სულ რამდენიმე დღეში აღდგომა ყველას სახლშიც შემოაბიჯებს და თუ ჩვენი ბლოგი წაიკითხეთ მაშინ, სამზადისში უნდა იყოთ. ცოტახანს ყველაფერს მოწყდით, აღდგომამდე კიდევ რამდენიმე რჩევა გვინდა მოგცეთ. სუფრის გაწყობაზე ვისაუბრეთ, მაგრამ სახლს მოუწყობელს, სააღდგომო განწყობის გარეშე ხომ არ დავტოვებთ. ამიტომ, დროებით ყველა საქმე გადადეთ – მოაწყვეთ სახლი სააღდგომოდ – 5 მარტივი ხერხი ფორტისისგან
აღდგომის ხე
სახლის მთავარი დეკორი ამ სააღდგომოდ ეს ულამაზესი, ნაზი და ორგინალური ხე უნდა იყოს, რომლის გაკეთებაც თქვენივე ხელით შეგიძლიათ.
აღდგომის ეს ხე, ხშირად ბარაქის ხედაც მოიხსენიება და გაზაფხულის დღესასწაულზე თქვენი სახლის სტუმარი აუცილებლად უნდა გახდეს.
კედლის დეკორაციები
საახალწლოდ სახლს ყველა ვრთვთ და აღდგომამ რა დაგვიშავა, ამ დღისთვისაც უნდა გვქონდეს შესაბამისი დეკორაცია.
გაისეირნეთ მაღაზიებში ან თქვენივე ხელით გააკეთეთ კედლის ფერადი დეკორაციები. მაგალითად, სააღდგომო ფერადი კერცხებისგან სარტყელი, ან კალათები სახლის სხვადახვა კუთხისთვის.
ფერადი სივრცე
აღდგომა მხოლოდ კვერცხისა და პასკის გამო ხომ არ გვიყვარს, ეს დღე გაზაფხულს, სიხარულსა და ბედნიერებას აღნიშნავს.
სახლში სააღდგომო განწყობისა და სიტუაციის შესაქმნელად აუცილებლად დაგჭირდებათ ფერადი გადასაფარებლები, პლედები და ფერადი დეკოტატიული ბალიშები.
სცადეთ, თქვენი სახლი რამდენიმე დღით ფერების ფესტივალად აქციოთ.
ყვავილები
დიახ, ეს წინა ბლოგშიც გითხარით, თუმცა ყვავილები ამ დღეს მნიშვნელოვანია. შეიძინეთ სეზონური ყვავილები და სახლის რამდენიმე ოთახში გადაანაწილეთ.
ეს პატარა დეტალი დღესასწაულს გაგიმრავალფეროვნებთ
გამოცვალეთ ფარდები და მოხატეთ ფანჯრები
ბოლო ხერხი, რომელიც ინტერიერის შეცვლაშიც და სააღდგომო განწყობის შექმნაშიც დაგემხარებათ მარტივი და ყველასთვის ხელმისწავდოიმია.
რამდენიმე დღით გამოცვალეთ ფარდები და ღია ფერის, თხელი ფარდები ჩამოკიდეთ სალხში, ამ შტრიხით სინათლე ოთახში უკეთ შემოვა და ფერად ავეჯსა და ნივთებს უფრო გამოკვეთს.
რაც შეეხება ფანჯდრებს, ჩვეულებრივი საღებავით მოხატეთ ისინი და ყოველი დღის გათენებისას სახლში მზის სხივებისგან არეკლილი მთელი პალიტრა დაგხვდებათ. – მოაწყვეთ სახლი სააღდგომოდ – 5 მარტივი ხერხი ფორტისისგან
წინა ბლოგი – რა ფერებში და როგორ უნდა გააწყოთ სააღდგომო სუფრა