტებია.

მათთვის მეტად მიმზიდველია ინტერიერი, როგორიცაა მკაცრი ინგლისური სტილი ან დახვეწილი კლასიკა.

tkhinvala interieris dizain-proeqti

მათთვის ძალიან ხელსაყრელია დიდი გარე ტერიტორიის მოწყობა სტუმრების გასართობად და წვეულებების მოსაწყობად.

მათ მუდმივად უნდა იცოდნენ, რომ საუკეთესოდ გამოიყურებიან, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ლომების სახლებში სარკეების დეფიციტი.

ამასთან ერთად სარკეების საშუალებით შეძლებთ მეტი ესთეტიკის შემოტანას პირად სივრცეში, რაც ლომებს ასე ძალიან უყვართ.

ofisis interieris dizaini vakeshi

მომდევნო ბლოგში შეიტყობთ თუ როგორ ინტერიერში გრძნობს ყველაზე დიდ კომფორტს ზოდიაქოს მომდევნო ნიშანი, ქალწული, რომელიც განსაკუთრებუბლად არის დეტალებზე ორიენტირებული. ამიტომ თვალყური ადევნეთ ჩვენს ბლოგებს და გაიცანით საკუთარი თავი ბევრად უფრო კარგად.

გიზიარებთ ჩვენს წინა ბლოგს წყლის ნიშნის, კირჩხიბის, შესახებ

წინა ბლოგი – როგორ ინტერიერს ანიჭებს უპიორატესობას კირჩხიბი

Facebook Instagram