რა თემაზე არ გვისაუბრია და დროა, კიდევ ერთ საინტერესო საკითხიც განვიხილოთ. ალბათ, გსმენიათ, რომ მაღალჭერიანი სახლი უკეთესია ვიდრე, დაბალჭერიანი, თუმცა ამის ასე გადაჭრით თქმა არ არის სწორი, მაღალჭერიან სახლს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს, რომელიც ამ მარტივ თეორიას ანადგურებს. – ნახეთ, მაღალჭერიანი სახლის დადებითი და უარყოფითი თვისებები.

ესთეტიკა

magalcheriani saxlis dadebiti da uaryofiti tvisebebi

როგორც ამბობენ, მაღალჭერიანი სახლი ესთეტიურად ლამაზია და უკეთეს ვიზუალურ ეფექტს ახდენს ადამიანზე.

თუ შევადარებთ მაღალ და დაბალჭერიან სახლს სივრცითა და ესთეტიური სილამაზით ჩვენც მაღლისკენ გაგვექცევა თვალი.

მაღალჭერიანი სახლი ყოველთვის უფრო ნათელია.

მეტი სივრცე

magalcheriani saxlis dadebiti da uaryofiti tvisebebi

რა თქმა უნდა, დაბალჭერიან სახლში ნაკლები სივრცეა, ეს ლოგიკურიც არის.

მაღალი ჭერი და დიდი კედლები დიდ სივრცეს ქმნის. ასეთ სახლს უფრო დიდი ფანჯრები და კედლის დეკორიც სჭირდება.

სივრცე იგრძნობა ყველაგან, რადგან ჭერის სიმაღლე სახლში შეუვსებელ სივრცეს ქმნის და მინიმალიზმის მოყვარულებისთვის სასიამოვნო აღსაქმელია.

მეტი ბუნებრივი შუქი

magalcheriani saxlis dadebiti da uaryofiti tvisebebi

განათებული სახლი ხომ უდიდესი ბედნიერებაა, მაღალჭერიანი სახლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაც ეს არის, ძირითადად ასეთი სახლები ბუნებრივი შუქით მდიდარია, რადგან დიდი ფანჯრები ან ვიტრინები საოცრად ანათებს სახლის ყველა კუთხეს.

დადებითი მახასიათებლების გარდა მაღალჭერიან სახლებს როგორც უკვე ვახსენეთ უარყოფითი თვისებებიც აქვს.

მოწყობა და დასუფთავება

magalcheriani saxlis dadebiti da uaryofiti tvisebebi

ეს ორი საკითხი იმაზე რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჟღერს. მაღალჭერიანი სახლის მოწყობა უფრო ძვირი ჯდება, რადგან მეტ ავეჯს და დეტალებს ითხოვს.

ასევე რთულია ასეთი სახლის დალაგება, რადგან მაღალჭერთან ერთად სივრცეც იზრდება და ერთ ადამიანს მისი დალაგება გაუჭირდება.

ექო და ხმაური

magalcheriani saxlis dadebiti da uaryofiti tvisebebi

ალბათ ბევრისთვის ეს უმთავრესი მინუსია, მაღალჭერიან სახლებში ყოველთვის არის ექო და ხმაურიც იმაზე მეტად ისმის ვიდრე დაბალჭერიანში.

ექოს გაქრობა შეუძლებელია, როგორი ავეჯიც არ უნდა დადგათ ის არ დაგტოვებთ.

თუ ხმაურის მოყვარული ხართ, მაშინ ეს პლიუსადაც შეგიძლიათ მიიჩნიოთ.

ტემპერატურა

magalcheriani saxlis dadebiti da uaryofiti tvisebebi

მაღალჭერიან სახლში ყოველთვის განსხვავებული ტემპერატურაა, ასეთი სახლები გვიან თბება და მის გასათბობად, ჩვეულებრივზე მაღარი ტემპერატურაა საჭირო.

ჰაერის თბილი ნაკადი ცივს ენაცვლება, თბილი ზევით ჭერში ადის, ცივი კი ქვევით ჩერდება, სწორედ ამიტომ, მაღალჭერიანი სახლის გათბობას მეტი დრო და თანხა სჭირდება.

არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთი სახლები ზაფხულში გრილია, რაც კიდევ ერთი პლიუსია მაღალჭერიანთა მოყვარულებისთვის.

წინა ბლოგი – პოპულარული ფანჯრები რომლებიც ინტერიერში უნდა გამოიყენოთ

Facebook Instagram